RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

იქნება თუ არა თბილისი დაბრკოლება მოსკოვისა და ვაშინგტონის ”გადატვირთვისათვის”

16.07.2009  |  10:29

3384.jpegკომპიუტერული ტერმინი "გადატვირთვა" პოლიტიკურ ლექსიკონში შემოიჭრა. რუსეთმა და მოსკოვმა საკუთარი ურთიერთობების გადატვირთვა 6 ივლისიდან დაიწყეს, როდესაც ამერიკელმა პერეზიდენტმა მოსკოვი მოინახულა. ერთი კვირაც არ გასულა და თბილისი კვლავ განხეთქილების მიზეზი გახდა თეთრ სახლსა და კრემლს შორის. გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ - დიმიტრი მედვედევის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში. დიმიტრი ანატოლის ძემ კი, იმავე დღეს მოინახულა ნოვორასიისკში საჰაერო სადესანტო ჯარების მეშვიდე გვარდიის დივიზია, სწორედ ის რომელიც გასული წლის აგვისტოში შევიდა საქართველო-აფხაზეთის ბუფერული ზონის ქალაქებში სენაკში, ზუგდიდსა და ფოთში, მათი მიზანი იყო არ დაეშვათ კონფლიქტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო ნოტის წარგზავნას აპირებს, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ, სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ვიზიტის გამო.

როგორც განაცხადეს საქართველოს გარეპოლიტიკური უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში, ის შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადაეცემა რუსეთს, სადაც არსებობს რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვის სექცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გავრცელებულ განცხადებაში დიმიტრი მედვედევის ვიზიტს ცხინვალში "მარიონეტული რეჟიმის ლეგიტიმაციის ცინიკური მცდელობა" უწოდა. თითქოს და საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსეთის მიერ ამ ორი სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკის ცნობა, საკამარისი არ იყოს "ლეგიტიმაციისათვის".

GeorgiaTimes-მა დაწვრილებით გააშუქა დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ცხინვალში. თბილისში რაღათქმაუნდა არ დანანებიათ ხმამაღალი გამოთქმები, რუსეთის პრეზიდენტის მიერ სამხრეთ ოსეთის მონახულების შესახებ. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენმა დროებითმა კომისიამ 14 ივლისს სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა, სადაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის მონახულებას "საქართველოს მიმართ მტრული ჟესტის" შეფასება მისცა. აქვეყნებს "ბიზნეს-საქართველო".

სააკაშვილმა ანკარიდან, სადაც ის "ნაბუქოს" პროექტის, მრავალმხრივი შეთანხმების ხელმოწერაში მონაწილეობდა, უმაღლესი რანგის ცინიზმის დემონსტრირება მოახდინა, უწოდა რა მედვედევის ვიზიტს ამორალური "იმიტომ, რომ ის როგორც ჩანს ქართული და ოსური სოფელბის ნანგრევებზე გაატარეს". საქართველოს ლიდერმა, სავარაუდოდ მონდომებით დაივიწყა, რომ ცხინვალის ნანგრევებად ქცევა მისი დამსახურება იყო. თუმცა, ამგვარი რიტორიკა საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან, უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.

გაოცება სულ სხვა რამემ გამოიწვია. ობამას ამსწინანდელი ვიზიტისას მოსკოვში, მხარეებმა თითქოს და გაარკვიეს პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში: ამერიკის შეერთებული შტატების არ სცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რუსეთი კი აღიარებს, ვინაიდან თვლის, რომ აგვისტოს ავნტიურით საქართველოში მმართველმა რეჟიმმა შეუძლებლად აქცია ამ ხალხების თანაცხოვრება, ერთი სახელმწიფოს ჩარჩოებში. სიტუაციაზე განსხვავებული შეხდულებები - თანამედროვე სამყაროში, ჩვეულებრივი ამბავია. აი მაგალითად, მოსკოვი არ სცნობს კოსოვოს, ვაშინგტონი კი სცნობს. მაგრამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამერიკელი ოფიციალური პირების კოსოსვოში ყოველი ვიზიტის შემდეგ. გაცილებით უფრო სერიოზული საქმეები მოეძებნება, ვიდრე საპროტესტო ნოტების ბეჭდვა,

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი როგორც ირკვევა, საბრძოლო სულისკვეთებით ყოფილა განმსჭვალული, მისმა წარმომადგენელმა იენ კელიმ რუსეთის პრეზიდენტის სამხრეთ ოსეთში ვიზტის კომენტირებისას, მოსკოვს მოუწოდა პატივი სცეს საქართველოს "ტერიტორიულ მთლიანობას" და დაადანაშაულა მოვალეობების შეუსრულებლობაში. როგორც გადმოსცემს "ეხო მასკვი" ამასთან ერთად კელის სიტყვაც კი არ დასცდენია იმის შესახებ, რომ საკუთარი მოვალეობები მხოლოდ მოსკოვმა კი არა, საქართველომაც უნდა შეასრულოს. ამერიკელმა დიპლომატმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "უთანხმოება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გრძელდება". ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ დღეებში ჩაშვებული "გადატვირთვა" უკვე ხარვეზებით მუშაობს? თუ, შესაძლოა ამგვარად, გულმოდგინე ჩინოვნიკები თავიანთი პრეზიდენტის სტრატეგიის კორექტირებას ცდილობენ?

თუმცა, "გადატვირთვასთან" დაკავშირებით, ექსპერტები და ანალიტიკოსები დღემდე კამათობენ. დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ლეონიდ რედზიხოვსკი გაზეთ "ვზგლიადში" წერს: გულახდილად ვთქვათ - "ობამას გამოცხადება რუსეთისთვის" არ შედგა ანუ ეფექტი გაცილებით უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე "საშუალო ობამასეული" მთელს მსოფლიოში. აი ბუშის ყოფილი ადმინისტრაციის თანამშრომლები კი, უკმაყოფილონი არიან - მათი შეხედულებით, ობამას გადამეტებულად რბილი დამოკიდებულებით მოსკოვის მიმართ. როგორც გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს, ამგვარი განცხდებით გამოვიდა ბუშის ადმინიტრაციის დროინდელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიზ ჩეინი.

თბილისი - მოსკოვი ვიდეო-ხიდიც კი, შედგა თემაზე: "საქართველო - "განხეთქილების ვაშლი" რუსეთსა და ა.შ.შ-ს შორის". ვიდეო-ხიდის ორგანიზება რია "ნოვოსტიმ" მოახდინა. ამ პირდაპირი დიალოგის დროს პოლიტოლოგი, დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცისკარიშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველოს არცერთის პრეზიდენტი - არც მაჟამინდელი და არც მომდევნო - არასოდეს არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას.

პოლიტიკისა და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ნაციონალობათა შორის ურთიერთობების პრობლემების განყოფილების გამგე სერგეი მარკედონოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვაშინგტონში არ წყდება, ისევე როგორც არ წყდება მოსკოვში. მისი აზრით საქართველოზე არ შეიძლება ლაპარაკი ისე, თითქოს ის "ცივი ომის" ახალი პოლიგონი იყოს ა.შ.შ-სა და რუსეთს შორის. სერგეი მარკედონოვი ამტკიცებს, რომ საქართველო მიუხედავად მისი მნიშვნელობისა სამხრეთ კავკასიაში, თემა ნომერ პირველი არ გახლავთ რუსულ- ამერიკულ ურთიერთობებში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100