RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რას ელოდება საქართველო მედვედევისა და ობამას ”გადატვირთვისგან”

08.07.2009  |  09:29

3292.jpegკრემლში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. ეს დიმიტრი მედვედევის და ბარაკ ობამას რიგით მეორე პირადი შეხვედრაა, ხოლო თეთრი სახლის ახალი ხელისუფლის პირველი ვიზიტი გახლავთ მოსკოვში. მოლაპარაკებების მიზანი - ორმხრივი ურთიერთობების "გადატვირთვაა", რაც ექსპერტებისა და მასმედიის აზრით, არც თუ ისე იოლი საქმეა. ყვლაზე რთული პრობლემები: აზრთა სხვადასხვაობა სტრატეგიული თვადასხმითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების შესახებ, პრაქტიკულად გადალახულია. რაც შეეხება საქართველოს - თუ როგორ განკარგავს მის ბედს ორი პრეზიდენტი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ საკუთარი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო გავლენას ახდენენ ამ ქვეყანაზე?

რუსეთისა და საქართველოს მასმედიამ 6 ივლისს იშვიათი ერთობა გამოიჩინეს - საინფორაციო გაოშვებები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის - ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის ტრანსლიაციით იწყებოდა. თბილისი არ მალავს, რომ პრეზიდენტების საუბარზე მრავალ საკითხთან დაკავშირებით, დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი.

ქართულმა ტელეარხებმა საინფორმაციო გამოშვებები სწორედ ამ თემით დაიწყეს, კომენტარს კორესპონდენტები მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვით აკეთებდნენ. გაზეთებმა ამ მოვლენას მთავარი გვერდი დაუთმეს. მაგალითად: გაზეთმა "კვირის პალიტრა" საკუთარ მასალას "პუტინოობამამანია" უწოდა; გაზეთი "რეზონანსი" სტატია "ობამა, მედვედევი და საქართველო"-ს აქვეყნებს; "24 საათ"-მა კი "პრინციპული გადატვირთვა"- ასე დაასათაურა ამ შეხვედრის მიმოხილვა, იტყობინებიან ქართული ინტერნეტ-გამოცემები.

რაც შეეხება ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეხედულებებს, ორი პრეზიდენტის საუბრისას "გადატვირთვისა" და საქართველოს საკითხის შესახებ, აქ მათი აზრი ორად გაიყო. ერთნი ვარაუდობენ, რომ ა.შ.შ-ს პრეზიდენტი არ დაუშვებს "ვაჭრობას" საქართველოს პრობლემასთან დაკავშირებით და ამ აზრს უმრავლესობა იზიარებს. მეორენი კი თვლიან, რომ ზესახელმიწიფოების ლიდერები საერთოდ არ არიან ვალდებულნი ჩაერიონ პატარა საქართველოს საქმეებში და რომ მათ უნდა მისცენ საშუალება ამ ქვეყანას, თავად გაერკვიოს მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველა სვალალო პრობლემა, რუსეთისა და ამერიკის ქიშპობის გამო წარმოიშვა, გვატყობინებს სს GHN.

ლეიბორისტების ლიდერმა მოუწოდა ა.შ.შ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს არ ჩაერიონ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ქართველ ხალხს მისცენ საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. როგორც მან განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, ლეიბორისტული პარტიის მიზანია საქართველო გადააქციონ ამ ორი ზესახელმწიფოს მეგობრობისა და თანამშრომლობის არეალად.

სხვა ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციონერებიც, გამოირჩევიან შეუფარავი პროდასავლური რიტორიკით. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აკეთებდნენ განცხადებებს, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ. ერთ-ერთი მათგანია - ოპოზიციური პარტია "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი - ირაკლი ალასანია. "ობამასა და მედვედევის მოლაპარაკებებზე, განხილვის ერთერთი მთავარი თემა საქართველო იქნება, - განცხადა ალსანიამ, როგორც გვატყობინებს საინფორმაციო სააგენტო GHN.- ა.შ.შ-ს ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დააფიქსირებს შეურიგებლობას, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო. ასევე დაფიქსირებული იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შეუძლებლობა. ობამა-მედვედევის შეხვედრას მოჰყვება ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი, რაც ფრიად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი გახლავთ".

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ასევე დარწმუნებულია, რომ მედვედევი-ობამას შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა საქართველო და მისი უსაფრთხოების საკითხი იქნება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი დარწმუნებულია - ამ ორი პრეზიდენტის შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ა.შ.შ საკუთარი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით დგას და არ აპირებს პოზიციის შეცვლას საქართველოსთან მიმართბეაში. "დღეს მოსკოვში, -განაცხადა მან - ორი პრეზიდენტი შეეცდება თანხმობას მიაღწიონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ატომური შეიარაღების შემცირება, ასევე ირანთან და ავღანეთთან დაკავშირებული პრობლემები". თუმცა, მისი აზრით "ა.შ.შ არ აპირებს ამ საკითხების მოგვარებას საქართველოს ინტერესებისა და რუსეთის გავლენის სფეროების აღიარების ხარჯზე".

აი საპარლამენტო ფრაქციის "ძლიერი საქართველოს" წევრის გიორგი ცაგარეიშვილის შეხედულებით კი, ა.შ.შ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მისი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევის შეხვედრისგან, საქართველო ბევრს არაფერს არ უნდა ელოდეს. როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ თვლის, რომ მოსკოვში წყდება საქართველოს ბედი. "მე არ ვიზიარებ იმ ილუზიებს, რამაც საპარლამენტო უმრავესობაში ეიფორია გამოიწვია, ისინი ამ შხვედრისგან მეხის გავარდნას ელიან",- აღნიშნა მან. თუმცა ცაგარეიშვილის აზრით, მხარეები აუცილებლად შეეხებიან საქართველოს თემას.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თავის მხრივ ვარაუდობს: თუ კი ობამა მოსკოვში შედარებით კომპრომისულ პოზიციას დააფიქსირებს, ამან შეიძლება მოსკოვს დათმობებისკენ უბიძგოს.

პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსებიდან ვინ გამოდგება მართალი? ობამას ვიზიტი მოსკოვში ორი დღე გაგრძელდება და მისი სტუმრობის გრაფიკი "გადატვირთულია".

ამის და მიუხედავად, ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის მიერ ორშაბათს ხელმოწერული იქნა რიგი დოკუმენტები, მათ შორის სტრატეგიულ თავდასხმითი შეიარაღების, ავღანეთში სამხედრო ტრანზისტისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის შესახებ, გვატყობინებს "ინტერფაქსი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100