RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სურს კი საქართველოს ”კავკასიის იმარატში” ჩაეწეროს?

22.07.2009  |  09:54

3429.jpegრუსეთის დუმის უსაფრთხოების კომიტეტმა კავკასიაში გახშირებული თავდასხმები, შრაშან სამხრეთ ოსეთში მოხდარ ომს დაუკავშირა. "გააქტიურებული იატაკქვეშეთი" ინტერნეტში გამარჯვებული ტონით აქვეყნებს რელაციებს. ტერორისტები არ მალავენ საკუთარ ამბიციებს თავისუფალი "კავკასიის იმარატის" შექმნის თაობაზე. მათ ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს: ისრაელის სწავლებები მათი "კავკასიის ტრანსფორმაციის სცენარით" და საქართელოს ხელისუფლება, რომელიც სიმპატიებით არის განწყობილნი ყველა ანტირუსული ქმედების მიმართ.

უფლებათა დამცველის - ნატალია ესტემიროვას მკვლელობა - დიდი კავკასიური ომის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდია, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ არ შეწყვეტილა. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა უმალ მოახდინეს რეაგირება უფლებათა დამცველის მკვლელობაზე. "ინტერფაქსის" ინფორმაციით 18 ივლისს თბილისში რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან მათ "მდუმარე" აქცია ჩაატარეს.

მასში მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ კავკასიის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წევრები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალურ ქსელში.

უკანასკნელ თვეებში ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან და დაღესტნიდან შემოსული კრებსი, უწყვეტ ნეკროლოგს მოგვაგონებს: ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვზე თავდასხმა, დაღესტნის შ.ს.ს-ს ხელმძღვანელის ალდიგრეი მაგომედტაგიროვის დახვრეტა, კომპრომატი ჩეჩნეთის პრეზიდენტზე. მისი საზოგადოებრივი ოპნენტის ლიკვიდაციისას. გასულ შაბათ-კვირას ინგუშეთში უცნობებმა ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს მილიციის თანამშრომლების რამდენიმე სახლი, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიჭრა, ერთი კი დაიღუპა.

გვერდზე გადავდოთ ვარაუდები იმის შესახებ თუ ვინ უკვეთავს სამგლოვიარო მუსიკას. არსებობს ფაქტები და ისინი მკაცრ ყოველდღიურ ბრძოლაზე მეტყველებენ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, ვინც კავკასიაში რუსულ სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს.

ამ ომის იდეოლოგები არ იმალებიან. ექსტრემისტულ საიტებზე ყოველი თავდასხმისა და დახვრეტის თაობაზე ზარზეიმია გამოცხადებული, ასევე კრებსის სახით, მაგრამ უჩვეულო ტერმინოლოგიით. მაგალითად 13 ივლისს რუსეთის მასმედია იტყობინებოდა სნაიპერის მიერ დაღესტნელი მილიციელის მოკვლისა და 33 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრომოსამსახურეებზე თავდასხმის შესახებ. ამის შესახებ ტერორისტებმაც გამოაქვეყნეს ანგარიში, ოღონდ საკუთარი გაგების შესაბამისად:"დაღესტნის ფრონტის იმარატ კავკასიის სპეციალური ოპერატიული ჯგუფის მოჯახედებმა ქალაქ ხასავიურტში შეტევა განახორციელეს სამ კაფირულ ობიექტზე".

დოკი უმაროვის ბოევიკებმა, ევკუროვზე თავდასხმა საკუთარ თავზე აიღეს. ისინი არ მაკლავენ საკუთარ სიძულვილს მათ მიმართ, ვინც ცდილობს სტაბილურობა დაამყაროს კავკასიაში. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, კიდევ უფრო ძლიერ აღიზიანებს მათ უკომპრომისო, სტალინის მეთოდების მსგავსი ქმედებებით ბანდიტური იატაკქვეშეთის გასანადგურებლად. სრულიად შესაძლებელია, რომ ის ბევრ რამეში აჭარბებს კიდევაც და კრიტიკასაც იმსახურებს.

