RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილის ახალი საათი და ახალი ლეგენდები

13.07.2009  |  09:43

3334.jpegგაზეთ The Independent-ის კორესპონდენტი შონ უოლკერი ახლახან შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს თბილისში და განცვიფრებული იყო თავისი თანამოსაუბრის საათით. "მას ეკეთე უზარმაზარი საათი ცისფერი პლასტიკისგან გაკეთებული, ციფერბლატზე გამოსახული კურდღლებით",- უყვება ის თავის შთაბეჭდილებას მკითხველებს.

ამ უნიათო საათმა შეახსენა უოლკერს, რომ სააკაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის რეგიონში სხვა პრეზიდენტებისგან.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, გამოკეთდა აპრილისა და მაისის შფოთიანი დღეებისგან, როდესაც ოპოზიცია მას ავლაბრის რეზიდენციასთან უსაფრდებოდა, მად სტაფილოებს ესროდა და ეზოში კურდღლებს უშვებდა.

ის კი ახლა სიმხდალის ამ სიმბოლიკით ამაყობს კიდევაც. შონ უოკერთან საუბრის დასრულებისას მან ჟურნალისტს აუხსნა კიდევაც რატომ ატარებს ასეთ საათს. ასეთი არის მისი პასუხი ოპოზიციის ლოზუნგზე "სააკაშვილი კურდღელია", რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი მხდალია. "არ მესმის რატომ არის ცუდი კურდღლობა. ისინი ძალიან საყვარლები არიან, თუკი ბინაში არ გყავს",- შენიშნა პრეზიდენტმა.

თუმცა თუკი გვერდზე გადავდებთ ქართველი პრეზიდენტის მიერ კურდღლების სიყვარულს და დავუბრუნდებით თანამედროვე ქართულ რეალობას, მაშინ ის არც ისე რბილი და ფუმფულაა, როგორც მიხეილ სააკაშვილს გრძელყურება მეგობრები.

სააკაშვილის დემოკრატიული რეჟიმი სხვა არაფერია თუ არა დასავლური ელფერით გალამაზებული ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის მისი წინამორბედისა. ასე აცხადებს სალომე ზურაბიშვილი თავისი ბრალდებების წიგნში "ქართული ტრაგედია 2003-2008".

საფრანგეთში გამოსული ეს წიგნი არის მოთხრობა მის შეცდომაზე. "მე მინისტრად იმ შთაბეჭდილების გამო ამირჩიეს, რომელიც შეეძლო ამ დანიშვნას გამოეწვია და არა იმის გამო, თუ რისი გაკეთება შემეძლო მე რუალურად",- განმარტავს ის. ის შევიდა ილუზორულ სისტემაში: "დემოკრატია, ანუ დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელმძღვანელების დემოკრატიული ენა, მათი ბიოგრაფია, სწავლა დასავლეთის ქვეყნებში - ეს ყველაფერი იყო საუცხოო ფასადი, რომლის უკანაც იმალება სულ სხვა სისტემა... სისტემა, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების პროცესი კონცენტრირებულია პრეზიდენტის და კიდევ რამოდენიმე ადამიანის ხელში".

პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც მას წიგნის ავტორი აღწერს,- არის არა თანამედროვე ლიდერი, რომელმაც დასავლური პრინციპები აღიქვა და მისით დასავლეთია აღფრთოვანებული, არამედ შევარდნაძის წრის ახლობელი ადამიანი, რომელმაც საბჭოთა ეპოქის ბოლოს კიევური კგბ-ს სკოლა გაიარა, მანიპულატორი ადამიანი. "არაფერს ითვალისწინებს, თუკი მას რაიმე ჭკუაში დაუჯდება. ის მხოლოდ ძალაუფლებაზე ფიქრობს",- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

The independent-ის კორესპონდენტმა შონ უოლკერმა ალბათ ვერ მოასწრო სალომე ზურაბიშვილის ნაწარმოების გაცნობა, მაგრამ ისიც აღნიშნავს თავისი ინტერვიუს დასაწყისში, რომ "დღეები, როდესაც საქართველო თავისუფლების შუქურად ითვლებოდა, დიდი ხანია წავიდა".

მოკლედ, სააკაშვილმა ინგლისელ კორესპონდენტს არ მისცა საუბრის ნეგატიურ ნოტაზე დაწყების საშუალება: მან სასწრაფოდ დაიწყო მისთვის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების პროექტები, რომლებიც ბათუმში უნდა აშენდეს. პრეზიდენტის შეფასებით, უახლოეს 3 წელში ტურისტების რიცხვი 10-ჯერ გაიზრდება.

თუმცა ამ გრანდიოზული გეგმებისთვის მხოლოდ ერთი დაბრკოლებაა - რუსეთი. საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს მსოფლიო საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთის შემოჭრა არ იყო პროვოცირებილი და იყო პუტინის გრძელვადიანი გეგმის ნაწილი. ამ გეგმაში იგულისხმება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

"სააკაშვილის თქმით, ამერიკისა და ევრიპული ქვეყნების მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ პუტინმა მას უთხრა, რომ ამ ნაბიჯს მოყვება შედეგები კავკასიაში,- წერს გაზეთი.- თქვენმა მოკავშირეებმა ახლახან აღიარეს კოსოვო და ჩვენც რაიმეს გაკეთება მოგვიწევს. მაგრამ ეს თქვენთვის არც ისე მტკივნეული იქნება, არ ინერვიულოთ",-უთხრა თურმე პუტინმა საქართველოს პრეზიდენტს.

ასეთია ახალი ლეგენდა, რომელიც სააკაშვილმა გაავრცელა თავისი მრავალი ინტერვიუს დროს გამოცემებში.

მეტი დამაჯერებლობა რომ შეემატებინა საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მედვედევსა და პუტინს შორის საქართველოსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო.

აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრე დიმიტრი მედვედევმა თურმე სააკაშვილს მიანიშნა, რომ მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სულ მალე შეიძლებოდა ბევრად უარესი გამხდარიყო. ეს იყო ასტანში არაფორმალურ სადილზე. "მედვედევს არ მოსწონდა ის, რაც ახლოვდებოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო",- სინანულით აუხსნა თავის ბრიტანელ თანამოსაუბრეს სააკაშვილმა. და, როგორც ჩანს, მას გამოუვიდა შონ უოლკერის მოხიბვლა.

"უდავოდ, სააკაშვილი არის ყველაზე ინტელექტუალურად განვითარებული და ქარიზმატული პოლიტიკოსი რეგიონში",- წერს ჟურნალისტი.

"მისი შავი თმა ოდნავ შევერცხლილია, მაგრამ სხვამხრივ არც ეტყობა, რომ გასულიწლის მოვლენებმა ის დაღალა",- აღნიშნავს ავტორი.

თავის წიგნში "ქართული ტრაგედია" სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს: სააკაშვილის ძალა იმაშია, რომ მას მოუწია ყველას დარწმუნება იმაში, რომ ის არის დემოკრატიისა და თავისუფლების მომხრე. ის ამ ღირებულებებს იცავს რუსეთის მხრიდან გაუთავებელი თავდასხმებისგან.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი-ლეგენდა! ამას ვერ შეედავები. აი ლეგენდები კი სხვადასხვანაირი არსებობს - "პლიუს" ან "მინუს" ნიშნით.

 

ვასილი უსოლცევი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100