RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართულმა დელეგაციამ დიდი თანამემამულის ხსოვნას უღალატა

06.07.2009  |  10:16

3263.jpegსაეჭვოა, რომ საქართველოს მაცხოვრებლების უმეტესობა იზიარებდეს ქართველი დეპუტატის გაეროს საპარლამენტო ასამბლეაში გიორგი კანდელაკის პოზიციას, რომელმაც რეზოლუციის "განცალკევებული ევროპის გაერთიანება: ადამიანთა უფლებებისა და მოქალაქეობრივი თავისუფლების წახალისება გაეროს რეგიონში XXI საუკუნეში" გამართლებისკენ მოწოდება გააკეთა.

ამ რეზოლუციის ავტორები აღნიშნავენ, რომ  მეოცე საუკუნეში ევროპული ქვეყნები დაზარალდნენ ორი დიდი ტოტალიტარული რეჟიმებისგან, რომლებმაც მოიტანა გენოციდი და დანაშაულები კაცობრიობიოს წინააღმდეგ. ამ რეჟიმებში იგულისხმება ნაცისტური და სტალინური.

1 ივლისს  გაეროს საპარლამენტო ასამბლეაში  მიღებული რეზოლუცია არის  დაცინვა მილიონობით საბჭოთა  ჯარისკაცისა და ოფიცრისა, რომლებიც დიდი სამამულო ომის ფრონტებზე უტევდნენ მტერს და სიკვდილისას ამბობდნენ სიტყვებს: "სამშობლოსთვის! სტალინისთვის!"

ტოტალიტარიზმის  ულაპარაკო განსჯისათვის გაერო გვთავაზობს სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლების საპარივცემულოდ საერთო ევროპული დღის დაწესებას. აღებული იქნება რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერის თარიღი-1939 წლის 23 აგვისტო.

ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში 23 აგვისტოს უკვე დიდი ხანია აღნიშნავენ ნაციზმისა და სტალინიზმის  მსხვერპლების პატივსაცემად. ახლა, როგორც ჩანს, ეს დღე აღსანიშნავი გახდება მეოცე საუკუნის დიდი პოლიტიკური მოღვაწის სამშობლოშიც, რომელიც მსოფლიო ისტორიაში იყო და იქნება იოსებ ვისარიონის ძე სტალინი.

ბატონმა კანდელაკმა, რომელიც თავისი თბილისელი მფარველის მიხეილ სააკაშვილის "დემოკრატიული  პრინციპით" ხელმძღვანელობს, უკვე განსაჯა გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის საქმიანობა.

თავის გამოსვლაში ვილნიუსში ქართველმა  დელეგატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ სტალინის დროს საბჭოთა კავშირში დაიხოცა  იმაზე ბევრად მეტი ხალხი, ვიდრე ჰიტლერის დროს გერმანიაშნი, და რომ "რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ 1921 წელს მოახდინა, როგორც ეს 1940 წელს განმეორდა ბალტიის ქვეყნებში".

უბრალოდ გასაკვირია, ლამაზი სიტყვის  გულისთვის, ბატონმა კანდელაკმა. მიხეილ სააკაშვილის დემაგოგიის ხელმძღვანელობით,როგორ არ გამოაცხადა იოსებ ჯუღაშვილი კრიმინალური ავტორიტეტად, რომელიც საქართველომ რუსეთში გააგზავნა ბოლშევიკური რევოლუციის მოსაწყობად. მას შეეძლო ასევე ხალხისთვის შეეხსნებინა, რომ სტალინმა და კამომ გაძრაცვეს თბილისის ბანკი.

რატომ უნდა გაუფრთხილდნენ სტალინის ხსოვნას, რომელმაც კომპარტიის გენერალური მდივნის პოსტზე ხანგრძლივად ყოფნისას თავისი პატარა სამშობლოს კეთილდღეობა უზრუნველყო. საქართველოს ხომ ამ არ გაუვლია კოლექტივიზაციის გასაჭირი.

ბატონ კანდელაკს ისიც უნდა გაეხსენებინა, რომ დიდი სამამულო ომის ფრონტებზე  ქართველმა ერმა, თავისი სიმცირის გამო ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. სტალინის ხსოვნის შეურაცხყოფა, რომელიც ჰიტლერთან შეკრულმა ევროპელებმა გვერდით დაუყენეს ფიურერს, არის ქართველის ხალხის, მისი შვილების ხსოვნის შეურაცხყოფა. ეს ხალხი ხომ სიკვდილისას ამბობდა: "სამშობლოსთვის! სტალინისთვის!"

"მას  ვინც ერთ საფეხურზე აყენებს  სტალინიზმს და ნაციზმს, ავიწყდება, რომ სწორედ სტალინის დროის  საბჭოთა კავშირმა დაკარგა  ყველაზე მეტი ხალხი და შეიტანა უდიდესი წვლილი ევროპის ფაშიზმისგან გათავისუფლების საქმეში",- განაცხადა რუსეთის  დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალექსანდრ კოზლოვსკიმ. მან რეზოლუციის მიღებას უწოდა საზოგადოებრივი აზრის დამახინჯების მცდელობა, თან დაამატა, რომ რუსეთის დელეგაცია მსგავსი დოკუმენტის მიღების ფაქტით შეურაცხყოფილია. ეს დოკუმენტი უბრალოდ ტყუილი კი არა, ისტორიაზე ზალადობაა.

მაგრამ  ბატონი კანდელაკი,როგორც ჩანს, სულ სხვანაირად აზროვნებს.

გვინდა  გვჯეროდეს, რომ ქართველის  ხალხის უმრავლესობა სულ  სხვანაირად ფიქრობს. მაშინ  ერეკლე მეორეც, რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, უნდა შეიყვანონს საქართველოს  მოღალატეების სიაში.

მაშინ ქართველ მეფეს მართლმადიდებელ რუსეთსა და მუსულმანურ სპარსეთს შორის მოუწია არჩევანის  გაკეთება, მან გადაწყვიტა საკუთარი წინაპრების სარწმუნეობა  შეენახა.

აი ბატონმა  კანდელაკმა კი გადაწყვიტა ეს ხსოვნა რუსეთზე კიდევ  ერთ თავდასხმაში გაეცვალა. თუმცა რუსეთი თავის ისტორიაზე, როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს ის, არასოდეს ამბობს უარს.

 

 

იგორ უმანცევი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100