RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია: ბრძოლა დემოკრატიისთვის თუ თბილისის მერის სავარძელი?

02.09.2009  |  12:17

3826.jpegქართული ოპოზიცია აპირებს საპროტესტო აქციების განახლებას შემოდგომისთვის. ამის შესახებ აცხადებს ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი. ზაფხულის თვეებში ქართველების გადაეჩვივნენ მიტინგებსა და საპროტესტო აქციებს. როგორც ჩანს, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებას ზალები დაატოლოს თბილისის მერის არჩევნებზეც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება დრო მოიგო და ახლა შეუძლია 2013 წლის მოლოდინის რეჟიმში იცხოვროს?

საქართველოს ოპოზიცია განაცხადებს თავისი გეგმებისა და სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის სამომავლო ტაქტიკაზე. ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს. ეკა ბესელიამ აღნიშნა: "ახლა მიმდინარეობს ჩვენი გეგმების ძალან აქტიური განხილვა".

საქართველოს კონსერვატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვტილი, რა ფორმით, რა რიცხვიდან და როგორი გრაფიკით ჩატარდება ოპოზიციის საპროტესტო აქციები. ამასთანავე კონსერვატორები პირობას დებენ, რომ შემოდგომა არც ისე მშვიდი იქნება.

ნინო ბურჯანაძემ ჟურანლისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია ისე გააგრძელებს მოქმედევას, როგორც გახდება აუცილებელი რადიკალური და რეალური ცვლილებების მისაღწევად. ზაფხულის ბოლომდე, მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები ჩაატარებენ რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრას.

პირველ სექტემბერს ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სულ მალე გამოაქვეყნებს სერიოზულ კომპრომატებს მხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა რევოლუციურმა მოკავშირემ დაიმუქრა, რომ იბრძოლებს სანამ ცოცხალია და სანამ მას ფიზიკურად არ გაანადგურებენ.

ოპოზიცია სააკაშვილის დემოკრატიის ხელყოფაში და ქვეყანაში დიქტატორული, პოლიციური რეჟიმის დამყარებაში ადანაშაულებს. ექსპერტების რგი თვლის, რომ ბევრ ოპოზიციონერს სააკაშვილტან პირადი ანგარიშის გასწორება სირს. აგვისტოში დააკავეს ეკა ბესელიას ვაჟი და ძმა. მისი შვილი რატი მილორავა თავდებით გაათავისუფლეს, მის ძმას კი 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

მოკლედ, ნინო ბურჯანაძის დაპირებული კომპრომატები ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. მისი დღევანდელი პრეს-კონფერენცია მიეძღვნა ბაჩო ახალაიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას. როგორ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მსგავსი საკადრო პოლიტიკით ის ზიანს ატენებს ქვეყნის უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობასაც.

"ამერიკაში ვიზიტის დროს მე თავად გავხდი იმ შეწუხების მოწმე, რასაც გამოთქვამდნენ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მაოდგილედ დაინიშნა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს, სააკაშვილის გადაწყვეტლეით კი ახალაია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს",- განაცხადა ბურჯანაძემ. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, სააკაშვილის შეძლება არმიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, შსს-ს დაქვემდებარებას და პოლიციურ ქვედანაყოფად გარდაქმნას.

თავდაცვის მინისტრის დანიშვნა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. თითქოს სააკაშვილმა გამიზნულად გააღიზიანა ძლივს დამშვიდებული ოპოზიცია. სწორედ ბაჩო ახალაიას სდებს ბრალს ოპოზიცია ეგრეთ წოდებული ზონდერ-ბრიგადების შექმნაში.

გიორგი ხაინდრავას განცხადებით, საქართველო სამოქალაქო აფეტქების წინაშე დგას. მისი თქმით, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს სააკაშვილს და მიც კრიმინალურ გარემოცვას. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ უკიდურესი რადიკალიზმით შიძლება ამ ხელისუფლების შეცვლა.

ამასთანავე, ზაფხულში გარკვეულად შეიცვალა ძალათა წყობა. თუკი ადრე ქართველების დიდი სიყვარულით და მხარდაჭერით სარგებლობდა ირაკლი ალასანია, ახლა ხალხი უპირატესობას ლევან გაჩეჩილაძეს ანიჭებს. ამის დასტური იყო "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელშიც 495-მა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. ლევან გაჩეჩილაძემ მოაგროვა 6,23 ქულა. მეორე ადგილზე არის ირაკლი ალასანია 5,99 ქულით. მესამე ადგილი დაიკავა გუბაზ სანიკიძემ - 5,68. რეიტინგში ძველებურად ბოლო ადგილები ხვდათ ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ნოღაიდელს.

გამოდის, რომ ჯერჯერობით მთელ თავის ძალებს ოპზოიცია ერთმანეთთან ბრძოლაში ხარჯავს. სააკაშვილი არ აპირებს პოზიციების დათმობას. როგორც ქართველი ექსპერტები თვლიან, მან შეიძლება გაიმეტოს მუნიციპალური ხელისუფლება. რაც არანაკლედ მნიშვნელოვანია. ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისის მერის პოსტის მიღების იმედი აქვთ. პირდაპირი არჩევნები ტარდება 2010 წლის 30 მაისს.

უნდა აღინიშნოს, რომ მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარებას სააკაშვილი ჯერ კიდევ აპრილში დათანხმდა. მაშინ ოპოზიციამ ამ წინადადებას კომენტარებიც კი არ გაუკეთა. ოპოზიციის თითოეული ლიდერი პრეზიდენტობას უმიზნებდა. დღეს, ოპოზიციონერების ნაწილი ამ შეთავაზებას უფრო კონსტრუქციულად განიხილავს.

როგორც კონსერვატორების ერთ-ერთი მოღვაწე ბიძინა გუჯაბიძე აღნიშნავს, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა იმ პარტიასთან, რომლებმაც 9 აპრილის ორგანიზებაში მიირეს მონაწილეობა. მისი თქმით, კონსერვატიულ პარტიას ჯერ არ წარუდგენია კანდიდატი. რაც შეეხება სხვებს, გუჯაბიძის ინფორმაციით, კანდიდატურის წარმოდგენას აპირებს "ალიანსი საქართველოსთვის". საუბარია იმაზე, რომ ალიანსი ირაკლი ალასანიას წამოაყენებს, თუმცა გუჯაბიძის ცნობით, არც დავით გამყრელიძის კანდიდატურაა გამორიცხული.

ასე რომ უნებურად ჩნდება კითხვა: თუკი ოპოზიცია განაახლებს საპროტესტო აქციებს, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისად, ტანაც არა საპრეზიდენტო, არამედ სამერო?

ფოტო საიტიდან: shemodgoma.blogspot.com

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100