RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რასმუსენს მოსკოვი და თბილისი თავიანთ იმედებს უკავშირებენ

03.08.2009  |  17:00

3534.jpegანდერს ფოგ რასმუსენი ოფიციალურად შეუდგა ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას. მან უკვე განაცხადა თავისი პრიორიტეტების შესახებ და უპირატესობა მიანიჭა ავღანეთის პრობლემის გადაჭრას და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თბილისიც ამყარებს გარკვეულ იმედებს ალიანსის ახალ მდივანზე.

ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც შეცვალა ნატოს გენერალური მდივანი ჰოლანდიელი იაპ დე ჰოპ სჰეფერი, მაშინვე მოჰკიდა საქმეს ხელი და გარკვევით განსზასღვ რა საკუთარი მოღვაწეობის მიმდინარეობები. მან ისაუბრა როგორ გლობალურ, ისე სავსებით კონკრეტულ საკითხებზე. ტერორიზმთან ბრძოლაზე და რუსეთთან სრულფორმატიანი თანამშრომლობის აღდგენაზე.

აღსანიშნავია, რომ ახალი გენერალური მდივანი საკმაოდ მკაფიოდ და სწორხაზოვნად გამოთქვამს თავის აზრს.

"თუკი ჩვენ გვინდა მომავალში თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება, აუცილებელია სამხედრო ძალების რეფორმირება მათი ოპერატიულობის და სამხედრო მზადყოფნის ამაღლების ხარჯზე,- აცხადებდა რასმუსენი.- მაგალითად, ეგრეთ წოდებული სწრაფი ეაგირების ძალები შეიქმნა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ დღემდე ნახევრად არის დაკონპლექტებული". ამასთანავე, გენერალურმ მდივანმა თავი საკმაოდ პრაგმატულ პიროვნებად წარმოაჩინა. ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აპირებს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის მაქსიმალური უსაფრთხოების შესაქმნელად მუშაობას და ამის განსახორციელებლად მზად არის ისლამური სამყაროს ძალებთანაც ჰქონდეს პარტნიორობა.

რაც შეეხება ალიანსის და რუსეთის მოსალოდნელ "გადატვირთვას" რასმუსენი თანამდებობაზე დანიშვნამდე ამბობდა: "ჩემს ახალ პოსტზე მე ვაპირებ ძალისხმევის გაძლიერებას მოსკოვთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.რუსეთმა ნატო მტრად არ უნდა აღიქვას". ახლა ახალი გენერალური მდივანი რუსეთთან დიალოგს თავისი პრიორიტეტების სიაში მეორე ადგილზე აყენებს ავღანეთის საკითხის შემდეგ. სხვათა შორის, ჩრდილოატლანტიკურმა ბლოკმა მოსკოვთან თითქმის ერთწლიანი პაუზა მაშინ შეწყვიტა, როდესაც ავღანეთისკენ გასვლაში რუსეთის ტერიტორიები დასჭირდა. ამიტომაც ადვიი მიახვედრია, რომ რასმუსენის პროგრამის ორივე უმნიშვნელოვანესი პუნქტი მჭიდროს არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

მოსკოვში ამ ფაქტორის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ. ამ დღეებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მოსკოვის პატივისცემა.

მოსკოვისგან პირველ რიგში ისეთ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, როგორიც არის სამხრეთ კავკასიაში რთული დიალოგის განახლებას და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოტენვური წევრობის შესაძლებლობა. ოფიციალურმა თბილისმა უკვე მიულოვა რასმუსენს ახალი თანამდებობა და იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს მისი მუშაობის პროცესში ნატოში შესვლას შეძლებს.

ვფქრობ, რომ რასმუსენი საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი დავის მომსწრე იქნება.საიდუმლო არ არის, რომ თბილისი მიისწრაფვის ბლოკისკენ, კრემლი კი ალიანსში გვერდითი დამკვირვებლის როლზე არ არის თანახმა. ახკლახან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდვინის მოადგილემ ვლადიმერ ნაზაროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს პრეტენზია ახალი ქვეყნების ნატოში მიღებისას ვეტოს დადებაზე, მაგრამ ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს მოსკოვის ხმა თავისი ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღებისას და ნატოსთვის გლობალური როის მინიჭების პრობლემის განხილვისას.

შეძლებს თუ არა ახალი გენერალური მდივანი ამ უთანხმოების თავიდან აცილებას, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი მოსკოვი სურვილს გამოთქვამს, რომ გაეცნოს რასმუსენს უფრო ახლოდან. "ჩვენ მისგამ იმის გაგება ვისურვებით, რომ ის პირადად მზად არის გააკეთის რაიმე, რათა ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გააუმჯობესოს",- თქვა დიმიტრი როგოზინმა. ბევრი აღარ დარჩა. ანდერს ფოგ რასმუსენი მოსკოვში შემოდგომაზე ჩავა.

 

არტიომ გორბუნოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100