RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსი პრემიერის სიტყვები ძვირად ფასობს

01.09.2009  |  09:48

3809.jpegაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხმა მათი დამოუკიდებლობის აღიარება იზეიმეს. სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი რუსეთს მადლობას უხდიდნენ. რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა კი საქართველოს მისამართითაც გამოძებნა თბილი სიტყვები, როდესაც განაცხადა, რომ ფინანსური თვალსაზრისით მოსკოვი ირიბად ეხმარება თბილისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გავლით და არ არის დაინტერესებული საქართველოს დამცირებით.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობის მოპოვებისთვის დაღუპულთა მემორიალთან ყვავილების დაწყობა, ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის გაშვება, საზეიმო კონცერტები - ეს იმ კულტურული პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლებიც ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა.

სერგერი ბაღაფშმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და ნიკარაგუას ლიდერს დანიელ ორტეგას, ედუარდ კოკოითიმ კი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ.

ამასობაში კი თბილისი ბობოქრობდა. ქართული საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებდა რუსეთის ქმედებებს სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე და ამას უწოდებდა "საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დარღვევას". პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა დავითაიამ გაკიცხა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა, რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა კი აფხაზებსა და ოსებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მოსკოვს ამ გამონათქვამებზე საკმაოდ მშვიდი რეაქცია ჰქონდა. ედუარდ კოკოითთან შეხვედრაზე პუტინმა საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ თქვა, რის თაობაზეც მთელი მსოფიო უნდა დაფიქრდეს: "საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თუ რა წესებით ვიცხოვრებთ. ჩვენ ან ყველაფრის სათავეში დავაყენებთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ამ შემთხვევაში კოსოვო სერბეთს დაუბრუნდება, ან უპირველესად ჩავთვლით ერის თვითგამორკვევის უფლებას. მაშინ ეს უფლება უნდა გამყარდეს მცირერიცხოვანი ერების მხარდაჭერით, რომლებსაც დამოუკიდებლობა სურთ".

პუტინის თქმით, საერთაშორისო კავშირების ყველა წარმომადგენელი სულაც არ ხმარობს სუვერენიტეტს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მოვლენამ, რომელიც 26 მაისს მოხდა, ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიოში ვერ იქნება ორმაგი სტანდარტები. თუკი სერბეთის შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებამ გააუფასურა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, მაშინ საქართველომ უნდა ითამაშოს იმავე წესით. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უკვე დიდი ხანია სურთ დამოუკიდებლობა და .უსაფრთხო არსებობა., ამიტომაც საეჭვოა მათ რეაგირება მოახდინონ იაკობაშვილის "სტუმართმოყვარე" ჟესტზე. უფრო მეტიც, რუსი მესაზღვრეების მონაცემებით, სამხრეთ ოსეთში უკვე დაბრუნდა 6000-ზე მეტი ლტოლვილი საქართველოდან. ეს კი ძალიან ძვირფასი რამ არის.

ასეთივე ძვირფასია ის ჟესტი, რომელიც გაუკეთა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს. "მინდა მივაქციო ყურადღება, ტომ რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს,- გააოცა ყველა რუსმა პრემიერმა.- ის უზარმაზარ თანხებს იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ჩვენ კი მისთვის საკმაოდ დიდ თანხებს გამოვყოფთ, რომლებიც შემდეგ საჭიროების მიხედვით ნაწილდება სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც". ამასთანავე, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხოლოდ აღიარება არ კმარა, ბევრი რამის გაკეთება არის კიდევ საჭირო, შეიძლება ყველაფრის ნულიდან დაწყბაც კი კარგი იყოს, რათა ხალხმა გაიგოს, რომ მათ ცხოვრებაში მართლაც იცვლება ბევრი რამ უკეთესობისკენ. "ჩვენ დღეს იმისთვის კი არ შევხვდით, რომ გასული წლის დასკვნები გამოვიტანოთ, არამედ იმისთვის, რომ დავსახოთ უახლოესი მომავლისთვის პროგრამები, მას შემდეგ რაც დაისადგურა სიმშიდემ, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტიებიც",- აღნიშნა პუტინმა.

სამწუხაროდ აფხაზებისა და ოსებისთვის ძვირფას დღეს ინციდენტების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. დღისით ცხინვალში აფეთქების ხმა გაისმა. ინციდენტი მოხდა მუსიკალური სკოლის ახლოს, არავინ დაშავებულა. სამხრეთ ოსეთში ამბობენ, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების ნახელავია.

ასეა თუ ისე, ზეიმი ახალგაზრდა რესპუბლიკებში შედგა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე მეორე წელი დაიწყო, რომლის შესახებაც სამხრეთ კავკასიის ორი აფხაზეთის ლიდერები დიდ გეგმებს აწყობენ.

(ფოტო: Reuters)

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100