RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სამხედროებს გამოუწერეს ჯარიმა არაპატრიოტულობისთვის

27.08.2009  |  11:05

3773.jpegსაქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა 100-ზე მეტ ყოფილ სამხედრო მსახურს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა პასუხისგებაში მიეცა ისინი, ვინც გაწყვიტა კონტრაქტი გასული წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა 1000. ახლა მათ უნდა გადაიხადონ თავიანთი არაპატრიოტულობისთვის, ან გამგელებული კრიზისის გამო. როგოც ჩანს, მოსახლეობისგან ფულის გამოტყუების სხვა მეთოდი ვერ იპოვეს. ექსპერტები და სამართალდამცავები გაოგნებულები არიან და თავიანთი პოზიცია ჩვენს კორესპონდენტს გაუზიარეს.

თავდაცვის სამინისტრო თითოეული ყოფილი სამხედროსგან ითხოვს 30-40 ათასი ლარის გადახდას. უკვე დღეს ქართულმა მასმედიამ მომხდარის რამოდენიმე ვერსია შემოგვთავაზა. გაზეთ რეზონანსში აღნიშნულია, რომ კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის შემთხვევაში სამხედრომ უნდა გადაიხადოს 15 ათასი ლარი, თუმცა თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ის ორმაგდება. ხოლო საერთოდ გადაუხდელობის შემთხვევაში სამხედრო მსახურს ელის დაპატიმრება.

სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებების დროს, საჭირო ორგანიზების არარსებობის გამო სამხედროები ტოვებდნენ ბრძოლის ველს და მიუხედავად იმისა რომ მიდიოდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, დეზერტირებად სახელდებოდნენ. სწორედ ეს გახდა ბევრი კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის მიზეზი. თავდაცვის სამინისტრო ჯერ თავს იკავებს კომენტარებისგან.

პრესის სხვა წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ასე დაახლოებით 1000 სამხედრო მოიქცა. ნუთუ ყოფილი სამხედროების ასეთი შევიწროვება არ გამოიწვევს მოქმედ ჯარში უკმაყოფილების აფეთქებას? ღანაც უცნაური მუხროვანის აჯანყების ექოც ხომ არ გაჩერებულა ჯერ, რომელშიც ხელისუფლება რათქმაუნდა რუსეთს ადანაშაულებდა. სწორედ ამ დღეებში მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა სასამართლო გადაიდო პირველ სექტემბრამდე.

ოპოზიციამ მაშინვე უწოდა მუხროვანის ბუნტს სპექტაკლი, რომელიც სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დადგეს. ეს ყველაფერი მიმართული იყო შევარდნაძჳს დროინდელი ჯარის დისკრედიტაციისთვის. ახლა ყოფილ სამხედროებს კვლავ ასამართლებენ. შეძლებენ კი კონტრაქტზე მომუშავეები ჯარიმის გადახდას? რამდენად კანონიერია ეგრეთწოდებულ დეზერტირებთან ბრძოლის მეთიოდები? ჩვენმაკორესპონდენტმა ამაზე პასუხის გაცემა ქართველ ექსპერტებს თხოვა.

სამხედრო ექსპერტი გია მელითაური ამბობს, რომ კონტრაქტის გაფორმების დროს, რა თქმა უნდა, გათვალიოსწინებულია ვალდებულებები, რომლებიც კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგაც უნდა შესრულდეს. გათვალისწინებულია ასევე სანქციები კონტრაქტის გაწყვეტისთვის. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ მითითებული თანხები ძალიან ბევრია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ისინი ვერ შეძლებენ ასეთი ჯარიმის გადახდას. მელითაური თვლის რომ ხელისუფლება აღარ გაამწვავებს ამ საკითხს და ყველაფერი დროთა განმავლობაში დამშვიდდება.

