RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოში მაქცია პოლიტიკოსებზე ნადირობას ამზადებენ

24.08.2009  |  09:17

3741.jpegჯაშუშომანიის ტალღამ, რომელმაც მთელი საქართველო დაფარა, შეიძლება სააშკარაოზა გამოიტანოს ლუსტრაციის კანონი. მისი პროექტი უკვე მოამზადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი თორთლაძემ. თუმცა, ექსპერტები დარწმუნებულები არ არიან, რომ მმართველ უმრავლესობას ეს კანონი მოეწონება, კიდევ უფრო დამაეჭვებელია მისი სარგებლიანობა. თავისი აზრი გაგვიზიარა სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის აქციების დროს არაერთხელ ცდილობდა კრემლის აგენტების გამოვლენას. სწორედ ამის გამო მოუწევს მას ნინო ბურჯანაძესთან სასამრთლოში შეხვედრა. თუმცა, მან მაინც მოახერხა ჩრდილის მიყენება ზოგ ოპოზიციონერზე, ესეც რა თქმა უნდა ვანო მერაბიშვილის უწყების მიერ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერების დახმარებით.

გაზაფხულზე "ჩაახშეს" მუხროვანი საკმაოდ საეჭვო აჯანყება. დააპატიმრეს რამდენიმე გენერალი და ოპოზიციურად განწყობიი სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. ოფიციალურმა თბილისმა იეჭვა, რომ მას კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან და აპირებდა ხელისუფლების ჩამოგდებას.

ივნისში კიდევ ერთი აგენტურული სკანდალი გაჩაღდა. საქართველომ ორ რუს დიპლომატს ქვეყანაშუ შესვა აუკრძალა. ისინი სამუშაოდ მიდიოდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სექციაში, რომელიც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს. ამ აკრძალვის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ამ ჩინოვნიკებს რუსულ სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი. ყველა ამ ჯაშუშურმა კამპანიამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ქართული საზოგადოება ავადმყოფურად ეჭვიანი გახდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კგბ-ყოფილი აგენტების ლუსტრაციის კანონის შემოღება დღის წესრიგში დადგა.

ამ ინიციატივის ავტორის, გია თორთლაძის აზრით, ეს სიახლე ყველა ჩინოვნიკს უნდა შეეხოს, განსაკუთრებით კი მაღალჩინოსნებს. თანაც, თანამდებობა უნდა დატოვონ არა მხოლოდ სპეცსამსახურების ყოფილმა აგენტებმა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყოფილები არასოდეს არიან, არამედ კომუნისტური პარტიისა ყოფილმა წევრებმაც. ისინი, თორთლაძის თქმით, დღემდე ცუდ ზეგავლენას ახდენენ ქართულ პოლიტიკაზე. საქართველოს საზოგადოება კი დიდ მოთმინებას იჩენს და უკვე მეჩვიდმეტე წელია ელის ლუსტრაციის კანონის შემოღებას. პროექტის პირველი ვარიანტი ჯერ კიდევ 2005 წელს იყომზად, წინა მოსმენის პარლამენტის დროს. ინიციატივა მოდიოდა რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიებიდან, რომელთან ერთადაც გამოდიოდა გია თორთლაძეც.

კანონის ახალი ვარიანტი უკვე მზად იქნება უახლოეს დროში და წარსდგება პარლამენტის წინაშე. "დოკუმენტი გულისხმობს დეკომუნიზაციას. 1991 წლიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთი ქვეყნებმა მიიღეს კანონი ლუსტრაციის შესახებ. ეს კანონი გახდა მოცემული სახელმწიფების დემოკრატიის გარანტი. მოცემული მაგალითები გვიჩვენებს, რომ ცივილიზებული განვიტარებისა და უსაფრთხოების გზა ითხოვს ამ კანონის შემოღებას",- აღნიშნა თორთლაძემ.

"ყოფილები" თავად უნდა გადადგნენ, თუკი მათი თანამდებობა კანონსპროექტის მიერ განსაზღვრულ სიაში აღმოჩნდება. თუკი ისინი თვითნებურად არ იტყვიან თანამდებობაზე, მაშინ სპეციალური სახელმწიფო კომისია გაამხოვანებს მათ სახელებს.

კანონპროექტის კრიტიკა უკვე ძვირად უჯდებათ თამამებს, პოლიტიკოსმა რამაზ კლიმიაშვილმა თავს უფლება მისცა, რომ მისი ეფექტურობის თაობაზე ეჭვი გამოეთქვა და მაშინვე წამოვიდა მისი მისამართით ბრალდებები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გია თორთლაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ფლობს დოკუმენტს, რომელის თანხმადაც რამაზ კლიმიაშვილის "იქაური" სახელი არის საშა. მისი თქმით კანონპროექტი არა მარტო რუსეთს აღიზიანებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებიც მის სპეცსამსახურებზე მუშაობენ.

კლიმიაშვილმა თორთლაძის სიტყვებს სასაცილო უწოდა. "როგორც ჩანს, აგენტების სიაში მოვხვდი იმიტომ, რომ საბჭოტა კავშირის დროს საზღვარგარეთ გასვლის უფლებას მაძლევდნენ, რადგანაც ინგლისელი მეუღლე მყავდა. მაშინ თვლიდნენ, რომ კომუნისტური რეჟიმის ამის უფლებას მხოლოდ საკუთარ აგენტებს აძლევდა",- განმარტა მან. სხვათა შორის, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ის ცდილობს არ უპასუხოს მოსკოვურ ნომრებს.

თავად თორთლაძეს, კი პოლიტიკოსის აზრით, მთელი საქართველო ვერ იტანს, რადგანაც ის "გამყიდველია". შეგახსენებთ, რომ ქართველ მთამსვლელთა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი პარლამენტში მოხვდა 2004 წელს ნაციონალების სიით. შემდეგ ის ოპოზიციაში იყო. ჯერ ირიცხებოდა სალომე ზურაბიშვილის პარტიაში, შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილს შეუერთდა.

2008 წლის 21 მაისის არჩევნების შემდეგ ის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო, ვინც უარი არ თქვა პარლამენტში შესვლაზე. ამ ბოლო თვეებში თავად თორთლაძე აცხადებს, რომ არი ხელისუფლების კონსტრუქციულ ოპოზიციაშიმ რადგანაც იბრძვის სამართლიანობისთვისა და კანონიერებისთვის.

არასაპარალამენტო ოპოზიცია თორთლაძეს ხელისუფლებასთან შეკვრაში ადანაშაულებს. რამაზ საყვარელიძის აზრით, ლუსტრაციის კანონის გამოყენება ხელისუფლებას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად სურს. მან ასევე სეგვახსენა, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად ხელისუფლება ოპოზიციონერებს რუსეთზე მუსაობაში ადანაშაულებდა. "ჩემი აზრით ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება სწორედ ამ თემის გაგრძელებაა.

ვფიქრობ, რომ ეს კანონი აუცილებლად ამოქმედდება, თუმცა რამდენად კანონიერად იქნება გამოყენებული ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია, განსაკუთრებით უსამართლო ხელისუფლების ხელში",- განმარტა საყვარელიძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100