RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მედვედევის ვიზიტი საქართველოში, როგორც მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე

15.07.2009  |  10:30

3371.jpegრუსული მასმედია აგრძელებს მედვედების სამხრეთ ოსეთში ბლიც-ვიზიტის კომენტირებას. თითქმის ყველა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი ახალგაზრდა რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც ქალაქის რიგითი მაცხოვრებლებისთვის.

"დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ვხინვალში მზადდებოდა და მიმდინარეობდა უმკაცრესად გასაიდუმლოებულ ატმოსფეროში,- წერს "კომერსანტი".- დილით რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა თვითმფირნავით მოზდოკის აეროპორტში და იქიდან ვერტმფრენით გადაფრინდა ცხინვალში. ეს გადაფრენა ამერიკის ოფიციალური პირების ჩასვლას ჰგავდა ერაყში".

გაზეთისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ვიზიტის შესახებ მის დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე გაიგო.

რესპუბლიკის ბეჭდვითი მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრმა ირინა გაგლოევამ განაცხად: "დიმიტრი მედვედევის ვიზიტი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, არამედ ბევრი ბევრი ხელმძღვანელისთვისაც. მე, მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ის ზუსტად დღეს ჩამოდიოდა, მაგრამ ჩვენ ყველანი თქვენს პრეზიდენტს აპლოდისმენტებით დავხვდით, რათა მადლიერება გამოგვეხატა სუვერენიტეტის აღიარებისთვის".

რუსეთის პრეზიდენტს ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით დახვდნენ: მად დახვნდენ ნამცხვრებით და ლუდით.

ედუარდ კოკოითისთან შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს დიდი მომავალი აქვთ.

დიმიტრი მედვედევმა იმის მინიშნებაც გააკეთა, რომ აგვისტოს ომის დროს დაზარალებული სამხრეთ ოსეთის აღდგენა ვადებში უნდა დასრულდეს. ამ სიტყვებ,ა იმის ვარაუდის საშუალება მოგვცეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავად გადაწყვიტა იმაში გარკვევა, თუ რატომ არ არის ჯერ კიდევ აღდგენილი დანგრეული საცხოვრებლების ნახევარი.

მართლაც, ქალაქი ჯერ კიდევ ძალიან დანგრეულია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთს მნიშვნელოვანი კრედიტები გამოუყო საცხოვრებელი სექტორის აღსადგენად.

სამშენებლო ობიექტების ინსპექციის შემდეგ მედვედევი ედუარდ კოკოითისთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სრედიუკოვთან ერთად გაემართა რუსეთის თავდაცვიუს სამინისტროს მეოთხე სამხედრო ბაზის მოსანახულებლად, სადაც პრეზიდენტს გააცნეს ბაზის მდგომარეობა და მის მიერ შესრულებული დავალებები.

სამხედრო ბაზა დაკომპლექტებულია მთლიანად, თანაც ოფიცრების უმეტესობას საბრძოლო გამოცდილება აქვს.

ტელეკომპანია "ო-ერ-ტე" აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა სამხედრო მსახურების ყოფითა და კვებით. როგორც ჩანს, ეს იყო ქართულ პროპაგანდაზე პასუხი. ოფიციალური თბილისი დეზერტირი გლუხოვის განცხადებით სპეკულირებდა იმის შესახებ, რომ მად რამდენიმე თვეა ხორცი არ უჭამია.

თავდაცვის საკითხი შემთხვევით არ წამოყენებულა. "ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ შესანიშნავი წარსული, არამედ ნორმატიული ბაზა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს აღდგენისთვის პროექტების მთელი რიგი. ჩვენ მათ აუცილებლად განვახორციელებთ, რადგანაც გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. ამას გარდა, აუცილებელია მხარდაჭერა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში",- გნუცხადა დიმიტრი მედვედევმა ედუარდ კოკოითის.

მედვედევის მიერ დაპირებულმა სამხედრო მხარდაჭერამ რესპუბლიკის მაცხოვრებლებს იმის იმედი შემატა, რომ გასული წლის მოვლენები აღარ განმეორდება.

ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ რუსეთი რესპუბლიკაში მოვიდა "დიდი ხნით და მშვიდობა მოიტანა". ის ასევე თვლის, რომ "ახლა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე აგვისტოს ომამდე, მაგრამ საქართველოს მხრიდან პროვოკაციის საფრთხე ყოველდღიური რელობა არის".

 

ივან ტულიაკოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100