RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო კლვავ მსხვერპლის როლს ირგებს

05.08.2009  |  10:38

3554.jpegტრაგიკული თარიღის მოახლოებისთანავე თბილისის პროპაგანდისტულმა მანქანამ და მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე მასმედიამ დაიწყო ღია დეზინფრმაციული კამპანია რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანუი ინტერნეტ პორტალი Bakililar.AZ, საგარეო საქმეთ სამინისტროზე დაყრდნობით, უსვამს საქართველოს რიტორიკულ კითხვას: "ნუთუ რუსეთი კვლავ ომს აპირებს?". სგავსი პროვოკაციული რიტორიკის მიზეზი გახდა თბილისში გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ 3 აგვისტოდან რუსეთის ჯარი ატარებს მსხვილმასშტაბიან წვრთნებს "საქართველოს მიწების ოკუპირებისთვის".

მით უმეტეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს ეს ინფორმაცია უარყო. სააგენტო იტარ-ტასს რუსეთის სამხედრო უწყებაში შეატყობინეს, რომ "არანაირი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნები სამხრეთ ოსეთში არ იგეგმება".

მიუხედავად ამისა, ხუთდღიანი ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე პროვოკაციების რიცხვი იზრდება. რისი მიღწევა სურს ამ ბავშვური ოინებით სააკაშვილის რეჟიმს?

"კონფლიქტი უკვე გლობალურ წესრიგში აღარ დგას", ამბობს ბრიტანული გაზეთი Financial Times. "საქართველოს დამცირებული პროამერიკული პრეზიდენტი პროტესტს აცხადებს. ის კლვალ აგრძელებს ანტირუსულ რიტორიკას და აცხადებს, რომ საქართველოს განადგურება ემუქრება. მაგრამ სააკაშვილიც კი აღიარებს, რომ ნატოში მალე შესვლის იმედები დანგრეულია და რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დიდ დროს მოითხოვს".

"ობამას ივლისის ვიზიტმა მოსკოვში ნათლად აჩვენა, რომ აგვისტოს ომმა არ გააცოცხლა "ცივი ომი" და არ აისახა რუსულ-ამერიკული თანამშრომლობის უფრო ფართო ტენდენციებზე, რისი პირობაც დადო ობამამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს",- წერს თავის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ შენიშვნებში ინგლისური გაზეთის Guardian ავტორიტეტული გამშუქებელი ჯონათან სტილი.

ავტორის აზრით. ახლა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტი კვლავ "გაყინვის" მდგომარეობას დაუბრუნდა. მთლიანი სურათი არ იცვლება: "ათიათასობით ადამიანმა დაკარგა სახლები, ასობით ადამიანი კი დაიღუპა ომში, რომლის გამოც ჯერ კიდევ არ გადაუხდია სააკაშვილს",- ასკვნის ჯონათან სტილი.

ეს საათი კი ახლოვდება. როგორც აღნიშნავს Financial Times-ში შენიშვნების ავტორი: "საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერიოდი შეცვალა რეცესიამ...საერთაშორისო დახმარების გეგმა 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობით არ უშვებს სოციალურ კრიზისს. ფართოდ არის გავრცელებული უკმაყოფილება - ჩივიან სააკაშვილის მართვის უხეში მეთოდებისა და ომის გაუაზრებლად წამოწყების გამო".

"საქართველომ უნდა სწავლოს რუსეთთან ერთად ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გიჟი პრეზიდენტი გვყავს",- მოჰყავს ამ გაზეთს თბილისელი ტაქსისტის სიტყვები.

აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში არ შეხება მიხეილ სააკაშვილის სულიერი ჯანმრთელობის თემას, თუმცა ეს საკითხი აქტიურად არი განხილული როგორც პოზიციონერებს ისე პოლიტიკისგან შორს მყოფ თბილისელებს შორის. აფხაზეთის ლიდერი თვლის, რომ "საქართველოს უნდა მართოს ადმიანმა, რომელიც ქართულად აზროვნებს. სააკაშვილს ქართული გვარი აქვს, ქართულად გამოიყურება, მაგრამ ამერიკულად აზროვნებს. მას სურს საქართველოში ამერიკული სტანდარტების შეტანა. ეს ყოველთვის რთულია და არ შეიძლება ამის ექსპორტირება სხვა ქვეყნებში... დღეს ვიღაც ცდილობს დემოკრატია შეიტანოს ერაყში, ზოგი კი თავისი ცხოვრების შეტანას ცდილობს საქართველოში. თითოეული ერი მშვენიერია თავისი ინდივისუალურობით. როგორც კი ამის ნგრევას იწყებ, ყველაფერი უარესდება. არ შეიძლება იყო დემოკრატი მთელი მსოფლიოს თვალში, მოახდინო ამის დეკლარირება და შენს ქვეყანაში იყო ტირანი.

ადამიანი, რომელსაც დღეს ჰყავს უამრავი პოლიტპატიმარი, ცემს მანიფესტანტებს, არ იზღუდავს ძალაუფლებას, გამუდმებით ფიქრობს ჯარის შეიარაღებასა და აგრესიასზე... ასევე შეუძლებელია, რომ აფხაზები და ოსები ცუდები იყვნენ, სომხების, აზერბაიჯანელებიც. რუსეთი საერთოდ მტრები არიან. იქნებ საკუთარ თავში უნდა ეძებოს დამნაშავე? რა ხდება? შეუძლებელია ცხოვრება ყველა მეზობეთან ჩხუბით.

როგორც ჩანს, ეს უბრალო ჭეშმარიტებები დასავლეთშიც დიანახეს. "მართალია ამერიკა და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებს საკითხში, როდესაც უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, დასავლეთს მაინც არ სურს სერიოზულად გარისკოს მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტით",- აღნიშნავს Financial Times.

თეთრი სახლის ახალი პატრონის ცივი დამოკიდებულების მიზეზი ჯორჯ ბუშის რჩეულისადმი აშკარაა.ხუთდღიანი ომიდან ერთი წლის სემდეგ ევროპული ქვეყნებს უმეტესობა და ობამას ადმინისტრაცია ეთანხმებიავ, რომ ბრალის დიდი ნაწილი სააკაშვილზეა.

ამიტომაც დღეს ქართველი პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ახალი ომის ემუქრება. როგორც ჩანს ეს ძალისხმევა ფუჭია.

თუკი, რა თქმა უნდა, ქართველი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ არ დაესხმება თავს ვინმეს. მაგრამ ეს უკვე თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

 

იგორ უმანცევი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100