RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სჭირდება თუ არა საქართველოს გუანტანამოს პატიმრები?

26.08.2009  |  10:42

3762.jpegგასული შაბათ-კვირის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ჟურნალისტები ბევრ ფიქრობდნენ თავიანთ კურთხეულ ქვეყანაში გუანტანამოს პატიმრების განთავსების პერსპექტივებზე. არეულ საქართველოში მხოლოდ პატიმრებიღა აკლდათ. ხელისულფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ, მაგრაც არც უარყოფენ საერთაშორისო დამნაშავეების შეფარების შესაძლებლობას. ქართველი ექსპერტების აზრი კი იყოფა.

"რუსთავი 2"-მდა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება საქართველომ და ამერიკამ ითანამშრომლონ პენიტენციალურ სფეროში და თბილისი მზად არის დაეხმაროს ვაშინგტონს ყოფილი ტერორისტების თავის ტერიტორიაზე მიღებაში. ჟურნალისტები იშველიებდნენ სოლიდური გამოცემის The Washington Post ინფორმაციას.

ამერიკული გაზეთი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშრებით "ვაშინგტონმა წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები თბილისთან".

სტატიაში საუბარია, რომ ბარაკ ობამას 2010 წლის იანვრის თვისთვის გუანტანამოს ციხის გაუქმების პირობა დადო, რომელიც შექმნა მისმა წინამორბედმა ჯორჯ ბუშმა ტერორიზმტან ბრძოლის დროს დაკავებულების განსათავდებლად. "დაახლოებით 80 პატიმარი უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლებს, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებას სირთულეები შეექმნა იმ ქვეყნების ძიებისას, რომლებსაც მათი მიღება შეუძლიათ. ამას გარდა, ხელისუფლება კონგრესის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა, რომელსაც არ სურს ყოფილი პატიმრების ამერიკის ტერიტორიაზე დატოვება",- აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოში უკვე გამოთქვეს დახმარებისთვის მზადყოფნა. ინტერვიუს დროს ქართველი მაღალჩინოსნები ხუმრობდნენ კიდეც, რომ თბილისი მზად არის გუანტანამოს ყველა ტყვის მისაღებას, თუკი ამერიკა საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს",- იუწყება გაზეთი. გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბარაკ ობამას დახმარება გადაწყვიტეს და თანახმა არიან,რომ ყოფილი პატიმრები თავიანთ ტერიტორიაზე განათავსონ. როგორც სოლიდური ამერიკული გამოცემა იუწყება, გუანტანამოს 540 პატიმარი გადასცეს უკიდურეს შემთხვევაში 30 ქვეყანას. 229 ადამიანი კვლავ იქ იმყოფება. ვისი მეორე სამშობლო გახდება საქართველო - გასამართლებული ტერორისტების, რომლებიც უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ არც თავიანთ ისტორიულ სამშობლოს და არც ამერიკას არ სურთ მათი მიღება?

რიტორილუკი კითხვაა. თუკი გავითვალისწინებთ თბილისის სიყვარულს ვაშინგტონისადმი, ამ სამხრეთ კავკასიული ქვეყნის ხელისუფლება ამერიკის ნებისმიერ წინადადებას დათანხმდება. ჟურნალისტებმა ვერაფრით მოახერხეს ქვეყნის ხელისუფლებისგან ზუსტი პასუხის მიღება: არის თუ არა შეთანხმება ამ პატიმრების მირების შესახებ? საქართველოს შსს-ს ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს ეს ინფორმაცია არც უარუყვია და არც უღიარებია.

დეპუტატი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას. მისი თქმით, აუცილებელია გარკვევა, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ფაქტი საერთასორისო სამართალს ან ქარტულ კანონმდებლობას. "თუკი არ იქნება არანაირი წინააღმდეგობა, საქართველო თავისუფლად შეძლებს ამერიკის დამხარებას, როგორც ეს არაერთმა ქვეყანამ გააკეთა, მაგალითად - დიდმა ბრიტანეთმა",- თვლის პარლამენტარი.

