RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია თეთრებში: კაპიტულაცია თუ თავდასხმა?

17.07.2009  |  09:42

3395.jpegქართულმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ახალგაზრდა ოპოზიციონერები, რომლებიც ერთი თვის წინ პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დააკავეს. ოპოზიციონერები იმუქრებიან, რომ არ დანებდებიან. ჩნდება კითხვა: რა გამოუვათ მათ?

დაჩი ცაგურიას, მიშა მესხის, გიორგი საბანაძის და მერაბ ჭიკაშვილის გათავისუფლებას დათმობას ვერ დაარქმევ. მათ მიესაჯათ ადმინისტრაციული სასჯელის 30 დღის მოხდა, როს შემდეგაც გამოვიდნენ ციხიდან. მიუხედავად მრავალი მუქარისა დაკავებულები დათქმულ ვადაში გამოუშვეს. ოპოზიციონერები ახალგაზრდა აქტივისტების პომპეზურ შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა გათავისუფლებულებს საკმაოდ ღარიბულად დახვდნენ.

გოგა ხაინდრავა ხალხს მიტინგზე პოლიციის სამმართველოს შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, საზოგადოება პოლიციის ჭიშკართან უნდა შეხვედროდა ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებმაც ადმინისტრაციული სასჯელი მოიხადეს.

მოკლედ, ახლა ოპიზიციონერების ძალები იმისკენ კი არ არის მიმართული, რომ ახალგაზრდა აქტივისტებს შეხვდნენ, არამედ იმისკენ, რომ თავად არ აღმჩნდნენ გისოსებს მიღმა. ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ოპოზიციონერები პირველივე მიტიბგზე აღმოჩნდებიან ციხეში, თანაც არა ერთი თვით.

იმ დღეს, როდესაც ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ, ქრისტიან-დემოკრატებმა ცვლილებების გაუქმება მოითხოვეს. მიუღებელია შესწორებების შეტანა დაჩქარებული რეჟიმით, მით უმეტეს, როდესაც ეს ცვლილებები პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. ამას გარდა, საჭირო ვენეციური კომისიის დასკვნის დალოდება.

პავლე კუბლაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები არაადეკვატურად აფასებენ ცვლილებების პაკეტს, რადგანაც მოცემული კანონპროექტი მხოლოდ აზუსტებს უკვე არსებულ საკანონმდებლო ნორმებს.

იმავე მოწოდებით გამოვიდნენ თხუთმეტი საზოგადოებრივი ირგანიზაციის და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები. "დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ცვლილებების მიღება მიუთითებს იმახე, რომ ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს სიტუაციის მოგვარებას დიალოგის, თანამშრომლობის და კომპრომისის გზით. პირიქით, ის ამწვავებს დაპირისპირებას და ესკალაციის საფრთხეს ქმნის",- საუბარია განცხადებაში.

თამარ ხიდაშელის განცხადებით, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული სასჯელის 90 დღემდე გაზრდა. ციხეებში ძალიან დაბალ დონეზე არის სამედიცინო გამოკვლევები, გასეირნებები და პაემნები. "ამ პირობების არქონის შემთხვევაში, ჩვენ ვთვლით, რომ დაკავების ვადის 90 დღემდე გაზრდა ეწინააღმდეგენა ევროპულ სტანდარტებს",- განაცხადა ხიდაშელმა.

ხელისუფლება კი სულაც არ ჩქარობს ოპონენტების მოსმენას. ამიტომაც ოპოზიციონერებს ეშინიათ, რომ მათთან საქმეს უკვე საკანონმდებლო დონეზე გაარკვევენ. კონსერვატიული პარტიის მტკიცებით, ხელისუფლება ახლა ნარკო-სკანდალს ამზადებს. კონსერვატორები აცხადებენ: "სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ კონსერვატიული პარტიის და სხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებში დაგეგმილია ჩხრეკის ჩატარება და იქიდან ნარკოტირკული ნივთიერებების "ამოღება". ამიტომაც კონსერვატორბეი აცხადებენ, რომ თუკი მსგავსი ინციდენტი მოხდება, ის უნდა შეფასდეს, როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული აქტი.

მოკლედ, საქართველოში ჯოზეფ ბაიდენი ჩამოსვლამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის 22 ივლისს ჩამოდის. ოპოზიციონერები მის დახვედრას მასობრივი საპროტესტო აქციით აპირებენ. იგივე გიორგი ხაინდრავა საზოგადოებას აგიტაციას ახდენს აქციაზე დასასწრებად.

გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: "მე მაქვს იდეა, რომ ამ დღეს ყველამ ჩაიცვას თეთრები. ბაიდენის ჩამოსვლის დღეს თბილისში ჩატარდება გრანდიოზული მიტინგი, მაგრამ მათ, ვინც იქ ვერ მოვა, ჩაიცვან თეთრები, რათა სადაც კი ბაიდნეი ჩაივლის, ყველგან დაინახოს, რომ ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგია და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს".

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ეს აქცია მხარს დაუჭერს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას, ასევე ის ბაიდენს სთხოვს სააკაშვიის საქართველოდან წაყვანას. თუმცა საპროტესტო მუხტი დღითი-დღე იკლებს. არც ვაშინგტონში ჩქარობენ სააკაშვილზე უარის თქმას.

ირინა სარიშვილმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ქართული ოპოზიცია მოქმედებს გარეშე ძალებით მომზადებული სქემებით. მისი ახლანდელი პასიურობა კი იმით არის გამოწვეული, რომ ამ სქემების შესაბამისად, სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის დრო ჯერ არ მოსულა. ამასთანავე, ვარაუდობს სარიშვილი, ამ "გარეშ ძალებს" არ გააჩნია კონკრეტული დეოგრაფიული მისამართი და აქ ერთდორულად მოქმედებს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ინტერესები.

ასე რომ რა ფერის ტანსაცმელიც არ უნდა ჩაიცვან ოპოზიციონერებმა, საეჭვოა, რომ საქართველოს რაიმე ჩქარი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ჰქონდეს წინ.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100