RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოსთვის ტრანზიტი ხელსაყრელია, მაგრამ სიხარბე ცუდი მრჩეველია

03.08.2009  |  10:12

3529.jpegსაქართველოში კონტეინური გადაზიდვები უკვე თითქმის ერთი კვირაა გზებზე იყო გაჩერებული. 22 ივლისს ხელისუფლებამ ძალაში შეიყვანა ახაილ კანონი, რომლის თანახმადაც დიდი ტვირთის გადაზიდვისას აუცილებელია თანხმლების აყვანა. გადამზიდველებმა ხმაური ატეხეს და ნორმატიული აქტიც გადაიდო.

მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს გზებზე მსხვილგაბარიტიანი კონტეინერები იდგა. ისინი გაიჭედნენ აზერბაიჯანისკენ და ცენტრალური აზიისკენ წასვლისას. მათ გაჩერება აიძულა ფინანსთა სამინისტროს ახალმა ნორმატიულმა აქტმა.

მის მიხედვით, 40 ფუტიანი კონტეინერების ტრანსპორტირება, რომელთა სიმაღლეც ტრეილერის დადების შემდეგ 4 მეტრს აღემატება, აკრძალულია დაცვის თანხლების გარეშე. ფოთიდან თბილისამდე დაცვის დაქირავება კი დაახლოებით 600 დოლარი ჯდება

საქართველოში ტრანსპორტირებისთვის 900 დოლარიც უნდა გადაიხადონ. ამის შესახებ საქართველოს ავტოგადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი წიფურიამ უამბო ჟურნალისტებს. მისი თქმით, ექსპედიტორული კომპანიების უმეტესობამ გააპროტესტა ახაი წესები.

"კავკასიური ექსპედიციური კომპანიის" დირექტორმა გაგა გულაშვილმა განაცხადა, რომ გადამზიდველები სულ მალე ახალი გზების ძიებას დაიწყებენ. "ფოთის პორტის ყველაზე კონკურენტული გზა არის ირანის. თუკი გვსურს ჩვენს სასარგებლოდ ბალანსის შენარჩუნება, ასეთი სტანდარტებით არაფერი გამოვა. მსგავსი რეჟიმი არ მოქმედებს არ აზერბაიჯანის და არც სომხეთის გზებზე",- აღნიშნა მან.

გულაშვილის თქმით, გადასახადის გაზრდის შემთხვევაში გადაზიდვის ტარიფიც გაიზრდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ყველა იმპორტირებული საქონლის გაძვირებას. ახლა საქართველოში 50-ზე მეტი ფირმა მუაშოაბს. 2008 წელს მათ მაოხდიენს 26 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება. ამ მოცულობიდან 55% ტრანზიტზე მოდის. თუკი მასზე გადასახადს გავზრდით, წვრილი ფირმები გაკიტრდება, მსხვილები კი ფასებს აუწევენ.

საბოლოოდ ხელისუფლება დანებდა. კანონის შემოღებიდან ერთი კვირის შემდეგ ს გაუქმდა, თუმცა ამის გარეშე ისედაც დიდი გადასახია საქართველოში ტვირთის გადაზიდვაზე. "ჩვენ ჩამოგვაქვს ტვირთი როგორც აზიიდან, ისე ევროპული ქვეყნებიდან. ჩინეთიდან კონტეინერის ჩამოტანა ჯდება 700-800 დოლარი, იგივე კონტეინერი ფოთიდან თბილისამდე კი საშუალოდ 900 დოლარი ჯდება",- აცხადებს დაუსახელებელი წყარო.

ტვირთის მფლობელთა თქმით, მათ შანხაის პორტში ნაკლების გადახდა უწევთ ვიდრე ფოთისაში.

რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები თავს იმართლებენ სატარიფო პოლიტიკა დგება არა საქართველოში, არამედ მთავარ ოფისებში.

რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა უფრო იაფია. თუმცა რელსებიდან შემკვეთამდე მაინც უწევთ მანქანის ქირაობა. რკინიგზის მმართველობაში განაცხადეს, რმ პირველ აპრილიდან ტვირთის გადაზიდვა 50 პროცენტით შემცირდა და სატვირთო მატარებლბემა დიდი კონკურენცია გაუწიეს ტრეილერებს.

ნორმატიული აქტის ძალაში შესვლას შეეძლო კიდევ უფრო მეტად დაეზარალებინა კონტეინერული ტრანზიტის კონკურენტუნარიანობა. ასე რომ, შეიძლება, ეს სიახლე რკინიგზის ხალხის ლობირებული ყოფილიყო.

თუმცა ყველაზე სარწმუნო ის არის, რომ ამ გზით ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას ცდილობდა. მართალია დამტკიცებული ბიუჯეტი შეივსო, მაგრამ ხელისუფლებამ პენსიების ზრდის პირობა დადო და ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

საქართველოს თავს საიმედო ტრანზიტერად თვილს, თუმცა თავის ტერიტორიას ზედმეტად დიდ ფასს ადებს. ყველაზე მეტად ეს აშფოთებს სომხეთს. მას მეგობრულ რუსეთთან და ზღვასთან საკუთარი მისასვლელი არ გააჩნია. აზერბაიჯანთან მას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გამო არ აქვს პირდაპირი კავშირი, თირქეთთან კი ოსმანურ იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარების პრობლემის გამო.

ამიტომაც ქართველები სარგებლობენ სომხეთის გამოუვალი მდგომარეობთ და მისგან ორმაგად მეტს ითხოვენ.

რადგანაც ოფიციალურ დონეზე ერევანი და თბილისი მეგობრულ ურთიერთიბას ინარჩუნებენ, სომხები პერიოდულად აყენებენ ტრანზიტის ტარიფების საკითხს მოლაპარაკებები დროს. ივნისში თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრო ედუარდ ნალბანდიანი. მან განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ფოთში ტრანსპორტირებს უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ერევნიდან.

ქართული ხელისუფლებისგან ბათუმი-ერევანის ავტომაგისტრალის მშენებლობას გასაკვირია, როდესაც ტრენზიტის ფასები ასეთი მაღალია.

თუკი ფასები კვლავ ასე გაიზრდება, სომხეთისთვის უფრო მომგებიანი იქნება ტვირთის ირანიდან შემოტანა, რომელთანაც მან უკვე დაალაგა ურთიერთობები, როგორც გიორგი წიფურია თვლის, ეს შეიძლება ძალიან უარყოფითად აისახოს საქართცელოს სატრანზიტო ფუნქციასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100