RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რატომ ისვრიან საზღვარზე მარიამობა დღეს?

01.09.2009  |  09:46

3808.jpegაფხაზეთის აღიარების წლისთავის შემდგომი პირველი კვირა, არც თუ ისე მშვიდი გამოდგა. საქართველო არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას, ამტკიცებს ექსპერტთა საზოგადოება. მოსკოვი არასოდეს არ იტყვის უარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, კვლავ მკაფიოდ აგრძნობინებენ მსოფლიო თანასაზოგადოებას. ასე რომ, წინააღმდეგობა გარეპოლიტიკური უწყებების დონეზე სრულიად ბინებრივია. მხოლოდ ის არის სადარდებელი, რომ დიპლომატიური დაპირისპირებების ყოველ რაუნდს, საზღვრებზე სიტუაციის გამწვავება ახლავს თან. ახალი შეიარაღებული კონფლიქტი კი, არავის არ სჭირდება.

ერთი კვირის წინ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა აღიარების წლისთავი იზეიმეს. თბილისი, არც კი ცდილობს დამალოს საკუთარი გაღიზიანება. მოსკოვი ოპტიმიზმისა და მხარდაჭერის დემონტრირებას ახდენს ახალგაზრდა რესპუბლიკებთან მიმართებაში, მათ ხომ ამჟამად თბილისის გარეშეც ქვეყნის პრობლემები აქვთ. იმის იმედი, რომ წლისთავი სკანდალების გარეშე ჩაივლიდა არც არავის არ ჰქონდა. თუმცა, ამ რესპუბლიკებში არსედბული სიტუაცია - სულ სხვა სტატიის თემაა.

საერთაშორისო აუღიარებლობისა და პრობლემების შლეიფის მიუხედავად, რესპუბლიკებმა წლისთავი აღნიშნეს.

თუმცა შეუძლებელი იქნებოდა არ გაჟღერებულიყო საქართველოს თემა, როგორც „როსიისკაია გაზეტამ" აღნიშნა, ვლადიმერ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის პრესკონფერენციაზე. „რუსეთი მხარდაჭერას უწევს საქართველოს",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მაგრამ, უმალ იქვე დასძინა, რომ მსოფლიო სავალიუტო ფონდის წევრია რა ჩვენი ქვეყანა, „არც თუ ისე პატარ თანხებს გამოუყოფს ამ სტრუქტურას". შემდგომ სახსრები „შეჭირვებულებს შორის ნაწილდება, თანხების ნაწილი მათ შორის საქართველოსაც ხვდება". ამასთან ერთად პუტინმა განაცხადა, რომ: "ჩვენ არ ვართ დაინტერესებული საქართველოს დამცირებით, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ სტაბილური სიტუაცია იქნეს შექმნილი რეგიონში". რუსეთი არ დაუშვებს არანაირი რევანშის მცდელობას, გაფრთხილება გააკეთა პუტინმა. „ და რაც უფრო სწრაფად გაითავისებს ამ რეალიებს კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე, მით უფრო ადვილი იქნება საერთო მომავლის აშენება".- განაცხადა მან.

საქართველო რეალობასთან შერიგებას არ აპირებს. ასე, რომ რუსეთის პრემიერის სიტყვებს, საქართველოს გარეპოლიტიკური უწყების სპეციალური კომენტარი ერგო. „რაში მდგომარეობს „ფინანსური" ან კიდევ სხვაგვარი რუსეთის „დახმარება" საქართველო მიმართ, ჩვენ ნათლად ვიხილეთ 2008 წლის აგვისტოში. რუსეთის მხრიდან „დახმარების" რეზულტატი გახდა სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ათიათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი".- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისმა, ასევ ყურადღების აქცენტირება მოახდინა იმაზე, რომ მონაწილე ქვეყნების მიერ მსოფლიო სავლიუტო ფონდში შეტანილ საწევროებს, განკარგავს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო - უმრავლესობის გადაწყვეტილებით და არა რომელიმე ცალკე აღებული ქვეყანა. „ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი 2009 წლის 6 აგვისტოს საქართველოსთვის დამატებითი ფინანესბის გამოყოფას «Stand-by arrangements» დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ციტირებას ახდენს „როსბალტი"- მიუხედავად ამისა მსოფლიო სავალიუტო ფონდმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქარვთელოსთან დაკავშირებით".

ოფიციალური თბილისი აცხადებს „საწევროების წილობრიობის კონტექსტში ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლისას რუსეთის კონტრიბუცია და საქართველოსი ფონდის წინაშე ტოლფასია". შესაბამისად „რუსეთის პრეტენზია, რომ თითქოს და მას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო სავალიუტო ფონდში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა".

თუმცა დიპლომატიური ბატალიები ამით არ ამოწურულა. თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საქართველოს გაეროს რეზოლუციის პროექტი, ლტოლვილებთან დაკავშირებით, რომელსაც პრეტენდენციოზული სახელი აქვს:" საქართველოს აფხაზეთსა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რაიონში შიგნით იძულებით გადაადგილებულ და ლტოლვილ პირთა მდგომარეობა". რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს დოკუმენტი კონფრონტაციული ხასიათის მქონედ ჩათვალა, რომელიც მოწოდებულია კონკრეტულად ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება მოახდინოს იმ მიზნით, რომ რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა მოვლენებზე, რომლებიც რეგიონში განვითარდა გასული წლის აგვისტოში, თბილისის აგრესიული ქმედებების გამო.

„დღეს, როდესაც სიტუაცია სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ არასტაბილურია და დროა საჭირო, რათა დავიწყებას მიეცეს და განელდეს შარშანდელი ომის ჭრილობები, გაუმჯობესდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კავკასიურ რესპუბლიკებში და შეიქმნას რელური წინაპირობა ლტოლვილების დასაბრუნებლად. ამ ფონზე საქართველოს ინიციატივა კი, აშკარად პროვოკაციული ხასიათისაა, - თვლის რუსეთის გარეპოლიტიკური უწყება. - ამგვარი რეზოლუციის მიღება სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა იქნებოდა, რომელმაც წამოიწყო ომი - აგერსორად იქცა და ამიტომაც ეს კიდევ უფრო მეტად არსტაბილურ სიტუაციას გამოიწვევდა რეგიონში".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100