RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გამწვავება შავ ზღვაზე

02.09.2009  |  18:03

3830.jpegაფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გასცა ბრძანება, რომ გაეხსნას ცეცხლის ყველა იმ ქარტულ გემს, რომელიც დაარღვევს რესპუბლიკის საზღვაო საზღვარს. აი რაში გადაიზარდა საბოლოოდ ქართველი მესაზღვრეების მიერ აფხაზეთისკენ მიმავალი გემების დაკავების ისტორია. ახლა სოხუმი თბილისს დაემუქრა, რომ გააჩერებს ყველა გემს, რომელიც საქართველოს მიმართულებით ივის. პოლიტოლოგები თვალყურს ადევნებენ მოვლენების განვითარებას და იძლევიან რეკომენდაციებს.

მოსკოვის მიერ საზღვარო სფეროში სოხუმისთვის დამხრების აღთქმის შემდეგ, გუშინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი თავის ქმედებებით აიძულებს ახალგაზრდა რესპუბლიკას მიიღოს ადეკვატური ზომები. ამას მოყვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი, რის შემდეგაც სიტუაცია შავი ზღვის აკვატორიაში დაიძაბა. ქართული საგარეო საქმეთა უწყება გამოვიდა განცახდებით, რომელშიც აცხადებენ მზადყოფნას დაიცვან თავიანთი საზღვაო სფერო და ზღვაში რუსეთის ქმედებები აღკვეთას აპირებენ. საქმე ისაა, რომ კონფლიქტში მყოფი მხარეები სხვადასხვანირად უდგებიან პრობლემას. საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, რუსეთმა კი აღიარა ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მათთან ურთიერთობებს აწარმოებს.

ამიტომაც თბილისში თვლიან, რომ რუსების მიერ ნეიტრალურ წყლებში გემების გაცილება არის საქართველოს შიდა კანონმდებობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო დეპარტამენტის უფროსმა შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი გემი,რომელიც საქართველოს საზღვაო აკვატორიას დაარღვევს, იქნება დაკავებული. "ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები გარკევულად შეზღუდულია, მაგრამ ისინი დღითიდღე გაიზრდება და დაკავებების რიცხვი თითქმის ას პროცენტიანი გახდება".

მოსკოვმა პასუხი დაუყოვნებლივ გასცა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები, რომლებიც დისლოცირებულია ოჩამჩირეში, გადაყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე. ბაზის ხელმძღვანელობა უკვე იღებს ზომებს: ხდება ძალების მობილიზება, შეწყვეტილია განცალკევებით პატრულირება, ყველა გემმა შეიცვალა მარშრუტი და ერთმანეთის თანხლებით მოძრაობენ. უფრო მეტიც, სათვალთვალო სადგურები გადაყვანილია რეჟიმზე, რომელიც საშუალებას იძლევა ცეცხლი გაიხსნას ორ წუთში, გემები კი გამუდმებით აწარმოებენ რადიოგაცვლას ბაზასთან და ერთმანეთს შორის.

თბილისის განცხადებებზე რეაგირება სოხუმმაც მოახდინა. პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს მისცა ყველა იმ ქარტჲლი გემის განადგურების ბრძანება, რომელიც აფხაზეთის საზღვაო საზღვარს დააღვევს. ამასთანავე ბაღაფშმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მხოლოდ აფხაზეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე და ამასთან რუსეთის სამხედრო ძალებს არანაირი კავშირი არ ექნებათ.

თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ მარანიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკსი სამხედრო-საზღვაო ძალებს აქვთ ყველანაირი საშუალება იმისთვის, რომ აღკვეთონ ქართული გემების მეკობრული ქმედებები. მისი თქმით, აფხაზური ფლოტი დომინირებდა შავ ზღვაში ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზური ომის დროს 1992-1992 წლებში, მას შემდეგ კი რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალები შესაჩნევად გაიზარდა.

როგორც ჩანს, მოსკოვისა და სოხუმის ასეთმა მკაცრმა პასუხმა თბილისი დააფიქრა. მოგვიანებით სიტუაციის განმუხტვას ეცადა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს დაუპირისპირდეს რუსეთის ფლოტს, რომელიც აპირებს დაიცვას აფხაზური აკვატორია ქართული გემების მიერ სატვირთო გემების დაკავებისგან.

ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, საქართველო ახლა მართლაც ვერ გაბედავს კონფლიქტზე წასვლას. ექსპერტის ალექსანდრე ხრამჩიხინის აზრით ყველაფერი შემოიფარგლება წვრილი პროვოკაციებით. თუმცა მან გამოთქვა აზრი, რომ რუსეთისთვის საკმარისია აღჭურვოს აფხაზები უმცირესი საზღვაო ტექნიკით, საქართველოსა და აფხაზეთის დაპირისპირებაში ჩარევა კი არ ღირს.

რაც არ უნდა იყოს, თბილისის მცდელობა რომ გადაწყვიტოს რთული საკითხი დიპლომატიური გზით იმის იმედს გვაძლებს, რომ ახლანდელი კონფლიქტი არ გადაიზრდება რაიმე სერიოზულში. ქართველებს ყველაფრის გამოსწორების საშუალება 8 სექტემბერს მიეცემათ. ამ დღეს დანიშნულია გალში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრას და ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდს თვლის აფხაზეთი ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ დარჩენილ საშუალებად. ამასთანავე აფხაზეთში დიდი ილუზიები არც აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც დასავლეთისგან, რომელსაც სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ჯერ კიდევ არ მოჰყოლია საქართველოს ასეთ თავნება ფაქტს რეაქცია.

 

არტიომ გორბუნოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100