RSS
на русском en in english
24.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

როგორ აჯობა ბატონმა ლორთქოფანიძემ ხლესტაკოვს

14.07.2009  |  09:38

3352.jpegროგორც ჩანს, რუსოფობია საქართველოში რაღაც ნაციონალური სპორტის მაგვარად იქცა, რომელშიც ყველა ცდილობს აჯობოს თავის მოწინააღმდეგეს, ახლო მეზობლის უკანმოუხედავ კრიტიკაში.

როცა სამი წლის წინ თბილისში გაიხსნა სახელგანთქმული საბჭოთა კაპიტულაციის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის დეპურტატი ნიკოლოზ რურუა იქნა დასახელებული ამ ექსპოზიციის შექმნის იდეის ავტორად, თუმცა ამგვარი „მემორიალები" უკვე კარგახანია ფუნქციონირებდა რიგასა და ვილნიუსში. საინტერესოა, ისეთი ქართველი პოლიტიკოსების მოღვაწეობა როგორებიც არიან სტალინი და ბერია თბილისის ექსპოზიციაში, არანაირად წარმოჩენილები არ არიან, სადაც წარმოდგენილია დახვრეტის შესახებ ბრძანებები, რეპრესირებულთა პირადი საქმეები საბჭოთა ხელისუფლების წლებში, საარქივო ფოტომასალა და კინოქრონიკის ლენტები.

მაგრამ საქართველოს ისტორიის მუზეუმში"თეთრ ლაქებად" იქცა ფურცლები, რომლებიც ეძღვნება ამიერკავკასიაში მარქსიზმის განვითარებას, რომლებიც ადრე წარმოადგენდნენ ლამის სამუზეუმო ექსპოზიციის მესამედს.

თუმცა გვერძე გადავდოთ სამუზეუმო ვნებები. ამჟამად რუსოფობიამ თბილისში ახალი პლანეტარული მასშტაბის იმპულსი შეიძინა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოვიდა ინიციატივით საქართველოში საბჭოთა დეოკუპაციის საინიციატივო საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის წარმომადგენელიც არც მეტი, არც ნაკლები მივლინებული იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

„მე ვთვლი სავალდებულოდ სადეოკუპაციო საბჭოს შექმნას, რომლის წარმომადგენელიც მივლინებული იქნება გაეროში. საბჭოს შექმნა იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ გაერომ ჩამოართვას ვეტოს უფლება რუსეთს - როგორც ქვეყანა-ოკუპანტს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა, რუსეთის თანხმობის გარეშე შემოვიყვანოთ საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე",- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. საკუთარ მჭერმეტყველებაში გოგოლის პერსონაჟებსაც კი გაასწრო. გაბედულ იდეებსა და ფანტაზიის სითავხედეში მას ხლესტაკოვიც კი ვერ აჯობებდა.

თითქოს და მცოდნე იურისტს, როგორადაც თვლის საკუთარ თავს ეს ქართველო პარლამენტარი, წარმოდგენა უნდა ჰქონოდა საერთაშორისო სამართლის სათავეებზე.

„საბჭოს შექმნა უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გაერომ წაართვას ვეტოს უფლება რუსეთს, როგორც ქვეყანა-ოკუპანტს და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ძალების კონფლიქტის რეგიონებში შემოყვანას",- თვლის სამართალმცოდნე დიმიტრი ლორთქიფანიძე. საინეტერესოა, როდის ართმევდა ვეტოს უფლებას გაერო, უსაფრთხოების საბჭოს წევრებს? საქართველოს ამჟამინდელი მფარველი ა.შ.შ ალბათ სათუა, რომ მოისურვებს ამგვარი პრეცედენტის შექმნას, საკუთარი გლობალური სწრაფვების გათვალისწინებით.

ბატონ ლორთქიფანიძეს ალაბათ უმჯობესი იქნებოდა, გაეროს მოღვაწეობის ისტორიისათვის გადაეხედა. თუმცა, ამის ნაცვლად მან გადაწყვიტა სხვა ისტორიული ასპექტებისათვის მიემართა.

„საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს სადაო საკითხები არა მარტო ვლადიმერ პუტინის რუსეთთან აქვს, არამედ ვლადიმერ იალიას ძე ლენინის დროინდელ რუსეთთანაც, ის კი რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ეს არამარტო ცალკეული ტერიტორიების ოკუპაცია გახლავთ, არამედ ეს საქართველოში 1921 წლის შემდეგ საოკუპაციო ჯარების მეორადი შემოყვანაა",- განუცხადა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს 8 ივლისს, იტყობინება GHN. სადეოკუპაციო საბჭო, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უნდა მუშაობდეს არა 2008 წლის აგვისტოს ომის რეზულტატების მიხედვით, არამედ უნდა დაიწყოს რელური სადეოკუპაციო ბრძოლა, გამომდინარე 1921 წლის საქართველოს ოკუპაციიდან.

მისი სიტყვებით, მიუხედავად რეფერენდუმისა, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა ზვიად გამსახურდიამ და გამოსცა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ აქტი, ქვეყნის დეოკუპაცია მაინც არ მოხდა და სამართლებრივი მხრიდან კვლავ გრძელდება მდგომარეობა, რომელიც შემოღებული იქნა 1921 წერლს.

როგორ არ უნდა დაიტუქსოს ამ შემთხვევაში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც რიგიანად ვერ ჩაატარა ქვეყნის დეოკუპაციისათვის აუცილებელი კომპანია. ლორთქიფანიძემ მიუთითა, რომ მაშინ რუსეთის ჯარები არ იყო შერაცხული ოკუპაციურ ჯარებად და მოიაზრებოდა როგორც უცხოური არმია.

საინტერესოა ბატონი ლორთქიფანიძისგან შევიტყოთ, მაშინ რატომ არ ჩაერია „რუსეთის საოკუპაციო ჯარი", როგორადაც ესახება მას ამიერკავკასიის ოლქის ქვედანაყოფები, საქართველოს შიდაპოლიტიკურ დაძაბულობაში, როდესაც კანონიერი ქურდის ჯაბა იოსელიანის ბოევიკები, აძევებდნენ საქართველოდან კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ამასთან ერთად გადაბუგეს მთელი რუსთაველის პროსპექტი. რატომ ინარჩუნებდა იგივე „საოკუპაციო არმია" დუმილს როდესაც დამსჯელ რეიდებს ახორციელებდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ გამსახურდია და შემდგომ შევარდნაძე?

და მიუხედავად საერთაშორისო მოლაპარაკებებისა, დროზე ადრე დატოვა საკუთარი ბაზები საქართველოში, დაუტოვა რა საქართველოს არმიას საკუთარი ინფრასტრიქტურა?

ბატონ ლორთქიფანიძესთან დავა შესაძლოა უსასრულოდ გავაგრძელოთ, მაგრამ აქვს კი ამას აზრი? მითუმეტეს, რომ ამჟამინდელ ქართველ პარლამენტართა უმეტესობა „ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო დემოკრატი პრეზიდენტის" აზრებს ახმოვანებს. აქ ძალაუნებურად გვახსენდება ანდაზა „მღვდელი როგორიცაა, სამწყსოც ისეთივეა"!

 

ვასილი უსოლცევი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100