RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

კავკასიელები იარაღის გარეშე. მითი თუ რეალობა?

20.08.2009  |  14:24

3714.jpegაგვისტოს ტრაგედიების ერთი წლისთავის შემდეგ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის დუმილმა დისადგურა. ყოველ შემთხვევაში, სროლის ხმა აღარ ისმის. პირველად დვანში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აპირებს სასაზღვრე რაიონში მცხოვრები ხალხის განიარაღებას. საქართველოს რის გაკეთებას აპირებს? ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა რუსეთის ელჩს სამხრეთ ოსეთში დიმიტრი მედოევს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანლს შოთა უტიაშვილს.

სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიტალი გასიევმა განაცხადა, რომ ამ კამპანიის მიზანი არის იმ ნეგატიური მაგალითების შეწყვეტა, რომლებიც რუსეთმა უკვე გამოცადა კავკასიაში, როდესაც მოსახლეობის ხელში აღმოჩნდა უამრავი იარაღი.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მკვლევარი მაგდალენა ფრიჩოვა კი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ ეუთომ სცადა ანალოგიური პროგრამის დაწყება, მაგრამ რეზულტატის გარეშე. ფრიჩოვას თქმით, ახლა სიტუაცია შეიცვალა და შეიძლება რუსეთი გრძნობს, რომ აუცილებელია კონტროლი ქართულ რეგიონში, სადაც შეიარაღებული დაჯგუფებები თავისუფლად მოქმედებენ. ეს ყველაფერი დაიბეჭდა ამერიკულ გაზეთში New York Times. ამ სტატიის ქართულ ვერსიაში საუბარია, რომ დიმიტრი მედოევმა გამოცემას განუცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სამხრეთ ოსეთში ყველა ოჯახს აქვს.

ჩვენმა კორესპონდენტმა სწორედ დიმიტრი მედოევთან გაისაუბრა მოსახლეობის განიარაღების პროგრამის შესახებ, ასევე მას სთხოვა ქართული მხარის განცხადებისთვის კომენტარის გაკეთება იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსურმა მხარემ აღიარა ცეცხლის გახსნის ფაქტი.

დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ ქართველმა თარჯიმნებმა არასურლად გადათარგმნეს სტატია. ნიუ იორკის გამოცემას მან მოუყვა 20 წლის წინანდელი მოვლენების დეტალები, როდესაც 1989 წელს მოხდა პირველი დაპირისპირება ოსებსა და ქართველებს შორის. ჯერ კიდევ პირველ შეტაკებამდე საქართველოს ხელისუფლებამ ბევრ ოს მონადირეს იარაღი ჩამოართვა. იმის გამო, რომ საბჭოთა არმიამ ორჯერ გაიყვანა რესპუბლიკიდან თავისი ხალხი, ცხინვალმა გადაწყვიტა შვეიცარიის მაგალითის გათვალისწინება, სადაც ყველა ზრდასრული მამაკაცი დაძაბულობის დროს მზად უნდა იყოს ბრძოლისთვის. ოსისთვის, მედოევის თქმით, იარაღი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

რაც შეეხება მოსახლეობის განიარაღებას, მან შემდეგი რამ თქვა "აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ ოსებს ძალიან ბევრი იარაღი დარჩათ. ძირითადად ამერიკული წარმოების. ისინი მიიტაცეს სამხედრო ქმედებების დროს. რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია ამის უყურადღებოდ დატოვება. ახლა სამხრეთ ოსეთის მთავრობა სწორედ ასეთი იარაღის ჩამორთმევაზე მსჯელობს. ჯერ საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაზე. კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის".

მედოევის თქმით, განიხილება ამერიკის მაგალითიც, სადაც იარაღის ქონა კანონით არის რეგლმანეტირებული. ზოგიერთ შტატში იარაღი თავისუფალ მიმოქცევაშია, ანუ თავისუფლად ვაჭრობენ იარაღით, სხვა შტატებში ეს კატეგორიულად აკრძალულია. დისკუსია იარაღის თაობაზე არ წყდება არც ამერიკაში და არც სხვა ქვეყნებში. სამხრეთ ოსეთიც არ არის გამონაკლისი. ერთადერთი რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებთან შესაბამისობაში ყოფნა.

თანამოსაუბრის თქმით, ძველებურად პრიორიტეტულია სააკაშვილის რევანშისტული პოლიტიკის შეწყვეტის პრობლემა და, ბუნებრივია, საქართველოს რემილიტარიზაციაც. სწორედ აქედან გამომდინარეობს ევროპელი დამკვირვებლების როლის და ადგილის საკითხი. რაც შეეხება სროლებს, სამხრეთ ოსეთის ელჩის თქმით, ეს მოხდა 7 აგვისტოს ონისძიებების დაწყებამდე და მოდიოდა ქართული მხარიდან.

მოკლედ, დვანის შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წამორმადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა 12 აგვისტოს ინციდენტის შესახებ განაცხადა: "ამბობენ, რომ სროლა მიმდინარეობდა სამხრეთ ოსური სოფლიდან. სროლის ფაქტი დაადასტურეს ჩვენი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. იმასთან დაკავშირებით, რომ რომ არავინ, პირველ რიგში კი სამხრეთ ოსეთი, არ არის დაინტერესებული ასეთ ინციდენტებში, ჩვენ მივიღებთ ზომებს მომხდარის გარკვევისთვის. ჩვენ ზუსტად იმავე მიდგომას ვითხოვთ ქართულ მხარისგანაც".

უნდა აღინიშნოს, რომ იარაღის სიყვარული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხს ახასიათებს. ჩვენი კორესპონდენტი ამაში თავისი მოგზაურობის დროს დარწმუნდა. ავტომატი და ნაღმტყროცნიც კი ქართული და ოსური სოფლების ოჯახებისთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც ტრადიციული სტუმართმოყვარე სუფრა. ამიტომაც ვაზუსტებთ დიმიტრი მედოევთან: "იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას იარაღი აქვს, შეიძლება, რომ სროლა მოხდეს ჩვეულებრივი მაცხოვრებლების მიერ? "

"საქართველოს მოსახლეობასაც ძალიან ბევრი იარაღი აქვს, მათ შორის არაკონტროლირებადიც,- ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.- მე ქართულ მხარესაც ვურჩევ დასვად დემილიტარიზაციის და მოსახლეობის განიარაღების საკითხი. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ ასეთი პრობლემა არსებობს. ის აპირებს ამ პრობლემის გადაწყვეტად სახელმწიფო დონეზე. ამასობაში კი საქართველო კიდევ უფრო მეტად იწყებს შეიარაღებას. მეკითხებით შეუძლია თუ არა გასროლა იარაღს?

იარაღით ყველა მხრიდან შეიძლება ისროლოდ, სადაც ის ბევრია და არავის ამოუღია".

ვრეკავთ თბილისში. შოთა უტიშვლს ვთხოვთ სამხრეთ ოსეთში განიარაღებაზე კომენტარის გაკეთებას. აპირებს თუ არა საქართველოც იგივე ღონისძიებების გატარებას? ასევე ბატონ შოთაც 12 აგვისტოს ინციდენტზეც ვთხოვთ კომენტარის გაკეთებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100