ვერც თემურ იაკობაშვილმა თქვა რაიმე კონკრეტული. "ჩვენ მხოლოდ ამერიკის თხოვნის განხილვის მზადყოფნა გამოვთქვით. თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება, მაშინ თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე განვიხილავთ: ერთი საქმეა, როდესაც საუბარია ტერორისტე, სხვა საქმეა კი როდესაც ვეხებით ადამიანს, რომელიც შეცდომით დააკავეს. აფხაზეთმა არ ინერვიულოს. რისთვის დავუსევთ მას "თალიბანს"?! - უკბილოდ იხუმრა იაკობაშვილმა.

მოკლედ ამ საკითხის თაობაზე თბილისში სიჩუმეს ინარჩუნებენ. მანამდე კი ხელისუფლებას მოუწევს ხალხის კითხვაზე პასუხის გაცემა - რაში სჭირდებათ დამნაშავეების შეფარება ისედაც არეულ ქვეყანაში? გვახსნდება ამბავი, როდესაც სააკაშვილი მორიგი პიარ-სიტყვის დროს განაცხადა: "ახლა რუსეთში ორგანიზებული დანაშაულის ლიდერების 90 პროცენტი ქართველია. რუსეთში ჩვენი მთავარი ექსპორტი ღვინო კი არა კანონიერი ქურდები, დამნაშავეები და სხვა ასეთი ელემენტები არიან". ნუთუ ასეთივე სიტყვას წარმოთქვამს პრეზიდენტი სწორედ ასეთი ელემენტების საქართველოში შეშვების თაობაზე?

ქართველი ანალიტიკოსების აზრი, რომლებსაც ამ სკაითხზე მეტად ქვეყნის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ადარდებთ, გაიყო. როგორც ქართული მასმედია იუწყება, სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე თვლის, რომ ამერიკული ბაზიდან პატიმრების საქართველოში გადმოყვანა მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელიც ნაკლებ შესაძლებელია. მისი აზრით, მსგავსი საუბრების დაწყების მიზეზი გახდა ამერიკაში დაწყებული შიდაპოლიტიკური ბრძოლა. ასეთი საკითხების წინ წამოწევისას ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ებრძვის ბუშის ადმინისტრაციის დანატოვარს.

"გუანტანამოს საკითხი შიდაამერიკული პროცესიც არის. მე არ ვთვლი, რომ ეს საკითხი სერიოზულად განხილვის ღირსია. ახალი ადმინისტრაცია დიკ ჩეინს და საერთოდ მთელ ყოფილ ადმინისტრაციას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალეს ბუშს, რათა ამოეწყვიტათ თალიბები. ეს უფრო მეტად ამერიკული სკანდალია",- დაასრულდა საუბარი კახა კაციტაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილის აცხადებს, რომ ამ პატიმრების მიღებამ შეიძლება საქართველოში ტერორიზმის საშიშროება გაზარდოს. რა თქმა უნდა, ეს კავკასიაში მათი განთავსება ამერიკისთვის პოლიტიკური თემაა. "თუკი ქართველ მაღალჩინოსნებსა და ამერიკის ადმინისტრაციას შორის მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ სკაითხზე, მაშინ გამოდის, რომ ეს ამერიკისთვის პოლიტიკურად ხელსაყრელი საკითხია. ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები ბევრ რამეში ავალდებულებს საქართველოს. შეიძლება, ეს საკითხიც ერთ-ერთი მათგანია",- აცხადებს სესიაშვილი.

მისი აზრით, ასეთი საკითხი მხოლოდ სამთავრობო დონეზე არ უნდა გადაწყდეს. მის განხილვაში უნა ჩერთონ ექსპერტები, უნდა აიწონ-დაიწონ შესაძლო შედეგები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100