RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთის ლიდერი ცხინვალშია, თბილისი თავგზააბნეულია

14.07.2009  |  14:47

3361.jpegდღეს ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად დიმიტრი მედვედევი საქმიანი ვიზიტით სამხრეთ ოსეთს ეწვია. ყოველ შემთხვევაში, ამ ვიზიტზე არავის უსაუბრია. იქ პრეზიდენტმა ისაუბრა ახალ ერთობლივ პროექტებზე. თბილისმა გადაწყვიტა ამ ვიზიტს გამოხმაურებოდა.

თუკი პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის და ჟურნალისტებისთვის მედვედევის ვიზიტი ცხინვალში მოულოდნელონა იყო, სამხრეთ ოსეთში სტუმარს აშკარად ელოდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ედუარდ კოკოითი და დედაქალაქის ასობით მოსახლე დახვდნენ სტუმარს ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად - ღვინოთი სავსე ხის ჭიქით, მწვადებით და ოსური ნამცხვრებით.

დიმიტრი მედვედევმა მადლობა გადაუხადა ედუარდ კოკოითს მიწვევისთვის: "მინდოდა მადლიერება გამომეთქვა იმისთვის, რომ მომიწვიეთ ახალ ქვეყანაში,ახალ რესპუბლიკაში - სამხრეთ ოსეთში, რომელიც წარმოიქმნა დრამატული მოვლენების შედეგად და რომელსაც რუსმა ხალხმა რთულ მომენტში მხარი დაუჭირა". სამხრეთ ოსეთის ლიდერმაც თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

ყველა ცერემონიის დაცვის შემდეგ პრეზიდენტები შეუდგნენ არსებული პრობლემების განხილვას. "ჩვენ გვაქვს პროექტების მთელი რიგი რესპუბლიკის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს გაძლიერებისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ",- ხაზი გაუსვა რუსეთის ლიდერმა. "პირველ რიგში, თქვენ მე მიჩვენებთ, რისი გაკეთება არის საჭირო და სად არის პირველადი აუცილებლობა, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი",- მიმართა მედვედევმა კოკოითს.

საიდუმლო არ არის, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკის დაფინანსებამ გამოიწვია ჭორი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ. თუმცა ჩატარდა შემოწმებები და მიიღეს ზომები. მოკლედ, ეს საკითხი დღეს არ განხილულა. ორი პრეზიდენტის საუბრის დასკვნა იყო ის, რომ რუსეთმა გამოთქვა სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის აღდგენი სურვილი.

თბილისში მედვედევის ვიზიტმა არეულობა გამოიწვია. ცოტა ხნაი იქ დუმილს ინარჩუნებდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამინისტრო, ალბათ, არ მოახდენს მედვედევის ამ ვიზიტზე რეაგირებას: "ეს მისი პირადი საქმეა". მაგრამ შემდეგ იქ განწყობა შეიცვალა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა თემურ იაკობაშვილმა მედვედევის ვიზიტს პროვოკაციული უწოდა.

"ეს უფრო სიმბოლური ვიზიტია ნაბუქოს ხელმოწერის დღეს, რომელიც ღირსებას სულაც არ მატებს რუსეთს. რომელ ეკონომიკურ განვითარებაზე შეიძლება იყოს საუბარი რეგიონში, სადაც დარჩა 15 000 ადამიანი, სადაც ეთნიკური წმენდა მოხდა? ეს აშკარა პროვოკაციული ქმედებაა",- აღნიშნა იაკობაშვილმა. ამასთანავე, მისი აზრით, დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ცხინვალში არის პასუხი "ბარაკ ობამას ვიზიტზე მოსკოვშ, რომელმაც იქ განცხადება გააკეტა საქართველოს თაობაზე".

საგარეო კავშირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილიც ცდილობს ამ ორ ვიზიტში რაიმე კავშირი გამონახოს. "ობამამ მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს". მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს თურმე ამაზე პასუხი ვერ გაუცია და დღეს ცდილობს "საკუთარი სისუსტის" გამოსწორებას.

საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური შეფასებებისა და ანალიზის გაწევა ურჩია. "ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა არაადეკვატური იმედები და გაკეთდა არაადეკვატური შეფასებები. ამას დღევანდელი ფაქტიც ამტკიცებს. ჩვენ გვავიწყდება, რომ რუსეთი განსაკუთრებული ფენომენია",- განაცხადა ვეფხვაძემ.

"გადატვირთვის" რეზულტატებზე ჯერ კიდევ დავობენ ექსპერტები. არ არის გასაკვირი, რომ მისგან გამომდინარე აფასებენ ექსპერტები ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ობამასა და მედვედევის შეხვედრაზე საქართველოში დიდ იმედებს ამყარებდნენ, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ ობამას ვიზიტი მოსკოვში არ შეცვლის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს. იმაში, რომ მართლაც არაფერი შეიცვლება დარწმუნებულია გამოკითხულთა 62,2%; აზრის გამოთქმა გაუჭირდა 16,7%-ს; 19,3% ფიქრობს, რომ ურთიერთობები გამოკეთდება და მხოლოდ 1,8%-ის აზრით, ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება. ასეთი არის "კვირის პალიტრის" მერ ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები.

დღევანდელი დღიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ "გადატვირთვა", უკიდურეს შემთხვევაში ქართულ-რუსული ურთიერთობებისა, ჯერ კიდევ არ არის დაწყებული.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100