RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

შიდაპოლიტიკური კრიზისის ჩიხი

06.07.2009  |  10:24

3266.jpegთბილისი ვაშინგტონიდან პატივსაცემ სტუმარს ელის. რაც უფრო ახლოვდება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის  ჯოზეფ ბაიდენის ჩამოსვლის  თარიღი, მით უფრო მწვავდება  შეურიგებელი ოპონენტების - საქართველოსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის - ბრალდებები ერთმანეთის მიასმართით.

ბოლო  სამი თვის განმავლობაში რა არ დააბრალეს ერთმანეთს. დღევანდელი საქართველოს  პოლიტიკური რელიაები მწერლებისა და რეჟისორების შემოქმედებისთვის ამოუწურავი წყაროა. თუმცა, მიეხედავად ორივე მხარის ტიტანური მცდელობებისა, დაპირისპირების ანგარიში ძველებურად ფრეა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ოპონენტები გამოცდილ მეცოდებს მიმართავენ. შეიძლება, სწორედ ამან გაანელა საზოგადოების ინტერესი გაწელილი შიდაპოლიტიკური ინტრიგებისადმი.

გუშინ პრეზიდენტსა და ოპოზიციის  ლიდერებს შორის კვლავ შედგა ერთგვარი "ორთაბრძოლა". ვირტუალური.

მანამდე ჩატარებულმა შეხვედრებმა  შედეგი არ მოიტანა. ასე რომ  გუშინ პრეზიდენტი თავისას  უყვებოდა მის მხარდამჭერს  საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციონერებმა კი თავიანთი აზრები ბრიფინგებსა და კონფერენც-დარბაზებში გაანდეს ხალხს.

სააკაშვილი  ტრადიციულად ყველა უბედურებაში  რუსეთს ადანაშაულებდა და წყევლიდა მოღალატეებს, რომლებიც, მისი აზრით, არიან ოპოზიციური ლიდერები, რადგანაც ფულს მტრისგან იღებენ. ოპოზიციის დაფინანსების ისტორია უკვე ბრაზილიურ  ტელესერიალს დაემსგავსა. დედააზრი კი იქამდე მიდის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ხელისუფლებამმოიპოვა "ნივთმტკიცებები", რომლებიც ოპოზიციის ჩრდილოეთიდან დაფინანსებას ადასტურება. ვერსიები კი უამრავია - ხან რეჟიმის მოწინააღმდეგეები მიტინგებს კრემლის ფულით მართავენ; ხანაც რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები გაერთიანდნენ; ხან კი გაუგებარია საიდან, მაგრამ გააქტიურდნენ კანონიერი ქურდები.

სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა გახდა  გაგრძელება ისტორიისა სახელწოდებით: "საიდან ფული?". პრეზიდენტის  სიტყვებს თუ დავუჯერებთ, კრემლის აგენტები ყველგან არიან. (იმის შესახებ, რომ შემბღალავ კავშირებში გარეულია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი ჩვენ უკვე დავწერეთ ) ხოლო რუსეთის მთავარი მიზანი არის, უყვებოდა თავის მომხრეებს სააკაშვილი - საქართველოს 10 ნაწილად დაყოფა. თუკი სააკაშვილს დავუჯერებთ, კრემლში მიიღეს "საქართველოს ხელისუფლების შეცვლის და ქართული სახელმწიფოებრიობის უარყოფის" გადაწყვეტილება. "ამ გეგმის მიხედვით პირველ რიგში, ყოველგვარი არჩევნების გარეშ, დესტაბილიზაციის დახმარებით უნდა ხელისუფლების ჩამოგდება, ამ მიზნის მისაღწევად დიდი თანხების გამოყოფა იგეგმება",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ისე კი არც ოპოზიციის ლიდერები არიან ღარიბები. ნინო ბურჯანაძის მამის თანხები სავსებით ეყოფოდა ოპოზიციის მხარდაჭერას. დავით გამყრელიძის სადაზღვევო ბიზნესსაც არ აქვს ცუდი შემოსავალი. თუმცა, როგორც ცნობილია, ფული ზედმეტი არასოდეს არის. მითუმეტეს, როდესაც საუბარი პოლიტიკაზეა. ამიტომაც დამატებითი სახსრები ოპოზიციას არასოდეს შეუშლის ხელს. სწორედ ეს გახდა ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ოპონენტების წინააღმდეგ.

"ამ ბოლო დღეებში მესმის განცხადებები, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ დადის, ხვდება რუსეთის ინტერესების პირდაპირ გამტარებლებს და, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პირად შეხვედრად",- თქვა სააკაშვილმა. მისი აზრით, "ასეთ ხალხთან შეხვედრამ მათთვის რაიმეს თხოვნა შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, შიდაპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ახალგორის საზღვარზე გადასვლის და მტრისთვის დახმარების თხოვნის ტოლფასია".

იმავე დღეს განცხადება გააკეთა  სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ ნინო ბურჯანაძემ. სხვათა შორის, იმ დღეს სასამართლო ამ ქალბატონის ორი საჩივრის განხილვას შეუდგა. ერთ-ერთ მათგანში საქართველოს პარამენტის ექს-სპიკერმა გააპროტესტა ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის ტანახმადაც ნინო ბურჯანაძე დაჯარიმდა მილიონი დოლარით ქონებაზე დაწესებული გადასახადების გადაუხდელობის გამო. საუბარია იმ დაჩაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა ბურჯანაძეს მისი პოლიტიკიდან წასვლის აღსანიშნავად. მაშინ ბურჯანაძემ პრესტიჟულ უძრავ ქონებაში გადაიხადა სიმბოლური თანხა - ერთი ლარი. ის პოლიტიკაში დაბრუნდა და აი ჯარიმაც მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მეორე საჩივარი ბურჯანაძემ პარლამენტის  წინააღმდეგ შეიტანა. ის მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების  გაუქმებას, რომელიც საფუძველზეც  მას სამთავრობი დაცვა მოუხსნეს. სასამართლოში არის ასევე  ნინო ბურჯანაძის სარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ მისი ღირსების შელახვისთვის და მისი საქმიანი რეპუტაციის შებღალვისთვის, რადგანაც პრეზიდენტმა ის რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. ასე რომ ყოფილი მოკავშირის მორიგ გამოხტომაზე ნინო ბურჯანაძეს არ შეეძლო, რომ პასუხი არ გაეცა. ამირომაც შემდგომში მან ქართული ხელისუფლება კრემლთენ მოლაპარაკებაში დაადანაშაულა, რადგანაც გაიყიდა "საქართველოს რკინიგზა".

ოპოზიციური  ლედის თქმით, ბიუჯეტის შევსებასთან  დაკავშირებული პრობლემების  გამო, უფრო და უფრო აქტიურად ხდება რკინიგზის გაყიდვის საქმის განხილვა. ბურჯანაძემ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აფხაზეთში რკინიგზის "უკანონო აღდგენას" ვერანაირი ეკონომიკური საფუძველი ვერ ექნება, თუკი ის არ შეერთდება გორი-ნიქოზის მონაკვეთთან.

მისი  მტკიცებით,ჩანაფიქრის მიხედვით "რუსეთის გეგმა გულისხმობს სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის შექმნას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100