RSS
на русском en in english
29.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ანტიკრიზისული ზომები და ქართული ნასუფრალი

01.07.2009  |  12:58

3221.jpegსაქართველოს ეკონომიკამ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, განაცხადა გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრამ ნიკა გილაურმა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ანალოგიური განცხადებები გააკეთეს ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში. თუმცა, უმაღლესი ხელისუფლების ვერსიით, ქვეყანაში კრიზისი არც ყოფილა, უბრალოდ გარკვეული ტენდენციები გამოვლინდა. მოკლედ, მიუხედავად სტაბილიზაციის ნიშნებისა, სპეციალისტების აზრები საქართველოს ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით გაიყო.

"ქართულმა ეკონომიკამ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, თუმცა, უკანასკნელი ათი თვე ძალიან რთული იყო",- განაცხადა ნიკა გილაურმა. ამის შესახებ მან განაცხადა საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე, რომელიც გასულ პარასკევს ჩატარდა თბილისში.

მასში მონაწილეობა მიიღეს 20 უმსხვილესი ბანკის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. მსგავსი მასშტაბების კონფერენცია თბილისში პირველად ჩატარდა.

კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს სახალხო ბანკმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია ეროვნუი ეკონომიკის სტაბილიზაციის ნიშნები. დარეგულირდა ფულადი აგრეგატების მაჩვენებლები, აღნიშნულია საბანკო სექტორში დეპოზიტების ზრდა.

უკეთესობისკენ ცვლილებებზე ბიზნესმენებმაც განაცახდეს. ავტიომპორტიორები ალაპარაკდნენ საავტომობილო ბაზარზე სტაბილიზაციის პირველ ნიშნებზე. ძირითადად ეს აღნიშნეს "კადილაკის" და "ოპელის" წარმომადგენლობებში. "იბერია ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადასტურებს, რომ სიტუაცია საავტომობილო ბაზარზე გაუმჯობესდა.

როგორც ქართული მასმედია იუწყება, სარეკლამო კომპანიების ნაწილმა მოახერხა კლიენტურის შენარჩუნება. ფასების დარეგულირებს უკვე რამდენიმე კვირაა აღინიშნება უძრავი ქონების ბაზარზე, ამბობენ ქართვეი ექსპერტები. გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა გარკვეული სახის საქონელზე ფასები, განსაკუთრებით მეტალზე. ამან ხელი უნდა შეუწყოს ექსპორტის გაზრდას.

თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე თვლის, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა. " მსოფლიოში უკვე ბევრი ქვეყანა საუბრობს იმის შესახებ, რომ მათთან უკვე დაიწყო კრიზისი დაძლევის პროცესი და მის ტემპებს წინასწაერმეტყველებენ. საქართველოშიც იგივე რომ მოხდეს, საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა" , - აცხადებს ღვალაძე. მსგავსი აზრი საკმაოდ გავრცელებულია.

27 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას და ამ აქციების გამო დაიკარგა ყოველი მეათე სამუშაო ადგილი. მისი თქმით ბიზნესმენები უარს ამბობენ არსტაბილურ ქვეყანაშჳ ინვესტირებაზე. " ხშირად ისმის გაკვირვება, თუ რატომ არ სურთ ბიზნესმენებს რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. მინდა საბოლოოდ გაიგოს ყველამ, რომ ბიზნესმენებს სურთ პოზიტივი, მშენებლობა. არცერთ ბიზნესმენს არ სურს არასტაბილურობა" , - განაცხადა საქართველოს ლიდერმა.

ოპოზიციონერები კი პირიქით, დარწმუნებულები არიან, რომ ისინი იმისთვის აპროტესტებენ, რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური სიტუაცია და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. მოკლედ პოლიტიკა პოლიტიკად დარჩეს, სადილი-სადილად. განვითარებისა და რეკონსტრუაქციის ევროპულმა ბანკმა მაგალითად განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისის დროს მისი მთავარი პრიორიტეტი გახდა აღმოსავლეთ ვეროპის დასუსტებული ბანკების მხარდაჭერა და ვალების რესტრუქტურიზაცია.

"მე თავს შევიკავებდი ზედმეტი ოპტიმიზმის გამოვლენისგან. კრიზისის სოციალური შედეგები გვიან გამოჩნდება, მაგრამ ეს აუცილებლად ძალიან მკაცრად მოხდება" , - განაცხადა ზემოთ ნახსენები ბანკის დირექტორმა ტომას მიროუმ. ამას გარდა მან დაამატა, რომ ვალების ზრდას ჯერ კიდევ არ მიუღწევია მოსალოდნელი პიკისთვის, კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების შეუსრულებლობას დაგვიანებული ეფექტი ექნება. ამასთან დაკავშირებით ის თვლის, რომ აუცილებელია ერთ დროულად ორ ფრონტზე მოქმედება: საბანკო სისტემის მხარდაჭერა და ვალების რესტრუქტურიზაცია.

მის განცხადებას კომენტარი გაუკეთა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა დავით ნარმანიამ. ის თვლის,რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ტალღას უნდა ველოდოთ. " შემოდგომაზე მოსალოდნელია ეგრეთწოდებული აზიური ტალღა კრიზისისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიზისმა ევროპიდან აზიაში გადმოინაცვლა. საქართველოს ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული აზიურ ინვესტიციებთან" , - აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველოს პოლიტიკის კრიტიკით გამოვიდა ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ მანდელი. ზემოთ ნახსნებ ჯონფერენციაზე ის გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც აღნიშნა, რომ "ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ქვეყანაში მრეწველობის განვითარებაზე". მანდელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან დიდი საგადასახადო ბეგარებია, ისინი უნდა დაიწიოს.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100