RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიციამ ხელისუფლებას „ლაკმუსის ქაღალდი“ გაუწოდა

17.08.2009  |  10:09

3672.jpegპირველად დაპირისპირების განმავლობაში გუშინ თბილისში შედგა ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქვეყნის მტავრობას წარმოადგენდნენ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, რომლებსაც ოპოზიციონერები ბრალს სდებენ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებში. მიაღწიეს ორ შეთანხმებას - დღეიდან ოპოზიციონერებსა და ძალოვნებს ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის შეეძლებათ. ამ უკანასკნელებმა კი დადეს ასევე იმის პირობა, რომ განიხილავენ ოპოზიციონერების მიერ გადაცემულ პოლიტპატიმართა სიას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ნამდვილი დიალოგი წამოიწყეს, შემოდგომაზე დაპირებული საპროტეტსო ტალღა კი დაწყებამდე დასრულდა?

ჯერ კიდევ აპრილში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი ნელა, მაგრამ მაინ უახლოვდება დასასრულს. თავდაპირველად თბილისურმა ზაფხულმა შეაფერხა ოპოზიციონერების აქტივობა.

საბოლოოდ მათ გამოაცხადეს საზაფხულო ტაიმ-აუტი, მაგრამ პირობა დადეს, რომ შემოდგომაზე უჩვენებდნენ პრეზიდენს უკმაყოფილების ძალას და მას გადადგომს აიძულებდნენ. თუმცა ოპოზიციონერების ნაწილმა უკვე ჩაატარა შეხვედრა ძალოვნებთან და მიაღწია გარკვეულ კომპრომისებს. თუმცა, ძალოვნებთან სასაუბროდ ყველა ოპოზიციური ლიდერი არ წასულა.

შეხვედრაში ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს, ირაკლი ალასანიამ, ზურაბ აბაშიძემ, დავით უსუფაშვილმა, ფიქრია ჩიხრაძემ, ზურაბ ტყემალაძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ, სანდრო ბრეგაძემ, აკაკი ასათიანმა და ბაჩუკი ქარდავამ. საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენდნენ ლევან ვეფხვაძე და ჯონდ ბაღათურია.

შეხვედრაზე ასევე მოვიდა სოზარ სუბარი,რომლის უფლებამოსილებების ვადა სექტემბერში იწურება. შეხვედრის დაწყებამდე სუბარმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ტერორი უნდა შეწყდეს. ძალოვნებს გადაეცათ 48 პოლიტპატიმრის სია.

ახლანდელ შეხვედრაზე უარი თქვა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც მაისში პირისპირ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან. ახლანდელი უარისთვის მას კომენტარი არ გაუკეთებია. თავიდანვე გააკრიტიკა შეხვედრა ეკა ბესელიამ. მან განაცხადა, რომ არ ელის შეხვედრიდან რაიმე კონკრეტულ რეზულტატებს და მას სრულ უნდობლობას უცხადებს. ახალ მემარჯვენეთა ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ იგივე პოზიცია დაიკავა: „შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ირაკლი ალასანია, მაგრამ დავით გამყრელიძე იქ არ იქნება. ჩვენ სულაც არ ვენდობით ხელისუფლებას, თუმცა, ვფიქრობ, რომ მთავრობას კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ",- განაცხადა ნაჭყებიამ.

დიალოგზე უარი თქვა ნინო ბურჯანაძის პარტიამაც. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა კი კატეგორიულად უარი თქვეს დიალოგში მონაწილეობაზე. პარტოოს პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა მსხვერპლის ბანდიტთან შეხვედრის ტოლფასია, როდესაც მსხვერპლი ანდიტს სთხოვს მისმიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.

თუმცა ოპოზიციონერებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ შეხვედრაში, დადებითად შეაფასეს შედეგები. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „შეხვედრა ატარებდა კონსტრუქციულ ხასიათს და ახლა ეს კვირა იმის გამოცდა იქნება, თუ რამდენად არიან ხელისუფლება და ოპოზიცია თანამშრომლობისთვის მზად". ირაკლი ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი პასუხს გასცემს ყველა საეჭვო კითხვას და ეს იქნება ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდი, თუ რამდენად არიან მისი წარმომადგენლები მზად დემოკრატიისკენ სვლისთვის. დავით უსუფაშვილმახაზი გაუსვა, რომმთავარია იმ სისტემის დმეონტაჟი, რომელიც პოლიტპატიმრებს წარმოშობს.

ბურჯანაძის პარტია შეხვედრის მონაწილეების ოპტიმიზმს არ იზიარებს. ქართული მასმედიის ცნობით, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი რომან კუსიანი აცხადებს: „ცოტა უცნაურია, რომ შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ და მისით კმაყოფილები არიან.როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ შეხვედრაზე არცერთი კონკრეტული საკითხი არ გადაწყვეტილა.

ჩვენ მსგავს შეხვედრებშუ მონაწილეობას სწორედ იმიტომ არ ვიღებთ, რომ არ გვაქვს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი".

კუსიანის ინფორმაციით, ხელისუფლებამ წამოაყენა მხოლოდ ერთ კვირში სამუშაო ჯგუფის წინადადება, რათა გამოიკვლიონ შეხვედრაზე წამოყენებული საკითხები.

ოპოზიციონერთა პოზიცია არერთგვაროვანი და ტრადიციულად განხვავებულია. რა თქმა უნდა, როგორც წესი, დასკვნებს შემოდგომაზე აკეთებენ. თუ,ცა. ამ შეხვედრის რეზულტატების გათვალისწინების გარეშე, თამამად შეიძლება ერთი რამის მტკიცება: ქარვეი პოლიტიკოსების მოლაპარაკების უუნარობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100