RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სჭირდება კი მსოფლიოს კავკასიური ომები

07.09.2009  |  15:04

3877.jpegშავი ზღვის აკვატორიაში ახალი საერთაშორისო სკანდალი მომწიფდა. გუშინ რუსეთმა საქართველოს გაფრთხილება მისცა, აფხაზეთის სანაპიროსთან მესამე ქვეყნების გემების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. გამაფრთხილებელი განცხადება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენელმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესაძლო გამორებაც კი, არ გამორიცხა. თუმცა, მიუხედავად კონფრონტაციის მორიგი შემთხვევისა, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ახალ ომამადე კავკასიაში საქმე არ მივა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამჟამად არ გამორიცხავს შესაძლებლობას უახლოეს მომავალში საქართველომ ისევ სცადოს:" კონტიტუციური სამართლის აღდგენა" სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ანუ ჩატარდეს 2008 წლის აგვსტოს მსგავსი ოპერაცია, განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიციონმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალები კვლავ იზრდება და ძლიერდება, ამიტომაც ჩვენ არ გამოვრიცხავთ გარკვეული ხერხით „კონსტიტუციური სამართლის აღდგენის" მცდელობას, როგორც ეს იყო მითითებული 2008 წლის აგვისტოს ქართულ ბრძანებაში. ჩვენის აზრით ახლაც იგივე მეორდება".- განაცხადა ანატოლი ნოგოვიცინმა პრეს-კონფერენციაზე, იტყობინება „კავკაზსკი უზელი". მისი სიტყვებით, ამჟამადს რუსეთი მზად არის ადეკვატური პასუხი გასცეს საქართველოს იმ ოპერაციის განმეორების შემთხვევაში, როგორიც გასული წლის აგვისტოში ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლაპარაკების პროცესების დარგში - ბორის ჩოჩიევმა „ოსეთის რადიო"-სათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ კი გასული წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველო აიძულა მშვიდობა დაეცვა, ახლა საჭიროა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იძულებით დაადებინონ გარანტია, რომ სამხრეთ ოსეთს არ დაესხმება თავს.

„აფხაზეთს მან ამგვარი გარანტია მისცა. გასული წლის აგვისტოს მოვლენებისას მიხეილ სააკაშვილმა მიწერა ნიკოლა სარკოზის, რომ არ დაესხმება თავს აფხაზეთს. ამგვარი გარანტიები მას დღემდე არ მიუცია სამხრეთ ოსეთისთვის. ჩვენ თხოვნით მივმართეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აიძულონ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის შესახებ".- განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.

იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა საქართველო, აფხაზეთის სანაპირო წყლებში გემების დაკავების დაუშვებლობის შესახებ. როგოც რადიო სადგური „ეხო მასკვი" იტყობინება, ანდრეი ნესტერენკომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გემების დაკავებას „სამართლებრივი თავაშვებულობის აქტები" უწოდა. დიპლომატმა საქართველოს ქმედებები „აფხაზეთის სანაპიროს საზღვაო ბლოკადის მცდელობად" შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი მოქმედებები „სახიფათოა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის შესაძლო გამწვავების გამო, რამაც რეგიონში შესაძლოა სერიოზული შეიარაღებული ინციდენტი გამოიწვიოს".

თბილისმა პასუხი არ დააყოვნა. დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ თუ კი რუსეთი რელურად მოინდომებს ახალი აგრესიის განხორციელებას, ამას საქართველოს მხრიდან სპასუხო ქმედებები მოჰყვება და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებაც. როგორც ქართული მასმედია იტყობინება, სწორედ ასეთი პასუხი გასცა მალაშხიამ, ნესტერენკოს განცხადებას.

მიუხედავად ურთიერთ დაპირისპირების კიდევ ერთი გამოვლინებისა და მოსკოვის და თბილისის ოფიციალური წარმომადგენლების საკმაოდ მკაცრი რიტორიკისა, ექსპერტთა უმეტესი ნაწილი, კავკასიაში საომარი მოქმედებების განახლებას გამორიცხავს. ზოგიერთი მათგანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა როგორც იქნა მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას კავკასიასთან დაკავშირებით და ამ რეგიონიში მშვიდობის განმტკიცება - მხოლოდ დროის საკითხია.

ამგვარი ვერსიისათვის ანალიტიკოსების მორიგ არგუმენტად - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელიჩის ჯონ ტეფტის დღევანდელი გამოსვლა იქცა, იმის შესახებ ( ეს პრაქტიკულად ტეფტის დასამშვიდობებელი სიტყვა იყო, მისი საქართველოში დიპლომატიური მოღცაწეობის ვადა ამოიწურა) რომ ა.შ.შ. დიდი იმედებს ამყარებს უახლოეს მომავალში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნაზე. როგორც გაზეთი ვზგლიადი იტყობინება, ტეფტმა საკუთარი განცხადება „ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა, პუნქტი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.

2006 წლის ზაფხულში „ზემო ლარსი"-ს საკონტროლო გამშვები პუნქტი რემონტზე დაიკეტა. 2009 წლის მაისში რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ რეკონსტრუქცია დასრულებულია და რომ გზის გახსნა შესაძლებელია. თუმცა თბილისში ჩათვალეს, რომ საქართველო-რუსეთს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, გზის გახსნას არ აქვს აზრი. თუმცა, ერევანში ვიზიტრის დროს ( სომხეთი „ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო რუსეთიდან ტვირთს სომხეთი საჰაერო გზით ეზიდება -რედ.) საქართველოს პრტეზიდენტმა პირობა დადო: "ქართული მხარე მზად არის გახსნას გზა იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთი დათანხმდება ამას. მე მზადაც კი ვარ ეს საკითხი განვიხილო რუსეთთან ერთად. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ მზად ვართ გზა გავხსნათ არამარტო ტვირთგადაზიდვებისათვის, არამედ , სამგზავრო ტრანსპორტისათვისაც".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100