კითხვაზე - მართლა ამდენმა სამხედრო მსახურმა დატოვა თუ არა ჯარი აგვისტოს მოვლენების შემდეგ? - ექსპერტმა გვიპასუხა, რომ სამხედრო წრეებში დიდი უკმაყოფილება იყო ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების გამო. მუხროვანის აჯანყებამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ხელმძღვანელობაში მიმდინარე ქაოსმა სამხედროებს თავიანთი ვალის შესრულების საშუალება არ მისცა. ომის დასრულების შემდეგ ბევრმა მადგანმა საქმიანობის სფეროს შეცვლა გადაწყვიტა.

იურისტი ლია ხუროშვილი თვლის რომ სამხედროებს ად ათავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ქონტრაქტი მონურია. "კონტრაქტი ისეთ პირობებს შეიცავს, რომლებიც აშკარად დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგებეა მოქმედ კანონმდებლობას. მაგალითად, კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში მისი გაწყვეტისთვის დაწესებულია ზედმეტად მაღალი ჯარიმები. ზემოთ აღნიშნული პუნქტი პრაქტიკულად არ აძლევს სამხედროს იმის საშუალებას, რომ გაასაჩივროს ის რადგანაც მითითებულია, რომ ამის განხილვა სასამართლოში აკრძალულია. ესეთი კონტრაქტებით სამხედრო მსახურები მონებს გაუთანაბრეს",- აღნიშნავს იურისტი.

სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე აღნიშნავს : "თული კონტრაქტში რაიმე დისკრიმინაციული პირობები იყო მითითებული, ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს". მან ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს შემდეგ ბევრს მართლაც გური აუცრუვდა ჯარზე და გაწყვიტა კონტრაქტი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი უნდა დაისაჯოს. ის თვლის, რომ თუკი ხელისუფლება შეძლებ ხალხისთვის ახლაი ჯარის კონცეფციის ახსნას, ასეთ პრობლემებთან მას აღარ მოუწევს შეჯახება.

ადვო კატი გელა ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ კონტრაქტის პირობები წინასწარვე ცნობილი იყო. ანუ სამხედროებმა იცოდნენ, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში მათ ჯარიმები ელოდათ. " თუმცა, სამხედრო ქმედებების დროს ბევრმა სამხედრომ დატოვა ბრძოლის ველი, მაგრამ ისინი ხომ დაბრუნდნენ ნაწილებში. ზოგი დააკავეს, ზოგიც გაასამართლეს, მაგრამ გაწყვიტეს მათთან კონტრაქტი. ახლა მათ ჯარიმებს გადაახდევინებენ. რამდენად სამართლიანია ეს? " , - აღნიშნავს ექსპერტი. ნიკოლაიშვილის აზრით, ხელისუფლებას ოსტატურად შეუძლია კანონით მანიპულირება.

ის ამბობს, რომ უმეტესობა ვერ გადაიხდის ამხელა თანხებს. თუმცა ხელისუფლება მათ არ დააკავებს, უბრალოდ ზეწოლით შეაწუხებს. კანონი ითვალისწინებს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი ვალდებულებია რიან გაყიდონ ქონება და გადაიხადონ ჯარიმა. თუკი ამ მომენტში მათ ასეთი ქონება არ გააჩნიათ მომავალში, როდესაც გაუჩნდებათ რაიმე, ხელისუფლება ამ ყველაფერს წაართმევს რათა დაიფაროს ჯარიმა.

ნიკოლაიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფრი სამხედრო მსახურებზე მორალური ზეწოლისთვის იყოს საჭირო. კონკრეტულ წრეებშიც რომ მოხდეს პროტესტი ეს უკვე ზღვაში წვეთი იქნება. ასობით კი არა ათასობით ხალხია უკმაყოფილო, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. თანაც დიდი ხმაურიც არ ატყდება, რადგანაც ვერავინ გარისკავს ყოფილი კოლეგებისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო.

გელა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს რომ ხელისუფლება ჯარზე მეტად პოლიციას ეყრდნობა. სამხედროების გამოყენება საკითარი მიზნებისთვის უკვე რთულია. თანაც ისინი უკვე გახდნენ იმ ფიასკოს მოწმეები, რომელიც ხელისუფლებამ განიცადა და აი ცდილობენ დააშინონ და გააფრთხილონ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მათ კანონის მთელი სიმკაცრით მოეპყრობიან.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100