RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გასული აგვისტოს გამოძახილები

13.08.2009  |  23:15

3651.jpegაგვისტოს მოვლენებდან გავიდა ერთი წელი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებშში ახლა ერთი ის არის კარგი, რომ სროლის ხმა აღარ ისმის. თუმცა ახალ ომზე ხან თბილისში და ხან მოსკოვში საუბრობენ. გასული წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ კიდევ ერთხელ გადადო დასკვნს გამოქვეყნება. როგორ დალაგდე ურთიერთობები სამომავლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის? ამის შესახებ განსხვავებული აზრები არსებობს.

აგვისტოს მოვლენების წლისთავისთვის უცხოურმა მასმედიამ რიგი მასალები მოამზადა.ბრიტანულმა The Financial Times მკითხველების დარწმუნება სცადა იმაში, რომ აგვისტოს ომის შედეგად ყველა მხარე წაგებული აღმოჩნდა.

„საქართველო დამარცხდა, დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, კი როგორც პროდასავლური დემოკრატისა, უიმედოდ მოისპო",- წერდა ბრიტანული გამოცემა.

გასული წლის ქმედებების შედეგად, წერს გაზეთი, აფხაზეთმა ერთი პატრონი მეორეზე გაცვალა, მისი დამოუკიდებლობა კი მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ ცნეს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მის ლიდერს სურს, რომ რესპუბილკა რუსეთის ნაწილი გახდეს, მოსკოვის მიერ გამოყფილი დახმარება კი იქ ისე იკარგება, როგორც კორუფციის შავ ხვრელში. „მოსკოვი თვლის, რომ ამ ომმა ის დაამტკიცა, რომ რუსეთი დომინირებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში და ნატოში სესვლის მსურველ მეზობლებს არაორაზროვანი ნიშანი გაუგზავნა",- აღნიშნულია სტატიაში.

ამასობაში, ზუსტად ომის წლისთავამდე რეგიონში სიტუაცია გამწვავდა.მხარეებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი პროვკაციებში და საზღვრებზე სროლა არ წყდებოდა.კორესპონდენტ ჯონ უენდლი წავიდა სამხრეთ კავკასიაში, რათა თავისი თვალით ენახა, მართლა იძაბებოდა თუ არა მხარეებს შორის ურთიერთობები.

როგორც ჯონ უენდლი წერს, სამხრეთ ოსეთში მოგზაურობა ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს რუსულ რეგიონში ხარ. ჩანს, თუ როგორ არის ეს დამოუკიდებეი ტერიტორია დამოკიდებული რუსეთზე. ჟურნალისტმა მოინახულა ერთ-ერთი ყოფილი ქართული სოფელი ერედვი. მან ომიშსემდგომი კვალი აქაც შენიშნა, ამასთანავე მან აღნიშნა, რომ სოფლის მაცხოვრებლები კმაყოფილები არიან. ადრე მათ ცხინვალში წასვლისას დოკუმენტების წარდგენა უწევდათ ერედვში და ქართული ბლოკ-პოსტის ავლაც იყო საჭირო. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა თეირან ბესტაევმა თქვა: „მათ ავქვთ საქართველო, ჩვენ კი სამხრეთ ოსეთი გვაქვს. ასეც უნდა იყოს".

საერთაშორისო სამართალდაცმავმა ორგანიზაციამ Amnesty International აგვისტოს ომის წლისთავისთვის გამოაქვეყნა მოხსენება: „მშვიდობიანი მაცხიოვრებლები და ომის შედეგები: ქართულ-რუსული კონფლიქტი ერთი წლის შემდეგ". მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე რაიონებში სიტუაცია ძველებურად დაძაბულია.

„საშიშროება ჯერ კიდევ არ არის ლიკვიდირებული. სამხედრო ქმედებების რაიონებში განაღმვა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.მუდმივი დაძაბულობა და დაუცველობს გრძნობა ბევრ ადამიან საკუთარ ძველ საცხოვრებელში დაბრუნებაში უშლის ხელს. ბევრი დაბრუნებული კი კონფლიქტის დროს წარმოშობილ ახალ ვითარებებს გადაეყრება ხოლმე.მათ დიდი შრომის გაწევა უწევთ, რომ კვლავ მოიპოვონ საარსებო საშუალებები",- აღნიშნავს ორგანიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მასმედია არ იშურებს კრიტიკას რუსეთის მისამართით, უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა საერთაშორისო კომისიამ კიდევ ერთხელ გადადო თავისი დასკნის გამოქვეყნების თარიღი. კომისიის ხელმძღვანელობა დავალებულ ჰქონდა გაეროს საქართველოს მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ჰეიდი თელიავინს, რომელიც კარგად არის ინფორმირებული კონლიქტების საკითხში. ქალბატონი შეხვდა საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებას. ის სამხედრო ქმედებების ადგილებშც იყო.

მიუხედავად ამისა, არც მას და არც მის კოლეგებს არ უჩქარიათ დასკვნები გამოანა. გამოხიების რეზულტატების გამოქვეყნების თარიღო რამდენჯერმე გადაიდო. ჯერ ეს იყო მაისის ბოლო, შემდეგ ივლისის ბოლო.ახლა კი სექტემბრის ბოლომდე გადაიტანეს. საქართველოს დედაქალაქში უკვე დადის ჭორები, რომ დასკვნა დეკემბრამდე არ იქნება მზად. თბილისში ბევრი ადამიანი თვლის, რომ კომისიის წევრებ, როგორც ჩანს, დროს იმიტომ წელავენ, რომ საბოლოოდ შეხედონ, თუ როგორ განვითარდება დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობები.

როგორც ჩანს, ყველას ადაავიწყდა, რომკომისია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ პსუხისგებაში მიეცა საქართველოს ან რუსეთის ხელისუფლება. პოლიტიკოსები სიტუაციას მხოლოდ ძაბავენ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს თავისი გეგმის განხორციელება რუსეთისგავლენის სფეროს დაბრუნების შესახებ და ამ გეგმს ფარგლებში აპირებს საქართველოს პრეზიდენტის მოკვლას.

ქართველი ლიერი ვარაუდობს, რომ მხოლოდ ევოპისა და ამერიკის მხარდაჭერა აკავებს რუსეთის ამბიციებს საქართველოში შეჭრასთან და იქ არიონეტული რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსი თავისი ჯარის განთავსებიტ კრემლი დასავლეთის სიძლიერეს ცდის, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. „პუტინს ყველა მოტივი აქვს ჩვენზე შემოსატევად და დაწყებული საქმის დასამთავრებლად.

მაგრამ პუტინი არის უბრალო ქუჩის ბიჭი, რომელსაც ეშინია პოლიციელის, რომელმაც ამჯერად მას დაურეკა და გააფრთხილა. მაგრამ, მა მაინც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია საქართველოში დაწყებული საქმე",- მჭერმეტყველობდა სააკაშვილი.

მოკლედ, იმაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ პოლიტიკოსების პირადი წყენები სახელმწიფოთშორის ურთიერთობებზე მოქმედებს. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: რამდენად უწყობს ასეთი მიდგომა ხელს რეგიოში სიტუაციის სტაბილიზებას?

შეგახსენებთ, მანამდე ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, რომ „საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების შემხედვარე ვერაფერს გამორიცხავ". ამასთანავე მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქართული ხელისუფლებისთვის გასული წლის ავანტიურის განმეორება ბევრად უფრო რთული იქნება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100