RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გრანტები მიწაში მიდის

09.07.2009  |  15:41

3316.jpegსაქართველოს შეეძლო დიდი ხნის გადაქცეულიყო აყვავებულ ქვეყნად იმ ფულით, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო საფინანსო ორგანზიაციები "ისე" ან ძალიან დაბალი პროცენტით აძლევდნენ. მაგრამ სახსრებს ხელისუფლება უნიჭოდ ხარჯავს, განაცხადა ახლახან საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ. ამის შესახებ GeorgiaTimes-ს უამბო პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია აგროვებს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავს სააკაშვილის მთავრობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილ თანხებს. მომავალ კვირას ლეიბორისტები ამ თანხების თაობაზე გაკეთებულ ყველა მაქინაციას გაახმოვანებენ, მანამდე კი პაატა ჯიბლაძემ საზოგადოებაში გასარჩებად გამოიტანა მხოლოდ ერთი ხმაურიანი სასოფლო-სამეურნეო პროექტის დაფინანსება - რესპუბლიკაში მელიორაციის აღდგენა.

პროექტის ფარგლებში აღდგენილია ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების საირიგაციო და სადრენაჟო სისტემები.

პროექტს საქართველოში 2002 წლიდან აფინანსებდა მსოფლიო ბანკი. პირველ ეტაპზე ბანკმა 32,5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო. 2006 წელს დაიწყო მეორე ეტაპი, რომელზეც 30 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მელიორაციული სისტემის აღდგენაზე ხელისუფლებამ უკვე 63 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ჯიბლაძის მონაცემებით. თუმცა ეს ყველაფერი გლეხების სასიკეთოდ არ მომხდარა. რატომ? საირიგაციო სისტემის დიდი ფასების გამო.

როგორც ჯიბლაძემ განაცხადა, ერთი ჰექტარის მორწყვისთვის გლეხმა უნდა გადაიხადოს 73 ლარი ფიქსირებული გადასახადი და კიდევ 27 ლარი ყოველ საათში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის. ხოლო მშრალ ამინდში მინდვრის მოსაწრყავად დაახლოებით 5 საათიანი მუშაობა არის საჭირო. ვამრავლებთ ციფრებს და ვოღებს 200 ლარზე მეტ თანხას ერთი ჰექტარი მიწისთვის. ასეთი რამ გლეხებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

ამგვარად, საზღვარგარეთიდან სასოფლო მეურნეობის მხარდასაჭერად გამოგზავნილმა თანხებმა ოდნავად ვერ შეუმსუბუქა გლეხებს ცხოვრება. უცხოელების დახმარებისთვის ისინი სამმაგად ძვირს გადაიხდიან: ჯერ მორწყვისთვის, შემდეგ- გადასახედიბისთვი, რომლების საშუალებითაც ხელისუფლება კრედიტორებს ისტუმრებს. "ხელისუფლება გლეხებს ავიწროვებს, უნიშნავს მათ მაღალ გადასახადებს და ისინიც იძულებულები არიან დატოვონ მშობლიური ადგილები, მიდიან ქვეყნიდან. თუკი ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარება ნამდვილად სურს, მათ პირველ რიგში გლეხებს უნდა შეუქმნან პირობები და შეამცირონ გადასახადები",- თვლის ჯიბლაძე.

"იმ თანხებით, რაც დაიხარჯა სასოფლო მეურნეობის განვითარებაზე, საქართველოს შეეძლო ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გამხდარიყო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაში, თუკი თავის განვითარების პრიორიტეტად ქვეყანა სოფლის მეურნეობას გახიდა",- განაცხადა მან. მაგრამ, სამწუხარო, მისი თქმით, საქართველო სხვა მიმართულებით წავიდა და ქვეყანა წალეკა დაბალხარისხიანმა გენომოდიფიცირებულმა პროდუქციამ თურქეთიდან და ირანიდან.

ყველა საქონელი, რომლის წარმოებაც საქართველოს თავად შეუძლიამ უნდა იყოს დაცული წახალისებების და გადასახადების გზით, თვლის ლეიბორისტი. ხოლო ის, რასაც ქვეყანა თავად ვერ აწარმოებს, იმპორტირებული უნდა იყოს უფასოდ. და, რა თქმა უნდა, ის თანხები, რომლებსაც საქართველოს დონორი ქვეყნები და ბანკები ურიცხავენ, "პირდაპირ უნდა მიდიოდეს მოქალაქეებამდე, რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი", და არ უნდა გაიჭედონ სამთავრობო პროექტებში, ხაზი გაუსვა ჯიბლაძემ.

გრნტებით მახვილგონიერი მანიპულაციების მაგალითად შეუძლება მოვიყვანოთ კეთილი ნების ჟესტი იაპონიიდან. მარტში ამომავალი მზის ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოს გრანტის სახით გამოუყო 12 მილიონი დოლარი. ამ ფულით სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა ეყიდა კომბაინები, საჭრელები და სხვა ტექნიკა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თანხა ხელისუფლებას "უფასოდ" მიეცა, მან გადაწყვიტა ამ ფულით ნაყიდი ტექნიკა გაეყიდა.

რა თქმა უნდა, საკუთარ მოსახლეობას მიყიდა. აი როგორი მომგებიანი ბიზნესია: შემოსავალი არაფრიდან! ამ ტექნიკის პირველი პარტია გასაყიდად უკვე 20 ივლისს გამოვა.

საერთაშორისო გრანტების გაფლანგვის თემა ტყუილად არ ამოტივტივებულა ოპოზიციურ კრიტიკაში. ზუსტად ამ დღეები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია შეისწავლის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რათა გადაწყვიტოს მომავალი საკრედიტო ტრანშის ბედი. ხელისუფლებას მისი გამოყენება საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად უნდა. საბიუჯეტო დახმარება ფონდის ახალი პროდუქტია. აქამდე საერთაშორუსო სავალუტო ფონდი მხოლოდ რეზერვის შესავსებას ეხმარებოდა ქვეყნებს. ბანკირების ხელგაშლილობის მიჩნევა საქართველოს საკეთილდღეოდ ჯერჯერობით ადრეა. პირველ რიგში, ხელისუფლება ეჩვევა ფულის არაეფექტურად ხარჯვას, თუკი ის თავისით მოდის. თანაც, ოდესმე ყველა ვალის პროცენტებით დაბრუნება იქნება საჭირო.

ამასობაში კი მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო 85 მილიონი დოლარის კრედიტი ანტიკრიზისული ფისკალური სტიმულირების და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის მხარდაჭერისთვის.

იმავდროულად ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 2 მილიონი ევრო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზარალებულებისთვის. კიდევ რამდენი დონორული თანხა და კრედიტი მიითო ქვეყანამ ომის შემდეგ! უბრალოდ გასაკვირია, ამდენი სპონსორის ყოლისას როგორ ვერ გაუმკლავდა საქართველოს ეკონომიკურ კრიზისს.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100