RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სხვა გზით მიდიხართ, ბატონო მიხო

30.07.2009  |  10:58

3505.jpegსაქართველო შეამოწმა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მორიგი კრედიტის გამოყოფის მიზნით. ჯერჯერობით დასკვნები არ გაკეთებულა, მაგრამ ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ეს ზედმეტი ცდუნება იქნება ქართუი ხლეისუფლებისთვის, რომელსაც არ შეუძლია ფულის სწორად განკარგვა. კრიზისის დროს მან გადასახადები გაზარდა და არაფერს აკეთებს კონკურენტული გარემოს შესაქმნელად. პოლიტიკოსები და ექსერტები დავობე, თუ რომელი გზით ჯობია სიარული.

სჭირდება თუ არა საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ვალები? ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ როგორია საქართველოსთვის გამოყოფილი სახსრების სარგებლიანობის კოეფიციენტი. ეს ხომ არც პირველი და რაც უკანასკნელი კრედიტია, რომელიც საქართველოს გამოუყვეს. გასული წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს გამოეყო 725 მლნ დოლარი.

ამ დროისთვის ქვეყანამ უკვე მიიღო ორი ტრანში 439 მლნ დოლარის ოდენობით სავალურო რეზერვების შესავსებად. სავარუდოდ, მორიგი ტრანში იქნება 72 მლნ დოლარი. მისი მეშვეობით შეივსება ბიუჯეტი, რათა მასწავლებლებს, ექიმებს, რკინიგზელებს და სხვა სახელმწიფო მუშაკებს დროულად გადაუხადონ ხელფასები.

ვალები ვერაფერ კარგს ვერ მოგვიტანს, ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე. "დიდი ფულის დასახარჯად განსაკუთრებული ჭკუა არ არის საჭირო. აი რეზულტატის მიღწევა, ცოტა ფულის დახარჯვით, ძნელია. კრიზისის პოირობებში კიდევ უფრო მეტად უნდა შეიკვეცოს საბიუჯეტო ხარჯები. ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას აქვს რეზერვები",- განაცხადა ექსპერტმა. საგარეო ვალმა უკვე მიაღწია 40 849 000 000 ლარს.

ფონდის მისია ორი კვირა იკვლევდა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. გუშინ მან თავისი საქმიანობა შეწყვიტა, მაგრამ ჯერ არ გამოუტანია დასკვნები.

მისიის ჩამოსვლამდე ხელისუფლებამ აამოქმედა ანტიკრიზისული ზომების პაკეტი. ეს დაეხმარა სამშენებლო და საბანკო სისტემას ფეხზე დადგომაში. თუმცა დარჩა კიდევ სხვა უამრავი პრობლემა. ეს არის უმუშევრობაც, სამედიცინო დახმარების მიუწვდრომლობა, მოსახლეობის გაღარიბება, ზარალი ტურისტულ სფეროში და მიწათმოქმედების საშინელი მგომარეობა. გლეხებს თითქმის ერთადერთი სიხარული დარჩათ - კახეთში ატმის დიდი მოსავალი. მის რეაიზებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც ახდენენ.

სამაგიეროდ საქართველო უცხოური საქონლის რეალიზაციასთან გაჩნდა პრობლემები. ჩინელების მფლობელობაში მყოფ ლილოს ბაზრობაზე მყიდველთა რიცხვმა 30%-ით იკლო, როგორც ჩანს, მოსახლეობის შემოსავლის კლების გამო. ამავდროულად თურქი მწარმოებლები ქართული ხელისუფლების ფარული პროტექციონიზმის მსხვერპლნი გახდნენ. საბაჟო გადასახადმა ძალიან იმატა, ამიტომაც თურქეთიდან შემოტანილ პროდუქციაზეც აიწია ფასმა, რაც ამ საქონელს არაკონკურენტუნარიანს ხდის.

დამნაშავეა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები. ამან გაართულა საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან პროდუქტის შემოტანა. ძირიტადად, თუკი 30 დღიან პერიოდში მოქააქეს ტვირთი ერთზე მეტჯერ შემოაქვს, ეს განიხილება როგორც ეკონომიკური მოღვაწეობა და ეკისრება გადასახადი.

შესწორებებით უკმაყოფილო იყვნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც კი. რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა წარომადგენელმა, ეკონომისტმა ანდრეი ილარიონოვმაც, რომელიც ახლა აქტირად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, ვერ აიტანა ეს. მან სააკაშვილის ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ მან ეკონომიკის განვითარების სწორი გზიდან გადაუხვია.

მაგრამ საქართველოს ფინანსთ სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო.

ამასობაში კი არსებობს ბევრი ექსპერტი, რომლებცი აკრიტიკებენ საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების პრინციპს. მის ერთ-ერთ ძირითად შეცდომად თვლიან კონკურენტული გარემოს არარსებობას. ჯერ კიდევ გასულ წელს, ჯანსაღი კონკურენციის არარსებობაზე საუბრობდნენ ექსპერტები ევროკავშირიდან, რომლებმაც ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის წინადადება წამოაყენეს. ეს გახდა საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შეყვანის ერთ-ერთი წინაპირობა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს მომზადაა, მაგრამ ჯერ პარლამენტსაც კი არ განუხილავს ისინი. უწყების სასწრაფოდ შექმნას დაჟინებთ მოითხოვს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია. თუმცა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გილაური და საპარლამენტო უმრავლესობა ამას აუცილებლად არ მიიჩნევენ.

საინტერესოა, რომ მორიგი დავები ამის შესახებ დაიწყო იმ დროს, როდესაც ეგვიპტურმა კომპანიამ "ფრეშ" დაიწყო ქუთაისში პირველი მოსავლის აღება. სწორედ იქ გამოთქვა გილაურმა თავისი მოსაზრებები ანტიმონოპოლიური სამსახურის თაობაზე. საქართველოში ბევრს ეეჭვება, რომ ეს ნაკლლებად ცნობილი კომპანია მოახერხებს შეპირებული მრავალმილიარდიანი ინვესტიციების განხორციელებას.

კრიტიკოსები არ ამართლებენ ინვესტორის არჩევანს და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში თავს კომფორტულად მხოლოდ ის კომპანიები გრძნობენ, რომლების უკანაც ქართველი ჩინოვნიკები დგანან.

ჯერჯერობით ხელისუფლება ეკონომიკაში ძირეული ცვლილებების გატარებას მცირე შესწორებებს ამჯობინებს. აქ უკვე მეგობარი ევროპელების და ამერიკელების რჩევები ვერაფერს ხდებიან. საჭირა თავად ქართველი ჩინოვნიკების მენტალობის შეცვლა, რომლებიც მთავრობაში საკუთარი გამდიდრებისთვის მოდიან.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100