RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ჟურნალისტები - მთავარი საფრთხე თბილისისთვის?

04.09.2009  |  10:04

3857.jpegგასული წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, მხოლოდ სახალხო დიპლომატიის დონეზეა შენარჩუნებული. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა რუსეთთან. გუშინ კი, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებისადმი მიძღვნილი „მრგვალი მაგიდა"-ც ჩაშლის პირას აღმოჩნდა. რუსული დელეგაციის წარმომადგენლები -პირველი არხის წამყვანი, რუსეთის საზოგაოებრივი პალატის წევრი მიხეილ შევჩენკო და გაზეთ „იზვესტიის" მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი - თბილისში არ შეუშვეს. თუ კი სახალხო დიპლომატიაც კი, ვერ მუშაობს საქართველოში შეფერხებების გარეშე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს ახალი კონფრონტაცია გარდაუვალია? ჯორჯიათაიმსის კორესპონდენტი შეეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო.

ინციდენტი აეროპორტში, არ გახდა სახალხო დიპლომატიისა და მოღვაწეობის შეწყვეტის სააბაბი. გუშინ, კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების დარგში საქართველო-რუსეთის საზოგადოებრივი კომისიის წევრი ალან კასაევი, რომელიც მესაზღვრეებმა საბედნიეროდ არ დააკავეს საზღვარზე და კომისიის ქართული ნაწილის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ. დღეს სასტუმრო „რედისონ"-ში მრგვალი მაგიდა შედგება, რომლის მიმდინარეობისასაც განხილული იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები.

როგორც, საქართველოს მხრიდან კომისიის თანათავმჯდომარე მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ყველა დაინტერესებული პოლიტოლოგები, ექსპერტები და პოლიტიკოსები. მისი თქმით „მრგვალი მაგიდის" მიმდინარეობისას განხილული იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, საქართველოს პროდუქციის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეთნიკური კონფლიკტების დარეგულირება და ასევე ლტოლვილების დაბრუნების პრობლემის მოგვარება.

როგორ შეფასებას აძლევს საქართველოს საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების გამოხტომას რუსი ჟურნალისტების მისამართით? გუშინ ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ანგარიშს არ უწევს საზოგადოებრივ აზრს. ოპოზიცია, რომელიც რამოდენიმე თვის განმავლობაში განუწყვეტლად ატარებდა მიტინგებს და არაერთგზის აცხადებდა, რომ აუცილებელია მოსკოვთნ ურთიერთობების დალაგება .

არაერთგზის დააფიქსირა ამგვარივე პოზიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მას ასაქართველოს სულიერ ლიდერადც აღიარებენ. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი, აგვიოსტოს მოვლენების შემდეგ, ორი ქვეყნის სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დაწყებას. თუმცა საქართველოს მასმედიაში დიდი ხანია გაჩნდა ჭორები, რომ ხელისუფლება დიდად კმაყოფილლი არ არის პატრიარქის მოღვაწეიბით, რომელიც ზედმეტადც აქტიურად აწარმოებს დიალოგს,, რუსეთის სასულიერო პირებთან.

სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განსაჯა ხელიდუფლების ქმედებები, რომლებმაც არ შემოუშვეს საქართველოში რუსი ჟურნალისტები. - საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების დარეგულირების დარგში. ამის შესახებ რია ნოვოსტის საქართველოს მხრიდან კომისიის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილმა შეატყობინა, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც გუშინ საპატრიარქოში შედგა.

„ამას შეგვიძლია სხვაგვარად მოზროვნეთა დევნა უწოდოთ. სხვა რა შეგვიძლია უწოდოთ ამას, თუ კი პატრიარქიც კი კიცხავს ამგვარ ქმედებებს? როდესაც ის აცხადებს, რომ ეს მიუღებელი ქმედებაა და არცერთი ოფიციალური სტრუქტურა არ აკეთებს არანაირ კომენტარს? მე ვთვლი, რომ ეს აძლევს რუსულ სპეც-სამსახურებს საბაბს, იგივენაირად მოექცნენ ქართველ ჟურნალისტებს"? თქვა გულაშვილმა.

ამასობაში სააგენტო „კავკაზ-პრესს"-ი სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ რუს ჟურნალისტებს საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს „საქართველოს კანონების არაერთგზის დარღვევის, ასევე აფხზეთისა და სამაჩაბლოს არალეგალურად მონახულების გამო". როგორც სააგენტოს წყარო იტყობინება კანონის მიხედვით, ქართულ მხარეს უფლება ჰქონდა დაეპატიმრებინა და დაეჯარიმებინა დამრღვევები, თუმცა კი მათი ქვეყნიდან გაძევებით შემოიფარგლნენ.

ერთი სიტყვით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება გაძლიერებულად მანიპულირებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით", რომელიც გასული წლის ოქტომბერში იქნა მიღებული. ეს კანონი ძირითადად გამიზნულია იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შეზღუდოს მსხვილი სამეწარმეო მოღვაწეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე და მოახდინოს უცხოელი მოქალაქეების გადაადგილების რეგლამენტირება. ამ კანონის სანქციის ქვეშ ხვდება, ყველა ის კომპანია რომელიც აპირებს, რომ აწარმოოს ან აწარმოებს ბიზნესს სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებში და ასევე ყველა ის ტურისტი ვინც დაისვენა აფხაზეთში.

ისევე როგორც მარავალი სხვა, მათ შორის ბოლო პერიოდამდე ეს კანონიც ქაღალდზე რჩებოდა. მაგრამ შესაძლოა იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ გაამართლა ოფიციალური თბილისის მოლოდინი, შესაძლოა იმისათვის, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე კანონის უზენაესობის დემონსტრირება მოეხდინათ, ან კიდევ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება შიდა პრობლემებიდან „გარე მტრებზე" გადაეტანათ, ერთი კი სახეზეა კანონი მთელი სიმძლავრით აამუშავეს. სწორედ ამის გამო წარმოიშვა შავი ზღვის აკვატორიაში შეტაკების საშიშროება. საქართველოს ხელისუფლებამ იმ გემების დაკავება დაიწყო, რომლებიც აფხაზეთისაკენ მიემართებიან. თავის მხრივ, ახლა უკვე აფხაზეთის მთავრობა აპირებს საპასუხო ზომების მიღებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100