RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სტუდენტური არდადეგები რუსთაველზე

06.07.2009  |  17:56

3275.jpegქართველი  სტუდენტები ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან აპირებენ შეერთებას. როგორც Georgia Times-ს კონსერვატიულ პარტიაში შეატყობინეს, ახალგაზრდები საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემით და სტუდენტების დაშინების ფაქტებით უკმაყოფილოები არიან. ისინი ასევე სწავლების საფასურის შემცირებას მოითხოვენ, რადგანაც ის ამ წელს მკვეთრად გაიზარდა.

სემესტრი  ბოლოს უახლოვდება და სტუნდენტებიც საზაფხულო არდადეგების  გეგმებს აწყობენ. ვიღაც  მის გატარებას ზღვის  სანაპიროზე აპირებს, ვიღაც კი მოედენებზე, მხარდამხარ პრეზიდენტის გადადგომის მსურველებთან. როგორც კონსერვატორების წარმომადგენელმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, პარტიის ახალგაზრდულ ნაწილს მიმართეს სტუდენტებმა, რომლებსაც პრობლემები გაუჩნდათ. "მათ ატერორებენ, ამიტომაც ისინი საპროტესტო აქციებთან შეერთებას აპირებენ",- აცხადებდა პოლიტიკოსი.

Georgia Times-მა დააზუსტა ბიძინა გუჯაბიძესთან, თუ რით არის გამოწვეული სტუდენტების პროტესტი და როგორ ატერორებენ მათ. მისი თქმით ლექტორები სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს უკრძალავენ ოპოზიციის აქციებზე სიარულს და უსიამოვნებებით ემუქრებიან. ეს ახალგაზრდები დედაქალაქის ხუთ სასწავლო დაწესებულებაში სწავლობენ , ისინი არ შედიან რაიმე პარტიაში. თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებს აღაშფოთებს ის ფაქტი, რომ მათ დამოუკიდებლობას ზღუდავენ.

მაგრამ  საქმე ამაშიც არ არის. სტუდენტები, აღნიშნა გუჯაბიძემ, უკმაყოფილოები  არიან იმ ცვლილებებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დროს განიცადა საგანმანათლებლო  სისტემამ. ახლა სახელმქიფო უნივერსიტეტებში არ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც  დაარეგულირებდა სტუდენტებისა და ლექტორების ურთიერთობას.

თავის დროზე საქართველომ დიდი რეფორმები გაატარა საგანმანათლებლო  სისტემაში და ევროპული სტანდარტები  შემოიტანა. შემოიღეს ერთიანი  ეროვნული გამოცდები, რომლებიც სკოლის დამამთავრებელიც  და ინსტიტუტში ჩასაბარებელიც  იყო ერთდროულად. თუკი აბიტურიენტი აგროვებს საკმარის ქულბეს, მას აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის უფლება. თუკი ვერ აგროვებს - მას უწევს ან ფასიან განყოფილებაში სწავლა ან კომერციულ სასწავლებელში.

უმაღლესი  განათლება ორსაფეხუროვანი გახდა: ჯერ ოთხწლიანი სეავლება ბაკალავრის ან სპეციალისტის ხარისხისთვისმ შემდეგ კი მაგისტრატურა. გადაასხვაფერეს რექტორობის ინსტიტუტიც. ამისათვის გაათვაისუფლეს ყველა მოქმედი რექტორი და შემოიტანეს ორი ახალი თანამდებობა - კანცლერები, რომლებიც კურირებენ მატერიალურ და ფინანსურ საკითხებს, და რექტოტები, რომლებიც დაკავებულები არიან მხოლოს სწავლებით და მეცნიერებით. ეს კოპუფციასთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯი, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