თუმცა,მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილებისა ცენტრი "მემორიალისა" და ესტემიროვას მოღვაწეობით, უფლებათა დამცველები აგრძლებედნენ იქ მუშაობას მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში. მისი დახვრეტის დღეს, მოსკოვში გამოკვლების პრეზენტაციაც კი შედგა:" საერთაშორისო ტრიბუნალი ჩეჩნეთისთვის: სამართლებრივი პერსპექტივები იმ პირების ინდივიდუალური სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობაში მიცემისა, რომლებიც ეჭვმინტანილნი არიან ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში ". ღონისძიება არ ყოფილა გასაიდუმლოებული და სურვილის შემთხვევაში მისი აღკვეთა შესაძლებელი გახლდათ.

ერთი დღით ადრე მკვლელობამდე, უფლებათა დამცველი საკუთარ კოლეგა სვეტლანა განუშკინასთან ერთად ცდილობდა დაკარგული სტუდენტის პოვნას, რომლის დეპორტირებაც ეგვიპტიდან მოხდა, ამ ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო. როგორც "კავკაზსკი უზელი" იტყობინებოდა, ჩეჩენი საველე მეთაურის სუპიან აბდულაევის შვილი მასხუდი, მოსკოვის აეროპორტში იქნა დაკავებული, რის შემდეგაც ჩეჩნეთის ტელევიზიის ეკრანიდან გამოჩნდა და შემდგომ ისევ გაუჩინარდა. ადამიანის უფლებათა დამცველებმა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთეს - მოწოდებით, არ გამოეყენებინათ ახალგაზრდა ყმაწვილი, მამამისზე ზეწოლის მოსახდენად.

ესტემიროვას ბოლო მოხსენება, "ახალი გაზეთის" მთავარი რედაქტორის დიმიტრი მურატოვის სიტყვებით, ეხებოდა სოფელ ახტიმჩუ-ბარზოიში ადამაინების გატაცებასა და დახვრეტას. "სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და პირადად რამზან კადიროვის განრისხება". - განაცხადა მურატოვმა. ცენტრ "მემორიალის" ხელმძღვანელმა ოლეგ ორლოვმა კი, პირდაპირ დასდო ჩეჩნეთის ლიდერს ბრალი, ნატალია ესტემიროვას სიკვდილში. რეგიონის ხელმძღვანელის ადვოკატი ანდრეი კრასნენკოვი ამზადებს სარჩელს: სინდისის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის შესახებ.

ბოევიკების საიტების მიმომხილველები ინტერესით აკვირდებიან, თუ როგორ ეხმარებიან მათ უფლებათა დამცველები - მეტისმეტად ავტორიტეტული და ძლიერი მოწინააღმდეგის გადაადგილებასა და დაკნინებაში. მათი რეაქცია - პირდაპირი მტკიცებულებაა ესტემიროვას მკველეობის კადიროვის კომპრომეტირების მიზნით ჩადენის ვერსიის სასარგებლოდ. თუმცა კი, ფანატი-მაჯახედები გაცილებით უფრო გრანდიოზულ მიზანს ისახავენ, ვიდრე ადგილობრივი დესტაბილიზაციაა კავკასიაში. ისინი აცხადებენ, რომ ესტემიროვას მკვლელობის კვალი გროზნოსკენ კი არა, კრემლისაკენ მიდის. საერთაშორისო ტერორისტები სიამოვნებით იხილავენ ვერსიას "რუსეთის სწრაფად დანაწევრების" შესახებ. ჩრდილოეთში წინასწარმეტყველებენ ისინი, გამოცხადდება ფინო-უგორია, ასევე სახელმწიფოები ურალში, ციმბირში და ალტაიზე. აი კავკასია კი, მაშინ მთლიანად მოჯახედების ხელში აღმოჩნდებოდა და მაშინ ისინი სურვილისამებრს შექმნიდნენ იმარატს ან ხალიფატსაც თუ გნებავთ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100