RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დიმიტრი მედოევი: ჩვენი ხალხის დამარცხება შეუძლებელია

10.08.2009  |  10:02

3602.jpegსამხრეთ ოსეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ რესპუბლიკის ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა უპასუხა ჩვენი კორესპონდენტის კითხვებს.

-როგორ აფასებთ გასული წლის აგვისტოს მოვლენებს და რა გახდა ეს თქვენი ერისთვის?

-მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში მოხდა დრო ჩვენთვის ორ ნაწილად გაიყო: 8 აგვისტომდე და 8 აგვისტოს შემდეგ. ვფიქრობ, რომ რეალობის ზუსტად იგივე გადახედვა მოხდა რუსეთშიც და მთელ მსიფლიოშიც. იმიტომ რომ ომის შემდგომ ისტორიაში საეჭვოა შეხვდრე მსგავს ბარბაროსობას. ჩვენ ვთვლით, რომ არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ჩვენთვის სააკაშვილი, მისი რეჟიმი, მისი ჯარისკაცები და გენერლები ერთმნიშვნელოვნად დამნაშავეები არიან.

მათ ჩაიდინეს დანაშაული სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ასეთი ბარბაროსული აგრესიის დაწყების შემდეგ ოსები რუსეთში და ჩრდილოეთ ოსეთსი გაიქცეოდნენ. მათ ამის იმედი ჰქონდათ. მათ სურდათ ნახევარი ხალხის გაწყვეტა, რათა მეორე ნახევარი გაქცეულიყო. თუმცა მათ საკადრისი პასუხი მიიღეს. ცხინვალის დამცველები სამი დღე-ღამის განმავლობაში იცავდნენ ქალაქს, აწარმოებდნენ არატანაბრ ომს და გამოვიდნენ გამარჯვებულები კბილებმადე შეიარაღებულ მტერთან ბრძოლის შემდეგ.

აქ უამრავი კითხვა ჩნდება. ძირითადად, საქართველოს შეიარაღების შესახებ. სააკაშვილთან ერთად ხომ პასუხი იმ ქვეყნებმაც უნდა აგონ, რომლებიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ქართულ ჯარს იარაღს უგზავნიდნენ.

ჩვენთვის, ოსებისთვის, გასული წლის აგვისტოს ომი არის სამამულო ომი. ჩვენ ვიცავდით საკუთარ მამულს, საკუთარ სამშობლოს, საკუთარ სახლებს, ბავშვებს და ჩვენს მომავალს. დღეს კი მთელმა მსოფლიომ ერთხმად აღიარა, რომ აგრესორი არის საქართველო. ის მიზნების, რომლებიც სააკაშვილმა თავის ჯარს დაუსახა, არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ეთნიკური წმენდა. ჩვენ გავუძელით და გავიმარჯვეთ, მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. ჩვენთვის საერთოდ 2008 წელი გახდა უდიდესი დანაკარგების წელი, მაგრამ იმავდროულად, იქცა უდიდესი გამარჯვების წლად. ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მივაღწიეთ სამხრეთ ოსეთის აღიარებას რუსეთის მხრიდან.

ამ დღე ჩვენ აღვნიშნავთ ბარბაროსული ომის პირველ წლისთავს, ვიხსენიებთ ყველა დაღუპულის სულს. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება თითოეული მებრძოლი, თითოეული რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი, მოხალისეც და სამსახურობრივი მოვალეობის შემსრულებელიც, მშვიდობიანი მოქალაქე.

რა თქმა უნდა, მოგვინებით, 26 აგვისტოს ჩვენ ფართოდ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის მოპოვების წლისთავს. სწორედ 26 რიცხვში მოაწერა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის აღიარების ბრძანებას ხელი. ჩვენთვის ეს ისტორიული მოვლენაა. ჩვენ ვთვლის, რომ პრეზიდენტმა და რუსეთუს ხელისუფლებამ მაშინ საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ერი ფიზიკურ განადგურებას.

-თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს აგვისტოს მოვლენების მთავარი გაკვეთილი?

-აგვისტოს ომის მთავარი გაკვეთილები ძალიან გვაგონებს იმ გაკვეთილებს, რომლებიც ევროპამ 1945 წელს მიიღო, როდესაც ფაშიზმი დაინგრა და ევროპა დაფიქრდა: რატომ მოხდა ასე. ევროპაშიც და საქართველოშიც კი საზოგადოებრივი აზრის უმოქმედობის გამო მოხდა ეს. ბოლო წლების განმვლობაში, ხომ მთელი მსოფლიო თვალს ხუჭავდა საქართველოს გაძლიერებულ მილიტარიზაციაზე. უფრო მეტიც, სააკაშვილის რეჟიმს ყველანაირად ანებივრებდნენ და უბიძგებდნენ პროვოკაციული ქმედებებისკენ რუსული ჯარის წინააღმდეგაც კი. სააკაშვილს ტაშს უკრავდნენ, როდესაც ის თბილისში ოპოზიციის გამოსვლებს ახშობდა. მას, როგორც ამბობენ, ხელები გაუხსნეს და მისცეს იარაღი.

ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი გაკვეთილი უნდა იყოს ის, რომ მომავალი ხელი შეუშალოს სააკაშვილის დანასაულებრივ რეჟიმს. თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი კვლავ აწვდის იარაღს საქართველოს. ამერიკიდან ისმის ამის შესახებ განცხადებები. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი და ისრაელი კვლავ არიან მზად საქართველოს შეიარაღებისთვის. ეს უნდა შეწყდეს.

-როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ომის განმეორება?

-გასულ წელს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული გიჟური და გაუაზრებელი ნაბიჯი. ამაში ყველა დარწმუნდა. არა მგონია, რომ ეს სიგიჟე კიდევ ერთხელ განმეორდება. საქართველოს ჯარმა და სააკაშვილის რეჟიმმა საკადრისი პასუხი მიიღეს. ქართული ჯარი დემორალიზებულია, მისი საბრძოლო სული ნულოვან დონეზეა დასულო. მტავარი კი ისაა, რომ ასრულდა ჰამურაბის დროინდელი ჭეშმარიტება: შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება, რომელიც საკუტარ მიწაზე იცავს თავის სამშობლოს, თავის ოჯახებს, თავის სახლებს. სამხრეთ ოსეთი დამარცხება შეიძლება, მაგრამ მისი ხალხის დაპყრობა - არასოდეს.

-როგორ მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის აღდგენა?

-ეს პროცესი სროლის შეწტვეტიდან მეორე დღესვე დაიწყო. მაშინვე შეუდგნენ ქალაქის წესრიგში მოყვანას, რადგანაც მთელი კომუნიკაცია და ელქტროობა განადგურებული იყო. მას შემდეგ აღდგენის პროცესი გრძელდება.

2-3 კვირის წინ სამშობლოში ვიყავი. დავინახე, რომ ცხინვალი ახლა არის დიდი სამშენებლო მოედანი: მუშაობს სამშენებლო ტექნიკა, ხალხი, სამშენებლო ორგანიზაციები რუსეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. პროცესი მიდის და , როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელება, რადგანაც ნგრევის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ 1-2 წელიწადში ვერ აღადგენ.

-რა გეგმები აქვს რესპუბლიკას სამომავლოდ?

-ავაშენებთ სახელმწიფოს, დამოუკიდებელ ქვეყანას, გავამტკიცებთ მის უსაფრთხოებას, აღვადგენთ ჩვენს სოფლებს და ქალაქებს, აღვზრდით ბავშვებს - ჩვენი სამშობლო მომავალს.

 

არტიომ გორბუნოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100