ამას  გარდა, უმაღლესი განათლებისთვის აქტუალურია იგივე პრობლემა, რაც სკოლებისთვის: პედაგოგები, მათ შორის დოცენტები და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, მუშაობენ კონტრაქტის საფუძველზე და გამუდმებით ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. ევრიპისკენ ორიენტირებისას სასწავლებლებმა შეცვალეს საგანმანათლებლო პროგრამებიც.კარგია თუ ცუდი ეს სიახლეები ჯერ რთულია გაგება, მაგრამ, როგორც ერთხელ აღნიშნა პროფესორ-ეკონომისტმა ვლადიმერ ხომერიკმა "განათლება და მეცნიერება საქართველოში უკვე დიდი ხანია იღუპება, რომელიც თავს ირჩენს სოროსის თანხებით. ამ ყველაფერს კი დასაბამი დაუდო ალექსანდრე ლომაიამ, რომელმაც გაანადგურა ქართული მეცნიერება და უმაღლესი სკოლა".

სტუნდენტებმა, რომლებმაც კონსერვატორებს შესჩივლეს, შეიძლება თავიანთი მოთხოვნების სიაში სწავლების  გადასახადის შემცირებაც დაამატონ. როგორც ამ დღეებში  გახდა ცნობილი, ახალი სასწავლო წლიდან კერძო უნივერსიტეტების  სტუდენტებს მოუწევთ ბევრად მეტი თანხის გადახდა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადასახადი გახდება 2250 ლარი წელიწადში."კავკასიის ბიზნეს სკოლაში" კი გახდება 9000 ლარი. ამ უნივერსიტეტში ფასის ასე მკვეთრად გაზრდას სასწავლებლის პოპულარობის ამაღლებით ხსნიან. მენეჯმენტის სკოლაში "იესემ თბილისი" სწავლების საფასური გაიზრდება 7200 ლარამდე.

თუკი  გავითვალისწინებთ, რომ საქართველო, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ახლა ეკონომიკურ კრიზისშია  და ქვეყანაში უმუშევრობის  ძალიან დიდი პროცენტი აღინიშნება, გასაგები ხდება, რომ 2000-დან 5000 დოლარამდე სწავლების საფასურის გადახდა ძალიან რთულია. უმაღლესი განთლება ხელმისაწვდომი მხოლოდ რჩეულთათვის ხდება. "სახელმწიფო გრანტი კი იმდენად მცირეა, რომ ყველას არ აქვს პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის საშუალება",- აცხადებს პედაგოგების პროფკავშირის თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელია. მისი თქმით, კერძო უნივერსიტეტები სტუდენტებთან კაბალურ კონტრაქტებს აფორმებენ.

ღარიბი  ოჯახებიდან გამოსული ნიჭიერი  ახალგაზრდების დასაცავად  ლეიბორისტული პარტია გამოვიდა. მან ხელისუფლებისგან ასეთი  სტუდენტების სრული დაფინანსება  მოიტხოვა. პოლიტკური მდივანი კახა ძაგანია თვლის, რომ სასწავლო დაწესებულებები საქართველოში ოჯახურ ბიზნესებად იქცა და მათ უმეტესობას ლიცენზიები უნდა ჩამოერთვას.

"შავი ზღვის უნივერსიტეტი ეკუთვნის სააკაშვილის დედას და იქ სწავლა 16 000 ჯდება. ამ სასწავლო დაწესებულების დახურვა აუცილებელია. მსგავსი მდგომარეობაა სხვა უნივერსიტეტებშიც",- აღნიშნა ლეიბორისტმა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ თუკი მოსწავლე გამოცდებზე საჭირო ქულებს მოაგროვებს მას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, არის სიცრუე.

ასე რომ სულ მალე, როგორცკი სტუდენტები გვერდზე გადადებენ წიგნებს, გახუნებული საპროტესტო აქციები ახალგაზრდა სახეებით გახალისდება. როგორც ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, სტუდენტები პოლიტკოსებტან ერთად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყენებას და ხელისუფლების შეცვლას, რომელმაც უმაღლესი განათლების სისტემა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა.

 

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100