RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ბოევიკები პანკისში - რეალობა თუ გამიზნული პროვოკაცია?

29.07.2009  |  15:34

3500.jpegსაქართველოს პანკსის ხეობაში დაახლოებით ორმოცი ბოევიკი იმყოფება, რომლებიც ჩეჩნეთსა და ინგუშეთში გადასასვლელად შეიკრიბნენ. უკვე სახელგანთქმული, კავკასიის ხალხების კონფედერაციის შიდა უსაფრთხოების სამსახურისა და მათი ევროპელი, აზიელი და ჩრდილო ოსი მომხრეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამის შესახებ განაცხადა გააკეთა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ამ ორგანიხაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ განცხადება ერთდეროულად პროვიკაციულიცაა და სენსაციურიც.

პირველ რიგში, ვინ არის ზაალ კასრელიშვილი?

შეგახსენებთ 1 მარტს ვენაში დასრულდა "კავკასიის ხალხების კონფედერაციის" კონგრესი, რომელშიც დამკვირვებელთა სტატუსით მიიღეს მონაწილეობა ეგრეთ წოდებული კავკასიის იმარატის წარმომადგენლებმა, კვაზი-სახელმწიფოებრივი თეოკრატიული წარმომნაქმნი, რომლის სახელითაც დღესდღეობით ეწევა საბრძოლო მოქმედებებს ჩრდილოკავკასიური იატაკქვეშეთი.

"კავკასიელი ხალხის რუსეთის აგრესიულ-კოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანების" მოწოდება კონგრესზე მიღებული რეზოლუციის, მთავარ იდეად იქცა. სწორედ ამ ფორუმმა კავკასიელი ხალხის კონფედერაციის თავმჯდომარედ ზაალ კასრელიშვილი აირჩია, ერთადერთი ქართველი, რომელიც ვენაში ჩაფრინდა თბილისიდან და კონგრესის ერთერი ძირითადი ორგანიზატორი გახლდათ. თანაც მაშინ, ქართველი დელეგატი სულაც არ შეუშფოთებია ფორმუზე ისლამისტი ექტრემისტების დასწრებას, თუნდაც დამკვირვებლების სტატუსით.

ჩეჩენი ბოევიკების დიდ მეგობარისთვის, ამჟამად "რადიო სვობოდაზე" მომუშავე სერგეი ბაბიცკისთვის ინტერვიუს მიცემისას, ზაალ კასრელიშვილმა თქვა:"ჩვენ ვფიქრობთ, რომ კავკასიურმა დიასპორებმა ემიგრაციაში გადახედეს საკუთარ შეხედულებებს. მათში დღესდღეობით მეტი მისწრაფებაა დასავლური ფასეულობებისადმი. ისინი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იღწვიან, მაგრამ არა იმ მეთოდებით, როგორითაც ისინი იბრძოდნენ 90-იან წლებში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტეგრაცია კავკასიურ დიასპორაში, კავკასიის ფარგლებს გარეთ და ამსთან ერთად საერთო ძალისხმევით რუეთის ხელისუფლების მხრიდან აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევა, აუცილებლად მოიტანს სერიოზულ რეზულტატებს სამი-ოთხი წლის განმავლობაში".

დღეს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ევროპაში კავკასიური დიასპორების ეს ხსენებული კოორდინატორი ამობობს:"მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, საქართველო დაადანაშაულა საკუთარ ტერიტორიაზე ბოევიკების შეფარებაში, პანკისის ხეობაში მართლაც გამოჩნდნენ ბოევიკები. ისინი საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდნენ და შეუმოწმებელი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას აპირებენ. არსებობს ინფორმაციო, რომ შემოდგომამდე მათ კადიროვის მოცილება სურთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, თუ კი ეს სიმართლეა? რუსეთს საქართველოში შემოჭრის პირდაპირი საბაბი ექნება".

შეიძლება კი, ვირწმუნოთ იმ ადამიანის განცხადებები, რომელიც ახლოა არა მარტო კავკასიიდან წასულ ემიგრანტთა წრეებთანაა, არამედ საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვასთანაც?

