RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართველი ომბუდსმენისთვის საქმიანობის სფერო უსაზღვროა

06.08.2009  |  10:25

3564.jpegროდესაც ომია კარს მომდგარი რთულია წვრილმანებზე ფიქრი. თუმცა საქართველოშო ადამიანი უფლებების დაცვის გამოსწორებისთვის შესაფერისი დრო დადგა - სახალხო დამცველი პოსტზე ადის ახალი ადამიანი გიორგი ტუღუში (ფოტოზე). თუმცა მას უკვე თავს დაატყდა პოლიტპატიმრების, დაზარალებული ოპოზიციონერების და შევიწროვებული სომხების საჩივრები. ეყოფა თუ არა ტუღუშს ძალა და რაც მთავარია სურვილი, რომ შეებრძოლოს საქართველოში ადამიანთა უფლებების უამრავ დარღვევას?

ასზე მეტი ადამიანი საქართველოში ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ სხვანაირად აზროვნებენ. ასეთი განცხადებით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე. ბევრი დაკავებული გისოსებს მიღმა ოპოზიციის აქციებზე გამოსვლის გამო მოხვდა. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ავტორიტეტული საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციები კი მათ პოლიტპატიმრებად აღიარებს.

ხელისუფლება კი თვლის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

კაკაბაძის მონაცემებით, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 19 000 პატიმარია, არაოფიციალური ცნობებით კი მათი რიცხვი 25 000-ზე მეტია. წინა ხელისუფლების დროს საშუალოდ იყო 7 000 პატიმარი. მათი რიცხვი უცბად გაიზარდა, როდესაც პრეზიდენტის პოსტზე ასულმა მიხეილ სააკაშვილმა ომი გამოუცხადა კორუფციას. პირველ რიგში დაზარალნენ მისი წინამორბედის მომხრეები და წვრილი გამომძალველები. ვინ იცის, რა კანონებით ცხოვრობენ კავკასიელები? "მე შენ, შენ მე რაში გვჭირდება მესამე ადამიანი",- საქმის წარმოების ჩვეული პრაქტიკა. უცბად კი ეს უკანონო აღმოჩნდა. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებული ხალხისთვის. ასე იღბლიანებს, ქართველი ექსპერტების ტერმინოლოგიით, უქოდებენ "ელიტარულ კორუფციონერებს".

პოლიტპატიმრებისდაკავებული ადამიანების შედარებით ნაკლებ ნაწილს შეადგენენ. მაგრამ კაკაბაძის სიტყვებს იმის შესახებ, რომ მათი რიცხვი იზრდება, ადასტურებენ საქართველოს კონსერვატიულიპარტიის წარმომადგენლებიც.

საერთაშორისო სტრუქტურებში ჩივის ნინო ბურჯანაძეც, რომლის მომხრე და ნატესავი ამირან ბიწაძე ამ დღეებში გაიტაცეს და სცემეს უცნობმა პირებმა. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველის გამოძახებას ითხოვს.

კონსერვატორებმაც და ნინო ბურჯანაძემაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის იგნორირება მოახდინეს. ამას თავისი ახსნაც აქვს. 31 ივლისს ომბუდსმენის თანამდებობაზე დასვეს გიორგი ტუღუში. თუმცა ის მოვალეობების შესრულებას 16 სექტემბერს შეუდგება. მანამდე კი მისი წინამორბედი სოზარ სუბარი პოსტზე რჩება, მაგრამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენას, როგორც ჩანს, ის ვეღარ შეძლებს.

საქათველოს ახალ სახალხო დამცველს მიმართეს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმა. მათ ტუღუშს ახალი თანამდებობა მიულოცეს და გამოთქვეს იმის იმედი, რომ ის შეძლებს მათი პრობლემების გადაჭრას და პოლიტპატიმრის ვააგნ ჩახალიანი გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. მისი პროცესი მრავალი დარღვევით მიმდინარეობდა, ამიტომაც ახლა მის საქმეს საკასაციო კომისია გნიხილავს.

სომხები შეშფოთებულები არიან მათზე ქართველების ზეწოლით, "ანტისომხური გამოვლინებები განსაკუთრებით შესამჩნევი მარნეულის რაიონის ზოგ სოფელში, რომლებიც 1930 წლამდე ფაქტიურად სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა",- საუბარია წერილში, რომელიც სომხური სოფლების მცხოვრებლებმა სომხეთის ხელისუფლებას გაუგზავნეს. საქართველოში ეს წერილი შეიძლება აღიქვან, როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე კიდევ ერთი თავდასხმა, მაგრამ ვინ მიიყვანა ქართველო სომხები იქამდე, რომ მათ საქართველოსგან გამოყოფა სურთ?

ტუღუშს ბევრი შრომა მოუწევს, მაგრამ მან უკვე განაცხადა, რომ სოზარ სუბარის საქმიანობას ზედმეტად პოლიტიზირებულად მიიჩნევს. თავად ის ხელისუფლებასთან ღია კონფლიქტის წამოწყებას არ აპირებს, თუკი მისი განცხადებებით ვიმსჯელებთ.

"მე ამის შესახებ სულ სხვა აზრი მაქვს, რის შესახებაც არაერთხელ მისაუბრია სუბართან, და მე ხშირად მითქვამს, რომ მის დასკვნებში გარკვეული ტენდენციურობა შეინიშნებოდა",- განუცხადა ტუღუშნა დეპუტატებს. როდესაც მას დაზუსტება სთხოვეს, ტუღუშმა დაამატა: "მე მას ვეუბნებოდი, რომ შეეძლო ყოფილიყო არააგრესიული ზოგ საკითხებში, გაეკეთებინა ზუსტი სამართლებრივი ანალიზი გარკვეული საკითხების გარშემო. სულ ეს არის".

პოლიტატიმრების საკითხზე საუბრისას ტუღუშმა აღნიშნა: "თითოეული ეს შემთხვევა ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს სახალხო დამცველმა და მხოლოს ამის შემდეგ არის საჭირო განცხადებების გაკეთება". ახალ ომბუდსმენს არც იმის გარჩევა მიაჩნია მართებულად, თუ რამდენად კანონიერია პოლიციის მიერ პლასტიკური ტყვიების გამოყენება. სუბარს ამ საკითხის თაობაზე შეურიგებელი პოზიცია ჰქონდა. მათი აზრები იმის შესახებაც იყოფა, არღვევს თუ არა კონკორდატი ტანასწორობის პრინციპს.

თავის პრიორიტეტებზე საუბრისას ახალმა სახალხო დამცველმა პირობა დადო, რომ პირველ რიგში მიხედავდა დევნილების, სოციალური უმცირესობების, ბავშვების და ინვალიდების უფლებების დაცვას. ერთი სიტყვით, რაც ნაკლები პოლიტიკა იქნება - მით უკეთესი. ასე რომ ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლის ვახტანგ კოლბაიას წინასწარმეტყველება შეიძლება ახდეს და საქართველოს ომბუდსმენის აპარატი ხელისუფლების კიდევ ერთი დამატება გახდეს.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100