RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მხარდასაჭერად თუ გასაცილებლად ჩამოვიდა ბაიდენი?

23.07.2009  |  09:35

3443.jpegსაქართველოს მთავრობა ა.შ.შ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ელოდება. ეს ვიზიტი თითქოს და მმოქმედი ხელისუფლების მახრდაჭერას ნიშნავს. მაგრამ ბაიდენის ჩამოსვლისათვის ოპოზიციაც გულმოდგინედ ემზადება, ავტოკრატული ტენდენციების განსჯისა და დემოკრატიის წახალისების იმედით. როგორც ჩანს, მაღალჩინოსნის ვიზიტისათვის, მთელი დასტა წერილობითი საჩივრები მომზადდა. ბოლო-ბოლო ვის მხარეს გადაიხრება ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი?

ჯო ბაიდენი, უკვე ერთხელ იყო ჩამოსული საქართველოში გასული წლის აგვისტოში, მაშინ ის სენატორი გახლდათ და საკუთარი ძლიერი მხარი შეაშვლა სააკაშვილს, მისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ანუ მარცხით დასრულებული ავანტიურის შემდეგ, რომელიც მშვიდობიან ოსებსა და რუს მშვიდობისმყოფლებს სიცოცხილს ფასად დაუჯდათ. როგორც პორტალი "ბიზნეს - საქართველო" აღნიშნავს, ბაიდენის დამსახურებად ითვლება ა.შ.შ-ს მიერ ერთი მილიარდი დლარის ოდენობით, დონორული დახმარების გამოყოფაც,

ამის გამო საქართველოს ლიდერმა არაერთხელ გამოხატა მადლიერება ჯოზეფის მიმართ, თანაც არ ივიწყებდა იმასაც, რომ სწორედ ამ პოლიტიკოსმა აღიარა 2007 წლის ნოემბრის კრიზისი "გარე ჩარევის" რეზულტატად.

ყოველივე ეს საქართველოს ხელისუფლებას აძლევს იმის მტკიცების საბაბს, რომ ა.შ.შ-ს ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ პროტეჟეს დაეხმარება. გუშინ ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ გააკეთა. მისი სიტყვებით, ეს ვიზიტი " ა.შ.შ-ს ახალი ადმინსტრაციის მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკისა, რომლის რეალიზებაც ამა წლის იანვარში "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის" ხელმოწერით დაიწყო".

თუმცა ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ნციონალური უსაფრთხოების დარგში - ტონი ბლინკენმა, ჯო ბაიდენის საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის წინ, ძალზე ორაზროვნად ჩამოაყალიბა, ამ ტურნეს მიზნები. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ლიდერები, რომლებიც სულ ახალახანს აღაფრთოვანებდნენ არა მარტო საკუთარ ხალხებს, არამედ მთელ რეგიონსაც და მსოფიოსაც, საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებენ თავიანთი წინაასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, მიიღებენ მათთვის რთულ გადაწყვეტილებას და შეძლებენ ერთად მუშაობას".- განაცხადა მან. მრავალმა ეს სიტყვები აღიქვა როგორც დარიგება მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშენკოს მიმართ, რომ ისინი მზად იყვნენ გადადგომისათვის. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ბაიდენის დაგეგმილმა შეხვდერებმა საქართველოს ოპოზიციის ლიდერებთან. რუსული გაზეთი "კომერსანტი" ვარაუდობს, რომ ამერიკელებმა თავისებური კასტინგის ჩატარება გადაწყვიტეს, მომავალი ნაციონალური ლიდერის როლზე.

თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი ეჭვის თვალით უყურებს ბაიდენის შესაძლებლობებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თვლის, რომ ა.შ.შ-ს ვიცე-პრეზიდენტი არ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, რაიმე ზედმეტი თქვას. ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლიათ სააკაშვილის ოპონენტებს, ეს ქვეყანაში არსებული სიტუაციის აღწერაა ისე, როგორც არის სინამდვილეში და არა ისე როგორც ამას წარმოაჩენს სააკაშვილი. პრობლემების ნაწილი, ვიზტისათვის მომზადებულ, ოპოზიციისა და მასმედიის წარმომადგენლების მიმართვებშია გამოხატული.

"სააკაშვილმა რევოლუციის იდეალებს უღალატა და ავტორიტარიზმის გზას დაადგა",- წერენ შერისხული ლიდერები. მათი სიტყვებით, საქართველოს სახელმწიფო არ დგას ხალხის სამსახურში, ვინაიდან ყველა დემოკრატიული ინსტიტუტები - მასმედია, სასამართლო, პარლამენტი, კერძო ბიზნესი - კორუმპირებულია და უზურპირებული მმართველი კლანის მიერ. ავტორიტარიზმი გახდა დესტაბილიზაციის მთავარი მიზეზი, რამაც წარმოქმნა ღრმა უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ქვეყანა დაუცველი გახადა მტერების წინაშე, კრიზისი კი გარდაუვალი,- თვლიან გზავნილის ავტორები. ისნი მიუთითებენ არმიაში არსებულ პრობლემებზე, რომელიც განადგურების ზღვარზეა: პოლიციაზე, რომელმაც დაკარგა საკუთარი ფუნქცია; სასამართლოზე, რომელიც მმართველი გუნდის რეპრესიულ აპარატად იქცა; მასმედიზე, რომელიც სულს ღაფავს და სახელმწიფო რეკეტის პრესინგის ქვეშ მყოფ ბიზნესზე. საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს ( თუმცა ძალიან ბუნდოვანს), რომ ამერიკა მხარს დაუჭერს საქართველოში ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამასთაბ ერთად კი იმ მოთხოვნებსაც, რომლებსაც მიტინგის მონაწილეები აყენებენ.

ამ მიმართვით, საღამოს რადიკალები ათასობით ადამიანს გამოიყვენენ, ლოზუნგის ქვეშ " მოვიდა ცვლილებების დრო". როგორც აღნიშნავს პარტია "დემოკრატიული მოძარაობა -ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ეს გამოსვლა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ეს არის მოწოდება დემოკრატიული ფასეულობების ჭეშმარიტი მიმდევრებისადმი. თუმცა, დასავლური ფასეულობების არანაკლებმა მიმდევრებმა ირაკლი ალასანიამ და ზურაბ ნოღაიდელმა, გადაწყვიტეს საკუთარი მომხრეები მიტინგზე მაინც არ წაეყვანათ. "ალიანსმა საქართველოსთვის" ბაიდენისადმი მიმართვაც კი ცალკე, საკუთარივ დაწერა და მოთხოვნებიც მასში უფრო თავმდაბლურია, ვიდრე სააკაშვილის სხვა ოპონენტებისა. ალსანიას მომხრეებმა ითხოვეს, ყურადღება მიექცეს, რომ მომავალ არჩევნებზე არ იქნეს გამოყენებული დამინისტრაციული რესურსი და შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები. "ალიანსი საქართველოსთვის" იმედოვნებს, რომ ა.შ.შ მოავლენს საკუთარ წარმომადგენელს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე. ასევე კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბაიდენისათვის კიდევ ერთი გზავნილი ჟურნალისტებმა მომაზადეს, ისინი ითხოვენ დახმარებას იმისათვის, რომ ხელისუფლების მხრიდან წნეხისგან გათავისუფლდნენ საზოგადოებრივი ტელეარხები, დაუბრუნონ "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, გააუქმონ მონოპოლია გაზეთებისა და ჟურნალების გავრცელებაზე, ასევე გამოიძიონ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100