ბატონი კასრელიშვილი აშკარად თვალთმაქცობს, როდესაც პასუხობს "კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტს, რომ ეს ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მან თითქოს და საქართველოს ხელისუფლების საფრთხის შესახებ გაფღთხილების მიზნით მისცა, რომელსაც მოიცავს საკუთარ თავში ეს ავანტიურა. თუმცა ის იქვე ააშკარავებს, თუ სად არის დამარხული.ძაღლის თავი.

"იმ ბოევიკებს, რომელბიც ამჟამად ხეობაში იმყოფებიან, ვიღაც პროვოცირებას უწევს საზღვრის გადაკვეთისა და ჩეჩნეთის მთავრობასთან ავანტიურაში ჩართვისკენ. მოსკოვმა, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებების დაგეგმვის ცენტრალური შტაბი ჩეჩნეთის დედაქალაქში გადაიტანა. მე ვიმედოვნებ, რომ ადამიანები რომლებიც სააკაშვილის ვიწრო წრეში არიან, დიდ როლს არ თამაშობენ ამ ავანტიურაში, საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს ყვალაფერი შესაძლოა კატასტროფით დასრულდეს. მე ჯერ არ მაქვს ამ მონაცემების დამაზუსტრებელი ინფორმაცია, თუ ვინ ეწევა კონკრეტულად ბოევიკების პროვოცირებას, მაგრამ მოსკოვის კვალი აშკარად შეიმჩნევა".

სულ ეს არის. სჭირდებოდათ საქართველოს სპეცსამსახურებს "მოსკოვის კვალი" პანკისში და აი ისიც არის! ჩვენ სახეზე გვყავს ბატონი კასრელიშვილი, საკუთარი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტის ახალ ავანტიურაში ჩათრევის უფლებას, არავის მისცემს.

პოლიტოლოგი და უფლებათა დამცველი პაატა ზაქარეიშვილი "კავკაზსკი უზელის" კორესპონდენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არანაირი მტკიცებულება პანკისის ხეობაში ბოევიკების ყოფნისა, მას არ გააჩნია და ის საერთოდაც ეჭვის თვალით უყურებს ამგვარ განცხადებებს. "ამ ხელისუფლებისგან ნებისმიერ რამეს უნდა ელოდე,- ამბობს ზაქარეიშვილი.- შესაძლოა ეს ტყუილი იმისთვისაა გამიზნული, რომ რუსეთის როგორც მტრის ხატი, სხვა რაკურსით წარმოაჩინონ და ამით საზოგადოების ყურადღება სახელმწიფოში არსებული ნამდვილი პრობლემებიდან სხა რამეზე გადაიტანონ ან კიდევ ერთი დიდი სამხედრო ავანტიურა წამოიწყონ".

ანუ საკითხავია, არიან კი ამჟამად ბოევიკები პანკისის ხეობაში თუ ეს კიდევ ერთი მორიგი პროვოკაციაა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოსაცოცხლებლად არის საჭირო? და რა მიზნით?

შეგახსენებთ 1990-იანი წლების ბოლოს 2000 წლის დასაწყისისთვის ჩეჩნეთის ომის გამო, ასობით ჩეჩენი გაიქცა პანკისის ხეობაში. რუსული მხარის მონაცემებით, ჩეჩნეთიდან პანკისის გავლით გავიდა საველე მეთაურის რუსლან გილაევის რაზმიც. საქართველოში ბოევიკების ყოფნის გამო სკანდალი ატყდა. სწორედ მაშინ შემოიღო რუსეთმა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი.

დღესდღეისობით ვიღაცას კვლავ სურს, რუსეთთან ახალი კონფლიქტის გაჩაღების ფაქტორის სახით, პანკისის გამოყენება. იმის იმედიღა გვრჩება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს საკმარისი საშუალებები აქვთ იმისათვის, რომ ბატონი კასრაშვილის "თამაშის" საიდუმლოებები ამოხსნან.

 

იგორ უმანცევი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100