RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

როგორ ”ამღერდა” ჯოზეფ ბაიდენი მიხეილ სააკაშვილის ხმით

28.07.2009  |  17:41

3486.jpegგაზეთმა The Wall Street Journal უკანასკნელ დღეებში ორჯერ გამოიჩინა თავი. ჯერ საქართველოს პრეზიდენტმა მის გვერდებზე აღიარა, რომ საქართველოს იმედები ნატოში შესვლასთან დაკავშირებით აგვისტოს ომმა დაასამარა. შემდეგ კი მან თავისი სიტყვებ უკან წაიღო. მაგრამ, რაც დაიწერა იმას ვერ ამოშლი. ახლა კი მსოფლიოში არსებული სიტუაციის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა ჯო ბაიდენმა. ახალმა ამერიკელმა ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ რუსული ეკონომიკის დასუსტება მოსკოვს აიძულებს წავიდეს დათმობებზე დასავლეთთან ეროვნული უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ინტერვიუ იყო ყველაზე უხეში განცხადება რუსეთის მისამართოთ თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან.

ბაიდენმა ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დაიმსახურა "დემოკრატიული ქორის" სახელი, მაგრამ მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა სახალხო სიბრძნე "როგოც მოექცევი, ისე მოგექცევიან". მისი შენიშვნები იმის შესახებ, რომ მოსკოვი აგონიაშია, ასახავს სააკაშვილის პოზიციას, რომელიც რატომღაც თვლის, რომ რუსეთი უკანასკნელ ფულს ითვლის, საქართველო კი, პირიქით, მხოლოდ ახლა დღება ფეხზე ამერიკული დემოკრატიის დახმარებით.

მსგავსი სიტყვებისა და "ხვანჭკარას" რამდენიმე ჭიქის შემდეგ როგორც ჩანს ჯოზეფ ბაიდენის გონებაში მოხდა აუხსნელი მატამორფოზები, რის შემდეგაც განუცხადა The Wall Street Journal-ს, რომ რუსეთი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ამ უკანასკნელი 40 წლის მანძილზე. მისი ეკონომიკა "ჭკნება", ამიტომაც ის უფრო მეტად დამთმობი იქნება დასავლეთთან და მიიღებს ყურადღებაში იმასაც, რომ მისი პოლიტიკური ინიციატივები მეზობელი ქვეყნების მიმართ ჩავარდა. ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვის "ხულიგნური" პოლიტიკა მეზობლებთან მიმართებაში არის კონტრპროდუქტიული.

უცნობია, რას გულისხმობდა საქართველოს სტუმარი, მაგრამ მისი სიტყვები, როგორც ჩანს, ამჯერად ასახავდა ამერიკის ადმინისტრაციაში გავრეცელებულ აზრს.

ეს ვარაუდი კი აშკარად მცდარია. ეს არის ჰიტლერის და ნაპოლეონის შეცდომების გამეორება, რომლებიც რუსეთს სუსტ მოწინააღმდეგედ თვლიდნენ. სტატიის ავტორი შეგვახსენებს, რომ 1990-ან წლებში ამერიკა და ევროპა მოსკოვს არ ითვალისწინებდნენ, მაგრამ რუსეთმა მაინც მოახერხა ფეხზე დადგომა გაზის და ნავთობის წყალობით.

სააკაშვილის მსგავსად, ბაიდენი თვლის, რომ ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობა რუსეთის ქსელების დაცემას გამოიწვევს. იმის გარდა, რომ ბაიდენმა ნაბუკოს "ნავთობსადენი" უწოდა, ის არ ითვალისწინებს იმას, რომ ევროპული ქვეყნების მიერ მოსალოდნელი მოხმარების ზრდის შემდეგ რუსეთის მილსადენები კვლავ ძირითადი გზა გახდება გზის და ნავთობის მისაწოდებლად. ის, რომ ბაიდენმა გაზსადენი ნავთობსადენში აურია ნახევარი უბედურებაა. მაგრამ ის, რომ ის სრულიად ეწინააღმდეგება ბარაკ ობამას ძირითად პოსტულატებს, იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკულმა პოლიტიკამ მოულოდნელად გაუგებრობაში შეაბიჯა.

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე სერგეი პრიხოდკო ორონიულად დაინტერესდა, თუ ვინ ადგენს ამერიკის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში - ბარაკ ობამა თავისი დეკლარაციით ურთიერთობების ორმხრივი "გადატვირთვის" შესახებ თუ მისი ქვეშევრდომები.

ბაიდენის კვალდაკვალ გამოვიდა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მას ლბათ ბაიდენის მწარე სიტყვების შერბილება სურდა.

ქალბატონმა კლინტონმა აღიარა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია რუსეთს მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს და უდიდესი სახელმწიფოების რიცხვსაც კი მიაკუთვნებს. მან თქვა, რომ თეთრ სახლს სურს, რომ რუსეთი იხილოს როგორც ძიერი და აყვავებული ქვეყანა. თუმცა დაამატა: "რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვისას, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რუსეთს შეიძლება გავლენის სფერო ჰქონდეს აღმოსავლეთ ევროპაზე. ეს ის პოზიცია და პოლიტიკაა რომელსაც ჩვენ უარვყოფთ". სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს, თუ რომელ ალიანსს შეუერთდეს. "თუკი უკრაინასა და საქართველოს ოდესმე ნატოში შესვლის საშუალება მიეცემათ, ეს მათზე იქნება დამოკიდებული".

უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლის კომენტირებისას დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: "ჩვენ არ მიგვაჩნია მართებულად რომელიმე ქვეყნოს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში შეყვანას მათი ნების წინააღმდეგ". უკრაინის შემთხვევაში, მედვედევი მართებულად მიიჩნევს, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი ამ საკითხთან დაკავშირებით. "საქართველოსთან დაკავშირებით კი ეს კითხვა უკვე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უნდა დაესვას: რაში სჭირდება ნატოს სახელმწიფო, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს?",- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის უახლოესმა მხარდაჭერებმა აშკარად აჩვენეს, რომ ამერიკას კვლავ სურს ელცინის და გორბაჩოვის დროინდელი სუსტი რუსეთის ხილვა, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილებოდა ვაშინგტონს.

საკუთარი ინტერესების სფეროს თითქმის მთელ მსოფლიოზე გავრცელებით ვასინგტონი ცდილობს რუსეთის საზღვრებთან მართოს პროცესები. მოსკოვში ბაიდენის ანტირუსულ რიტორიკას და ჰილარი კლინტონის "დემორატიულ" სენტენციებს განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

მედვედევის აზრით, მოსკოვი თვლის, რომ რუსეთის ურთიერთობა დსთ-ს წევრ ქვეყნებთან უნდა იყოს თანასწორი, კეთილი და უნდა შენდებპდეს სტრატეგიულ პერსპექტივაზე. "ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათზე, ვინც ამ სახელმწიფოებში ცხოვრობს. ეს ხალხი კი ჩვენთვის ძალიან ახლოა - ხალხი, რომეიც ჩვენს ენაზე გვესაუბრება; ხალხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ისტორიულ ფესვებთან",- ხაზი გაუსვა მედვედევმა.

 

იგორ უმანცევი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100