RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პოლიტოლოგი ინალ პლიევი: ჩვენ მივიღეთ მშვიდობა და უსაფრთხოება

03.09.2009  |  09:58

3847.jpegსამხრეთ ოსეთის განვითარება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა თავისი მიმდევრობით მიდის, ექსპერტები კი კვლავ აძლევენ შეფასებებს რუსეთის გადამწყვეტ ნაბიჯს - ოსი ხალხის დამოუკიდებლობის ცნობას. ჩვენი კორესპონდენტი დაუკავშირდა ახალგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებელ პოლიტოლოგს ინალ პლიევს.

-რა მიიღო სამხრეთ ოსეთმა რუსეთის მხრიდან აღიარების შემდეგ?

-პირველ რიგში ჩვენთან მშვიდობამ დაისადგირა. ჩვენ უკვე ერთი წელია მშვიდად ვცხოვრობთ და ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. კი, ჩვენი სახლები დაინგრა, კი, ხალხი ხანდახან მაინც ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობს. დაშავდა ჩემი, ჩემი ახლობლების და ნათესავების ბინებიც. მაგრამ მაინც ჩვენ მაინც მოვიშორეთ თავიდან დაძაბული სიტუაცია, სროლები, თავდასხმები, ბლოკადები, გატაცებები და ინფორმაციული ტერორი. ეს კი ძვირად ფასობს. ჩვენ ყველაფერს რუსეთთან ერთად აღვადგენთ. დაღუპილებს ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ ჩვენ მშვიდ გარემოში ცხოვრებას ვეჩვევით. ხალხს მშვიდად დაძინება შეუძლია და იციან, რომ მეორე დილას აუცილებლად გაიღვიძებენ. მშობლებს შეუძლიათ ბავშვები სკოლაში გაგზავნონ ისე, რომ არ ეშინოდეთ - დაბრუნდებიან თუ არა ისინი სახლში.

-თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა გასული წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება, განსაკუთრებით საქართველოს მიერ შავ ზღვაში გემების დაკავების ცნობის გაგების შემდეგ?

-ერთადერთი მხარე, რომელსაც ახლა ომის სურს, არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გერმოცვა. საქმე ისაა, რომ საქართველო ვერ მიაღწევს მიზანს საკუთარი ძალებით და ამიტომაც ცდილობს რეგიონში სხვა ქვეყნები მოიზიდოს. ახლა ქართული მხარე სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ჩათრევას ცდილობს. არა მგონია, რომ ამერიკა დიდ წინააღმდეგობას უწევდეს ამ ფაქტს, რაც ჩემში გარკვეულ შიშს იწვევს.

-მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის აღდგენა?

-აღდგენა ჩქარი ტემპებით მიმდინარეობს. ბევრი რამ არის დანგრეული, მაგრამ ამ საკითხში ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შევხედავთ პრობლემას. მაგალითად, ახლახან მე ვიყავი ბულგარეთში და ვაჩვენე ერთი და იგივე ობიექტების სურათები ომიდან სამი დღის შემდეგ და ახლანდელი გადაღებულები. მე მითხრეს, რომ განსხვავება უბრალოდ კოლოსალურია. სამწუხაროდ, შეუძლებელია ყველაფრის ერთ წელიწადში აღდგენა, რადგანაც ეს რტული და ხანგრძლივი პროცესია. ეს აქსიომა ბავშვებსაც კი ესმით. მაგრამ ზოგიერთი "ტრაგიკომიკური" პერსონაჟი ახლაც თავს სულელად გვაჩვენებს და ამბობს, რომ არ ესმით ეს უბრალოი საკითხი. ჩვენ არ ვმალავთ, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ პრობლემები მთელ მსოფლიოს აწუხებს და ახერხებენ მათ გადაჭრას. ახლა რესპუბლიკაში ბევრი ობიექტია, რომელთა აღდგენაც დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ თუკი ვინმეს სურს იმ ობიექტებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი, მან უკვე აღდგენილ ობიექტებსაც უნდა დაუტმოს ყურადღება.

-რა შეგიძლიათ თქვათ ცხინვალში მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის ვიზიტის შესახებ?

-შემიძლია ვთქვა, რომ იური ლუჟკოვი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მერი, ადამიანი, რომელიც მომავალში იყურება და რომელიც ყოველთვის თბილად ეპყრობა ჩვენს რესპუბლიკას. ჩვენ მაღალ შეფასება ვაძლევთ იმას, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს მოსკოვის მერმა და ედუარდ კოკოითის წინამორბედმა, ლუდვიგ ჩიბიროვმა, მოაწერეს სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი.

როგორც ცნობილია, ცოდნის დღემდე ცოტა ხნით ადრე ცხინვალში იმყოფებოდა მოსკოვის მერი. ლუჟკოვმა გახსნა მიკრორაიონი "მოსკოვური", რომელიც მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხებით აშენდა. მიკრორაიონში ასევე გაიხსნა თანამედროვე სკოლა და საბავშვო ბაღი. საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას, იური ლუჟკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ახალგაზრდა რესპუბლიკის დახმარებას. მოსკოვის მერის თქმით, ახლა რესპუბლიკაში მშვიდობიანი ცხოვრების დალაგების დრო დადგა. "როდესაც სამხრეთ ოსეთს რთული დრო ჰქონდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აშკარად ცდილობდა სამხრეთ ოსი ხალხის პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციების ჩახშობას, მოსკოველები გააზრებულად ეხმარებოდნენ რესპუბლიკას მატერიალური პრობლემებისას და ამას სუფთა გულით აკეთებდნენ,- განსაკუთრებულად აღნიშნა ლუჟკოვმა.- იმის სრული გააზრებით, რომ შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის მოწყვეტა იმ ისტორიული ფუნდამენტისგან, რომელიც ყოველთვის არსებობდა, რომლის ხელოვნურად გაწყვეტა ვერ მოხერხდა".

-ხომ ვერ მოგვიყვებოდით იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რომლითაც ვითარდება და მომავალში აპირებს განვითარებას რესპუბლიკის ეკონომიკა?

-ეკონომიკური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგანაც ეკონომიკა არის საფუძველი და პირველ რიგში მასზე ზრუნვა არის საჭირო. ახლა ხელისუფლებაში ფორმირებულია ამ სფეროში სპეციალისტების კომისია. შემუშავების პროცესშია სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. მე ვფიქრობ, რომ გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი რესპუბლიკა აირჩებს აქტიური სასოფლო სამეურნეო და საშუალო და წვრილი მეწარმეობის აქტიურად განვითარების გზას. სამხრეთ ოსეთს ასევე ნედლეულის მრეწველობის განვითარების პოტენციალი აქვს. თუკი აქცენტი გაკეთდება სწორედ ამაზე, მაშინ ჩვენი საქარმოები გამოუშვებენ პროდუქცია, რომელიც იქნება მოთხოვნადი.

 

არტიომ გორბუნოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100