RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

აფხაზეთი: ვნებათაღელვა მოქალაქეობის ირგვლივ

10.08.2009  |  09:59

3601.jpegაფხაზური მხარე დაჟინებით მოითხოვს მოქალაქეობის შესახებ კანონის გადახედვას. მას ეშინია ახლახან აღიარებული საქართველოს მიერ რესპუბლიკის შესაძლო ანექსიის. აგვისტოს ომის ერთი წლის თავზე თბილისის სიმპათიებში ეჭვმიტანილი ხალხის გამოძახილს ჰპოვებს აფხაზების გულებში. პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერა გადადებულია.

სერგეი ბაღაბშის პოლიტიკურ ოპონენტებს ეშინიათ, რომ ადგილობრივი ქართველები მიაწყდებიან საპასპორტოებს აფხაზური მოწმობების ასაღებად, თუკი მათ ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებას მისცემენ. ოპოზიციის მცდარი აზრით, სწორედ ამას ითვალისწინებს კანონში შესატანი ცვლილებები.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ გალის რაიონში ცხოვეობს 70 000 ქართველი, სხვა რაიონებში კიდევ 10 000, გამოდის, რომ მათმა ლეგალიზებამ სეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ქართველები აფხაზეთის ეთნიკური უმრავლესობა გამოვლენ. ოფიციალური მონაცემებით თავად აფხაზების რიცხვი რეგიონში არის 100-110 ათასი.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციამ გააკრიტიკა კანონპროექტი რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის შესახებ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან გარიგებას ნებადართულს ხდის. პარლამენტის ექს-დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში მხოლოდ ამას ელოდებინა, რომ შეისყიდონ სამოქალაქო ომების დროს დაკარგული საკუთრება.

მაგრამ ამ ხალხისთვის ყველაზე საშინელი მაინც მანტალური დილემაა. შეუძლიათ კავკასიელებს თავიანთ მიწებზე შემოუშვან ქართველები, რომლებიც იარაღით ხელში ებრძოდნენ აფხაზებს? ქართველებშიც ხომ გავრცელებულია სისხლიანი შურისძიების ტრადიცია. „ჩვენ არ შეგვიძლია გადავაბიჯოთ სამი ატას დაღუპულს, ვიღაცის ხარბი ინტერესების გამო",- ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი დაურ არშბა.

იმას, რასაც ქართველები 90-ან წლებში ამბობდნენ, აფხაზები კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებენ. მით უმეტეს, რომ 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული ოპერაციით სააკაშვილმა ეს მოგონება გააღვიზა აფხაზებში, მძინარე ცხინვალზე თავდასხმით კი სამუდამოდ გაწყვიტა ნდობა მეზობელ ერებს შორის.

თბილისში ამ ბრალდებებს პასუხობენ ჩეჩენი ბოევიკების სიმხეცი მოყოლით, როდესაც ისინი მიცვალებული ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. მაგრამ აფხაზები და ოსები არ შეჭრილან საქართველოში. პირიქით მოხდა ეს. სწორედ აქედან მოდის ამ ხალხებს შორის ამხელა განხეთქილება. თუმცა, რა თქმა უნდა, ორი მეზობელი ერის შემდგომი გაუცხოვებაც არაფრის მომტანია.

აფხაზეთის ხელისუფლება ბევრად უფრო მეტად გაწონასწორებულ და კონსტრუქციულ პოზიციას იკავებს. სახალხო კრებამ ჯერ კიდევ 31 ივლისს მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც გალის რაიონის ყველა მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებს. პრეზიდენტს ეს კანონი 10 დღის განმავლობაში უნდა დაემტკიცებინა.

თუმცა ოპოზიციამ დაიწყო ინფორმაციული კამპანია შესწორებების წინააღმდეგ და მიანიშნა იმაზე, რომ „გალის რაიონის უმრავლესობას აქვს საქართველოს მოქალაქეობა და მასზე უარის თქმის გარეშე მიიღეს აფხაზეთისაც". გუშინ სოხუმის ცენტრში მიტინგი გაიმართა. დაახლოებით 300 ადამიანი იყო მისული აქციაზე და ისინი აფხაზეთის ფილარმონიასთან პლაკატებით იდგნენ.

დაურ აშბას თქმით, „კანონი შთაგონებული იყო არა სახალხო კრების, არამედ უმაღლესი ხელისუფლების მიერ", ამასთანავე მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია რამდენიმე დეპუტატის წინადადებებს.

აქციის მონაწილეებმა უხუცესები გააგზავნეს პრეზიდენტთან შესახვედრად კანონის ხელმოწერაზე უარის თქმის მოთხოვნით. სერგეი ბარაფშმა მათ ვერ უპასუხა, რადგანაც გაემგზავრა სამხრეთ ოსეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ კი ნათლად აუხსნა ჟურნალისტებსაც და ოპოზიციასაც, რომ წინააღმდეგი არ არის კანონის ზოგიერთი მუხლის დაზუსტების. მისი თქმით, ოპოზიციას არასწორად ესმის შესწორებები, რომლებიც, სინამდვილეში სულაც არ შეიცავს სენსაციებს.

როგორც აშუბამ შეგვახსენა, გალელები, რომლებიც სახლებში რესპუბლიკამ სახლებში დააბრუნა, მთელი ამ წლების განმავლობაში ითვლებოდნენ აფხაზეთის მოქალაქეებად 1993 წელს მიღებული კანონის თანახმად.

აშუბამ აღნიშნა, რომ კანონი არ აუქმებს ფორმას, რომლის თანახმადაც აფხაზეთის მოქალაქეობას მხოლოდ ის იღებს, ვინც ქართულზე უარს ამბობს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირინა აგრბაც ამბობს, რომ ოფიციალური სტატუსის მიღების მექანიზმიიქნება მკაფიოდ გაწერილი, გალელებისთვის აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალების ჩამორთმევა კი არაფრით არ შეიძლება.

რაც შეეხება ოპოზიციონერების განცხადებებს სერგეი ბარაფშის მისამართით იმის შესახებ, რომ მას ვითომ სურს საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ხმების მოპოვება, ყველაზე კარგი პასუხი ამ ბრალდებებს გასცა პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ. „მრავალი წლის განმავლობაში გალელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევდნენ არა მოქმედი ხელისუფლება და სერგეი ბაღაფში, არამედ წინამორბედი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენებიც ახლა პარლამენტს აკრიტიკებენ მიღებული შესწორების გამო",- განაცხადა მან.

რაც არ უნდა იყოს, პროტესტანტებმა თავისას მაინც მიაღწიეს. პირველ რიგში, ჯერ კიდევ გუშინ დილით ცნობილი გახდა, რომ სერგეი ბაღაფშმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც ათი აგვისტოსთვის ჩაატარებს პოლიტიკურ-სამართლებრივ კვლევას მოქალაქეობის კანონზე. ტანაც, დღეს აფხაზეთის პარლამენტი მაინც შეუდგა კანონის დამატების დამუშავებას, რათა თავი აარიდონ განმეორებით დაპირისპირებას.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100