RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია ამნისტიის ქვეშ

20.08.2009  |  16:05

3717.jpegდღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ათი ოპოზიციონეარი, რომლებიც აქციების დროს დაიჭირეს, გათავისუფლებულები არიან. 12 აგვისტოს ოპოზიციის ლიდერებსა და ძალოვნებს შორის გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ერთი კვირის განმავლობაში განიხილავდა დაკავებული ოპოზიციონერების საკითხებს. ოპოზიციის ნაწილი ამ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებდა. ნიშნავს თუ არა ხელისუფლების მიერ თუნდაც ცოტა ადამიანის გათავისუფლება იმას, რომ ის ოპონენტებთან რეალური დიალოგისთვის მზად არის? ჩვენს კორესპონდენტს აზრები ოპოზიციონერებმა გაუზიარეს.

ინფორმაცია ათი გათავისუფლებული ოპოზიციონერების შესახებ საინფორმაციო საშუალებებში დღეს დილით გამოჩნდა. ამის შესახებ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, პარტიის "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" წევრმა.

ეს პარტია ახლახან შექმნა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც გასული წლის ბოლოს საქართველოს გაეროში სრულუფლებლიანი წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. ალასანიამ კარგად დააგროვა ქულები ხალხის თვალში, გააერთიანა თავისი დიპლომატების გუნდი ხელისუფლების ტრადიციულ ოპონენტებთან. სწორედ ალასანია და მისი მოკავშირეები იყვნენ ხელისუფლებასთან დიალოგის მომხრეები. თუმცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ყველა მცდელობა ერთ მაგიდასთან დაჯდომისა კრახით მთავრდებოდა. 12 აგვისტოს ზოგი ოპოზიციონერი შეხვდა ძალოვნებს, რომელთა გადადგომასაც ისინი უკვე რანდენიმე თვეა ითხოვენ.

შეხვედრის დროს მიაღწიე ორ შეთანხმებას. დამტკიცდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის კავშირის სადღეღამისო რეჟიმი. ძალოვნებმა კი პირობა დადეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ 42 დაკავებული ოპოზიციონერის საქმეებს. დათქმულ ვადაზე ერთი დღით ადრე გამოუშვეს ათი ადამიანი. ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ძალოვნებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა განაცხადა: "უკვე დაიწყო ოპოზიციის აქტივისტთან გათავისუფლების პროცესი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ჩვენ არც ველოდით, რომ ყველა დაპატიმრებულს ერთ დღეს გამოუშვებდნენ".

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრმა ოპოზიციონერმა უარი თქვა შეხვედრაზე. ისინი სკეპტიკას არ მალავდნენ: რის შესახებ უნდა მოელაპარაკო ამ ხელისუფლებას. უფრო მეტიც, ამ კვირაში 3 და 4 წლით პატიმრობა მიესაჯათ რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებს. ორივე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სიაში არიან. დაპატიმრებულები არ აღიარებენ "გამოგონილ" ბრალდებებს და აცხადებენ, რომ პოლიტიკური მოტივებით დაიჭირეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარალამენტო უმცირესობის წამრომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ სწორედ ეს ხელისუფლების პასუხი ოპოზიციისთვის.

ასე რომ, მიუხედავად გამოვლენილი "კეთილი ნებისა" და ათი დაკავებულის გათავისუფლებისა, ბევრი ოპოზიციონერი კვლავ სკეპტიკურად უდგება ხელისუფლებასთან დიალოგის საკითხს. როგორც გოგა ხაინდრავამ გვითხრა, ოპოზიციონერები გათავისუფლებაზე მან საერთოდ არაფერი იცის. თუკი ეს ტყუილი არ არის, უნდა გახდეს ცნობილი თუ ვინ გამოუშვეს. რას შეეხება ზოგი ოპოზიციონერის დიალოგს ძალოვნებთან, ჩვენმა თანამოსაუბრემ აღნიშნა:- თითოეული პოლიტიკური ლიდერი ირჩევს თავის გზას და თავისი რეიტინგით აგებს პასუხს ხალხისა და საზოგადოების წინაშე, მე ვთვლი, რომ საუბარი ადამიანთან, რომელიც ყველა ქართული უბედურების სათავეა, საუბარია ვანო მერაბიშვილზე, ეს იგივეა რაც მგელს სთხოვო გახდეს დემოკრატი. თუკი ვინმე თვლის, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, ღმერთმა ქნას.

კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ოპოზიციონერების გათავისუფლება ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დასაწყისს - ხაინდრავამ თქვა: - ბრძოლა გაგრძელდება. ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის ლოგიკური დასასრული, აღიარებს ამას ხელისუფლება თუ არა, არის ვადამდელი არჩევნები და ჩვენ მის ჩატარებას დაჟინებით მოვითხოვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ლიდერმა ნანა კაკაბაძემ ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას თქვა: - გათავისუფლებულებს შორის არ არიან ოპოზიციის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც უბრალოდ ოპოზიციის მტიტინგებში იღებდნენ მონაწილეობას. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ შორიახლოს გაიარეს მიტინგების დროს, შემდეგ ძალოვნებმა გადახედეს ჩანაწერებს და ისინი დააკავეს. ნანა კაკაბაძის აზრით, ამ ხალხის გათავისუფლება სულაც არ არის ხელისუფლების კეთილი ნების ჟესტი. ეს უბრალოდ ერთ-ერთი პიარ სვლა არის, რომელიც დემოკრატების იმიჯის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული:- მათ ევროპის და დასავლეთის ნდობა დაკარგეს 2007 წელს მიტინგის დარბევის შემდეგ. ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს დემოკრატების იმიჯის აღდგენას. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ოპოზიციური ტელეკომპანია "იმედი" განადგურებულია, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ხალხს ხელისუფლების იდეოლოგიას ახვევდნენ თავს. არ ვიცი როგორ უნდა მოატყუონ საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ იქ თვლიან, რომ ამ გაზაფხულს საქართველოში ყველაფერი სავსებით დემოკრატიულად მიმდინარეობდა. რეალურად კი ასეთი სიტუაციაა: ათს გაათავისუფლებენ - ოცს დაიჭერენ. ერთადერთი რაც ხელისუფლებას გამოსდის არის პიარ მანევრები და მანიპულირება. ვთვლი, რომ ოპოზიციამ ასეთ თამაშში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

მოკლედ, საქართველოს ჭრელ ოპოზიციურ სპექტრში ნებისმიერ საკითხზე შეიძლება მოისმინოთ რადიკალურად განხვავებული აზრები. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა: - გათავისუფლებულთა გვარები შედიოდა სიაში, რომელიც ხელისუფლებამ ძალოვნებს გადასცა. ჩვენ ასევე ვითხოვთ ოპოზიციის მომხრეების ცემის ფაქტების გამოძიებას. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. თუკი ასეთი ჭკვიანები არიან თავად გაუმკლავდნენ კრიმინოგენულ სიტუაციას.

კითხვაზე, ნიშმავს თუ არა ეს ფაქტი პოლიტიკური კრიზისის დასასრულს ზურაბ აბაშიძემ გვიპასუხა, რომ არ უნდა შეფასდეს კონკრეტული სიტუაცია როგორც ვინმეს გამარჯვება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100