RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სომხეთი და თურქეთი რიგდებიან. რას უნდა ელოდეს საქართველო?

02.09.2009  |  09:49

3824.jpegანკარა და ერევანს შორის დაახლოვების პერსპექტივები ისახება. შვეიცარიის შუამავლობით დღეს ექვს კვირიანი „შიდა პოლიტიკური კონსულტაციები" დაიწყო. ეს გადაწყვეტილება კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების დასტურია. საკითხი განსაკუთრებულად რთულია: რეგიონის ყველა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ძალზედ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ექსპერტთა შეფასებები სხვადასხვაგვარია. ჯორჯიათაიმსის კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია თუ როგორ აისახება აბდულა გიულის და სერჟ სარგისიანის მეგობრობა საქართველოს ეკონომიკაზე, რომლის სატრანზიტო ფუნქცია უნიკალურია სომხურ-თურქული საზღვრის დაკეტვის გამო.

დაგეგმილი კონსულტაციები, ორი დოკუმენტის ხელოსაწერად მოზადებასთანაა დაკავშირებული - „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმი" და „ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ოქმი". როგორც ნათქვამია ქვეყნების სომხეთის, თურქეთის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინიტროების განცხადებაში, მოლაპარაკების მონაწილეებმა „ჩაატარეს ინტენსიური სამუშაოები ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების და მათი კეთილმეზობლური განვითარების მიზნით. რითაც განმტკიცდება მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელს რეგიონში".

„ორივე მხარემ საგრძნობ პროგრესსა და ურთიერთგაგებას მიაღწია ამ პროცესებში, ასევე მათ მოილაპარაკეს ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელ ყოვლისმომცველ ჩარჩოებზე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის. ამ კონტექსტში განისაზღვრა საგზაო რუქა. ეს შეთანხმებული საფუძვლები, პოზიტიურ პერსპექტივას ქმნიან პროცესის გასაგრძელებლად".- ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საზრვრის გახსნაზე ჯერ არ არის საუბარი, მაგრამ პერსპექტივები ამისათვის უდაოდ არსებობს. როგორც რია ნოვოსტი იტყობინება, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცმა ახმად დავუტოგლუმ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად კონსულტაციების დაწყების შეთანხმების მიღწევის კომენტირებისას, განაცხადა, რომ თურქეთი ამ ეტაპზე არ გეგმავს საზღვრის გახსნას მეზობელ სომხეთთან. „თურქეთის მიზანია - საუკეთესო ურთიერთობების განვითარება საკუთარ მეზობლებთან და კავკასიაში სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება".- განუცხადა დავუტოგლუმ ტელეკომპანია „ნტვ"-ს.

ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში დაწყებულმა თურქულ-სომხურმა დიალოგმა, ბაქოს შეშფოთება გამოიწვია. კონფლიქტმა მთიანი ყარაბახის გარშემო სომხეთსა და აზრბაიჯანს შორის ის შედეგი გამოიღო, რომ თურქეთმა ჩაკეტა საზღვარი სომხეთთან. და აი 2008 წლის 6 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა პირველად მოინახულა ერევანი სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიწვევით, საფეხბურთო მატჩის საყურებლად სომხეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის. სწორედ იქ შედგა ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელის შეხვედრა, რასაც თურქეთში „ისტორიული მოვლენა" უწოდეს. ამ ვიზიტმა „საფეხბურთო დიპლომატიის" სახელწოდება შეიძინა.

თუმცა სომხეთში არც ისეთები არიან ცოტა, ვინც სკეპტიკურად უყურებს სომხურ-თურქული ურთიერთობების დათბობას. ისინი თვლიან, რომ სომხეთი გაუმართლებლად დიდ დათმობებზე წავიდა თურქებთან და სამაგიროდ ვერაფერი არსებითად მნიშვნელოვანი ვერ მიიღო. თანაც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომხების მასობრივი მკვლელობის საკითხი, დღემდე მთავარი წინააღმდეგობაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე. თურქეთი კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ საუკუნის დასაწყისის სისხლიან მოვლენებს გენოციდი ეწოდოს, რასაც დაჟინებით მოითხოვს სომხეთი. მაგრამ სომხეთის ლიდერის აზრით საერთო ისტორიული წარსულის შეფასებებმა, ხელი არ უნდა შეუშალონ ურთიერთობების აღდგენას.

თურქეთთან დაახლოების მომხრეები, პირიქით თვლიან, რომ ერევანს არაფერი მნიშვენელოვანი არ გაუწირია, განსაკუთრებით ყარაბახის პრობლემასთან დაკავშირებით, ეკონომიკური დივიდენდები კი, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ისტორიული წყენა. ეს ყველაფერი ეწერება რესპუბლიკის ხელისუფლების სტრატეგიაში, რომელიც როგორც სააგენტო ინსნა იტყობინება, არ მალავს, რომ აპირებს გადააქციოს სომხეთი ტრანზიტულ სახელმწიფოდ. სომხეთი გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რომელიც საშუალებას მისცემს მას გამოვიდეს იზოლაციიდან. ამ ყველაფერს დასაბამს მისცემს ჩრდილოეთ-სამხრეთის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს სომხეთსა და ირანს. ამ პროექტის საშუალებით ერევანი გეგმავს სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვაზე და ენერგომატარებლებზე გავიდეს. ჯერჯერობით სომხეთის რკინიგზას მხოლოდ საქართველოს შავი ზღვის პორტებთან აქვთ გასასვლელი.

news.am ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნება თურქეთთან საზღვრის გახსნას, სომხეთის პრეზიდენტმა უპასუხა:"თუ კი თქვენ გინდათ მონაცემები ციფრებში, მე რათქმაუნდა ვერ მოგცემთ ამგვარ შეფასებას. მიუხედავად ამისა, გარკვეული მონახაზი არსებობს. ძირითადად, ყველა ის ტვირთი რომელიც გადაიზიდება ხმელთაშუა ზღვით, შავი ზღვის გადაკვეთით - ორჯერ უფრო ზრდის ღირებულებას. შავი ზღვის გადაკვეთა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა გემებისათვის. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია თურქეთის ტერიტორიით გადავიტანოთ ტვირთი რკინიგზის საშუალებით და ეს ჩვენ გაცილებით იაფი დაგვიჯდება. ეკონომიკური მხრიდან ჩვენი მოგება თვალნათელია. ამას გარდა ვიტყვი 2010-11 წლებში უნდა დასრულდეს ფსკერზე ბოსფორის სრუტეში, თურქეთი-ბულგარეთის გვირაბის მშენებლობა, რომლითაც განხორციელდება სახმელეთო ტვირთგადაზიდვები და ჩვენ შევიძენთ საშუალებას ბორნების გარეშე გადავიტანოთ ტვირთი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. პლუს ამას, ჩვენი სარკინიგზო პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელოთ ტვირთგადაზიდვები აზიური რეგიონებიდან თურქეთსა და ევროპაში".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100