RSS
на русском en in english
22.08.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რატომ ვერ მიიღებს ბატონი ებრალიძე საქართველოს მოქალაქეობას

31.07.2009  |  10:19

3517.jpegერთო წუთითაც არ აძლევენბ მიხეილ სააკაშვილს მოსვენებას: არც საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული „კანონიერი ქურდები", არც ისევ რუსეთში დაბინავებული ქართველი ბიზნესმენები, როგორც ამბობენ ეს უკანასკნელბიც კრიმინალური წარსულით. ქართველ პრეზიდენტს სიმტკიცეზე და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებაზე ამოწმებენ. იმის გარდა, რომ საქართველოს ციხეები მთელი პოსტ-საბჭოთა სივრციდან ექსტრადირებული ავტორიტეტებით უნდა შეივსოს, ახალა ბიზნესმენებმაც გაცხარებით დაიწყეს მოქალაქეობის მოთხოვნა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ალექსანდრე ებრალიძემ, სკანდალური წარსულის მქონე საქართველოში დაბადებულმა, ცნობილმა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, მოულოდნელად მიხეილ სააკაშვილს მიმართა თხოვნით მისთვის საქართველო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. თურმე მას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება, ჯერ კი საკუთარი წვლილის შეტანას აპირებს საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენის საქმეში. ალექსანდრე ებრალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, გადავიდეს საცხოვრებლად საქართველოში, გამოსცეს გაზეთი, გახსნას რადიო და ტელევიზია.

საკუთარი გეგემების შესახებ, რომ მას სურს იბრძოლოს საქართველოს პრეზიდენტობისათვის, ბიზნესმენმა ადრეც გააკეთა განცხადება. 2009 წლის 30 მაისს ქართულმა პროსახელწიფოებრივმა ტელეარხმა „რუსთავი-2"-მა პირდაპირ ეთერში გადმოსცა ალექსანდრე ებრალიძესთან ინტერვიუ.

„დიახ მე ნამდივილად ვაპირებ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ბალატირებას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. მე მაქვს ჩემი ბიზნესი და ბევრი საქმე. ყოველთვის ძალიან შორს ვიყავი პოლიტიკისგან და არასოდეს მივისწრაფოდი მისკენ. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა პოლუსზე ვიყავით. მე არ მოვსულვარ პოლიტიკაში - ის თავად მოვიდა ჩემთან, 2008 წლის ომის შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ - სიტუაცია უკვე იმ ზღვარზეა, რომ თუ კი ჩვენ ქართველები უახლოეს მომავალში არ გადავწყვეტთ დაგროვილ პრობლემებს, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ ტერიტორიები, ნაცია, ადამიანები". სწორედ მაშინ განაცხადა ქართველი ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ, რომ აპირებს პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ტელეკომპანია, ალექსანდრე ებრალიძის სიტყვებზე დაყრდნობით ახმოვანებდა, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად - საქართველოს პრეზიდენტობა,- ის აპირებს მოლაპარაკებები აწარმოოს პოლიტიკურ პარტიებთან იმ მიზნით, რომ თავის გარშემო გააერთიანოს ოპოზიცია. „ადრე თუ გვიან ისინი ჩემს გარშემო გაერთიანდებიან. უახლოეს მომავალში გამოჩნდება პიროვნება ან ადამიანთა ჯგუფი, დეპუტატები, რომლებიც დააყენებენ კონსტიტუციის შეცვლიას საკითხს",- ორი თვის წინ განაცხადა საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა.

საკუთარი თვითდაჯერებულობით ეს საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატი, თავად მიხეილ სააკაშვილს მისცემს ფორას, რომელმაც დიდი ხანია უკვე გადაწყვიტა, რომ „სახელმწიფო - ეს მე ვარ".

უნდ ითქვას, რომ ალექსანდრე ებრალიძე - არანაკლებ კოლორიტული პიროვნებაა. ახალგაზრდობაში ის ორჯერ არის ნასამართლევი. რუსული მასმედიის მონაცემებით 90-იანი წლების შუა პერიოდში ის „ბანდიტური პეტერბურგის ერთერთ ავტორიტეტად" ითვლებოდა, ზედმეტსახელით „ალიკ-რინოკ". იმავე მონაცემებით ის წარმოადგენდა მოსკოვში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდების" ინტერესებს პეტერბურგში.

დღესდღეობით პატივცემული ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის ინტერესები მოიცავენ სასტუმრო, სარესტორნო, სათამაშო, სამშენებლო, საწარმოო, დეველოპერული, სავაჭრო, სატრანსპორტო ბიზნესებსა და პეტერბურგის საბანკო სექტორს. ამას გარდა ის ქალაქში უძრავი ქონების მფლობელია. 2007 წელს რუსული ჟურნალის „ფინანსის" მონაცემებით მან 444-ე ადგილი დაიკავა, რუსეთში 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში, ვისაც 100 მილიონ დოლარზე მეტი ქონება აქვს.

„მუხროვანის აჯანყების" ჩავარდნისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ უმალ განაცხადა, რომ ალექსანდრე ებრალიძეს თვლიან ამ შეუმდგარი სამხედრო პუტჩის ორგანიზატორად და სპონსორად.

„ადამიანს რომელმაც მოაწყო ბუნტი, ალექსანდრე ებრალიძე ქვია. მე ვდუმდი, სანამ მან თავად არ განაცხადა, რომ ჩაშლილი სამხედრო აჯანყების შემდეგ მას მეტი მოცდა აღარ შეუძლია და საქართველოს პერეზიდენტის პოსტზე აპირებს ბალატირებას. 2008 წლის იანვრიდან მოყოლებული აჯანყებულები არაერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს დსთ-ს ერთ-ერთ სახელმწიფოში, ბუნტის დასაგეგმად. ალექსანდრე ებრალიძის საბოლოო მიზანი გახლდათ როგორც მინიმუმ - გამოეწვია ქვეყანაში არეულობა, როგორც მაქსიმუმი - მოემზადებინათ ნიადაგი რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსაყვანად თბილისში".- ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.

ამ ბრალდებებზე ალექსანდრე ებრალიძემ თქვა:" მე საერთოდ არ ვიცნობ იმ ადამიანებს (ტარიელ ონიანი, ბონდო შალიკიანი) რომლებთანაც კავშირში მე მდებენ ბრალს. ჩემი პოზიციაა - ჯერ დაველოდო გამოძიების საბოლოო დასრულებას. შემდგომ მე ვაპირებ სასამართლოში ვუჩივლო და ვაიძულო ბოდიში მომიხადოს ამ მოქალაქეს ( გივი თარგამაძე). მე არ ვმალავ ჩემს წარსულს, მათ შორის იმასაც, რომ ადრე ნასამართლევი ვიყავი. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემს წარსულში ისინი იქექებიან, ვისაც მეტი არაფერი არ აქვს სათქმელი და სხვას ვერაფერს მიპირისპირებს".

აი ახლა სწორედ საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვა იქექება პეტერბურგელი ბიზნესმენის წარსულში და უკვე ამოქექეს, რომ ებრალიძის კუთვნილ ელიტარულ რესტორან „ტალიონ"-ში არაერთხელ უსადილია ვლადიმერ პუტინს.

კვლავ მსკოვის მზაკვარი ხელი!

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100