RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სჰეფერი და მისი მემკვიდრეობა

22.07.2009  |  17:39

3439.jpegნატოს მოქმედმა გენერალურმა მდივანა იან დე ჰოოპ სჰეფერმა20 ივლისს განაცხადა, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან მზად ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში შესასვლელად. ამასთანავე, სჰეფერმა, ისევე როგორც ორგანიზაციის მომავალმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, აღნიშნა, რომ ნატოსთვის ახლა მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.

"ნატო გამოდიოდა და კვლავ გამოდის ფუნდამენტური პრინციპიდან, რომლის თანახმადაც ევროპის ითოეულ ქვეყანას აქვს უფლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მასში გაწევრიანების თხოვნით მიმართოს,- აცახდებდა სჰეფერი.- თუმცა სახელმწიფოები, რომლებსაც ბლოკთან შეერთება სურთ, უნდა შეესაბამებოდნენ ნატოს მოთხოვნებს". გენერალური მდივნის თქმით, შიდაპოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში, "დიპლომატიური ენით რომ ითქვას, რთულია", საქართველოშიც საკმაოდ ჩახლართუი სიტუაციია ამ მხრივ.

"ორივე ქვეყნის ხელისუფლების სურვილი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათ ავტომატურად მიიღებენ ალიანსში. უახლოეს მომავალში ალბათ ეს სიტუაცია არც შეიცვლება",- ხაზი გაუსვა სჰეფერმა. ერთადერთი სასიამოვნო რამ, რაც საქართველოსა და უკრაინისთვის ითქვა, იყო განცხადება იმის შესახებ, რომ ნატოსა და ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის არის შესაბამისი შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებენ ყოველწლიურ სხდომებს ურთიერთთანამშრომლობის დონის განსაზღვრის მიზნით.

ნატოს და რუსეთის ურთიერთობებზე სჰეფერი ბევრად მეტი ენთუზიაზმით საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელმა და მოსკოვმა ურთიერთობა სრულად უნდა აღადგინონ. "მატი განვითარების ახლანდეი დონე არც ერთ მხარეს არ აწყობს, ჩვენ თანამშრომლობისკენ მიმართული ერთგვარი აზრი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე უთანხმოება",- მოჰყავს გენერლური მდივნის სიტყვები "პირველ არხს". სჰეფერი დარწმუნებულია, რომ რუსეთს და ნატოს ერთმანეთი ბევრად მეტად სჭირდებათ, ვიდრე ისინი ახლა აღიარებენ.

ამგვარად, იან დე ჰოპ სჰეფერი, რომელიც თავის პოსტს 31 ივლისს ტოვებს, თავის მოადგილეს ანდრეს ფოგ რასმუსენს მანევრების ფართო სფეროს უტოვებს. რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომების განახლება, ავღანეთის პრობლემების გადაწყვეტაში წინსვლა, ბირთვული პოტენციალის შემცირება და ნარკოტიკებთან ბრძოლა - ეს ყველაფერი გარკვეულად სჰეფერის დამსახურებაა. საინტერესოა, რომ რასმუსენისგან მოსკოვი უფრო მეტს ელის. "ის კრეაიტიული ადამიანია და მასთან ერთად შესაძლებელი იქნება სრულიად ახალი მიდგომების გამოძებნა,- აცხადებს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში სიმიტრი როგოზინი.- ეჭვი მეპარება, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნისას მან ვინმეს სურვილების მიხედვით მოქმედება დაიწყოს. რასმუსენიგსან უნდა ველოდოთ საინტერესო ჩანაფიქრებს და მათ რეალიზაციას". როგოზინის აზრით, დანიის ყოფილ პრემისრ-მინისტრს ექნება უფრო მეტი პოლიტიკური შესაძლებლობა.

ჯერ კიდევ პოსტზხე ასვლამდე რსმუსენმა გარკვეული თვალსაზრისით ავანსი უკვე აიღო. სხვათა შორის, მან უკვე ისაუბრა თავის ხედვებზე მოსკოვთან დიალოგის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ აპირებს ძალისხმევის მოკრებას რუსეთთან კონტაქტების გასაუმჯობესებლად. "მათ არ უნდა აღიქვან ნატო მტრად, ორანიზაცია რუსეთს არაფერ ერჩის", - განაცხადა რასმუსენმა.

მოკლედ, მტრობაზე, ისევე როგორც მეგობრობაზე, ჯერ არავინ საუბრობს. როგოზინის თქმით, რუსეთი მზად არის გულახდილობისთვის, თუკი ალიანსი უარს იტყვის "ცივი ომის" ინერციაზე. ბუნებრივია, რამე უნდა მოხერხდეს განხეთქილების საგნის, საქართველოს, თაობაზეც. სანამ იარსებებს ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი, სერიოზულ წარმატებებს მომავალი "გადატვირთვიდან" არ უნდა ველოდოთ.

ზოგიერთი პოლიტოლოგი თვლის, რომ ეს პრობლემა სულაც არ არის გადაუჭრელი. როგორც ოსკოვის ამალიტიკური ცენტრის ექსპერტმა ალექსეი მალაშენკომ აღნიშნა, რომ პროამერიკულმა რეჟიმებმა, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში ფერადი რევოლუციებით და ბუშის დახმარეით მოვდნენ, გასულ წლებში უკვე დაამტკიცეს თავიანთი უმართაობა. "რუსეთის შეკავება სააკაშვილისა და იუშენკოს დახმარებით ვერ მოხერხდა, აი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მიყვანა სერიოზულ კრიზისამდე კი კარგადმოახერხეს",- აღნიშნა ექსპერტმა.

სჰეფერმა თავისი საქმე გააკეთა და მისის. ახლა რასმუსენს უჭირავს ბანქო ხელში.

(ფოტო: Reuters )

 

არტიომ გორბუნოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100