RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დამოუკიდებელი გამშუქებელი: ქართულ ხელისუფლებას პროვოკაციების გარეშე არ შეუძლია

08.09.2009  |  09:57

3884.jpegდღეს თბილისში დაუგეგმავი საქმიანი ვიზიტით ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ. მინისტრი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად აპირებს განიხილოს ტაკნერის "ბუკეტი" დაკავებისა და მისი კაპიტნისთვის, მაჰმედ ოზთიურქასთვის 24 წლის სასჯელის მინიჭების საკითხი. ამასთანავე, მასმედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული მხარე არ არის წინააღმდეგი გაუშვას კაპიტანი ჯარიმის გადახდის შემდეგ. როგორც ჩანს, ანკარა უკმაყოფილოა და მოქმედება გადაწყვიტა.

თურქეთი საგარეო საქმეთა უწყებამ ჯერ კიდევ გასულ კვირას გააკრიტიკა ტანკერის დაკავება და მისი კაპიტნისთვის ფოთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. საქართველომ დაარღვია საერთაშორისო საზღვაო სამართალი, ანკარა კი აპირებს მოახდინოს თბილისზე დიპლომატიური ზეწოლა თურქული გემის კაპიტნისთვის გამოტანილი განაჩენის შეცვლისთვის.

სწორედ ამ მიზეზით ჩავიდა თბილისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ.ის აპირებს შეხვდეს ქვეყნის პრემიერ-მინიტრს ნიკა გილაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს.

საინტერესოა, რომ დაცითოღლუს ვიზიტამდე მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველომ შეიძლება შეცვალოს ტანკერის კაპიტნისთვის გამოტანილი განაჩენი. სანაცვლოდ მას დააკისრებენ ჯარიმას 18 000 დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება გემის ეკიპაჟს, მისი 16 წევრი ქართულმა მხარემ უკვე გაათავისუფლა თავდებით. უახლოეს მომავალში მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდებიან. სხვათა შორის, მათ უკვე გაგვიზიარეს საინტერესო დეტალები. ტანკერის მფლობელმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ გემი დააკავეს სომალელი მეკობრეების სტილში- საერთაშორისო ზონაში, თურქული პორტი სინოპიდან 96 მილის მანძილზე, დაკავებისას ქართველი მესაზღვრეები იყენებდნენ კატერს, რომელსაც არანაირი ნიშანი არ ჰქონია, რაც დაამტკიცებდა, რომ ის საქართველოს სახელწმიფო უწყებას ეკუთვნოდა. უფრო მეტიც, თურქული ტანკერის ბორტზე ასვლის შემდეგ, ისინი გაეცნენ მეზღვაურებს როგორც რუსი მებრძოლები და იარაღის გამოყენების მუქარით თურქი მეზღვაურები მოაშორეს გემის მართვას.

ამ განცხადებაზე რეაგირება უკვე მოახდინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სმოლენსკის მოედანზე ხაზი გაუსვეს, რომ კომერციული გემის მოტყუებით დაკავება ნეიტრაურ წყლებში, პირველ რიგში, არის ღია ზღვის თავისუფლების პრინციპის დარღვევას, რაც დაფიქსირებულია გაეროს საზღვაო ნაოსნობის 1982 წლის კონვენციაში. მოსკოვმა თბილისისგან მოითხოვა უკანონო ქმედებების შეწყვეტა და მიმართა რესპუბლიკას შვეიცარიის შუამდგომლობით.

საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამასთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინიტროში ხაზი გაუსვეს, რომ ქართული სასაზღვრო დაცვის კატერს ჰქონდა შესაბამისი სიმბოლიკა, სამართალდამცავებს ეცვათ ფორმა და კაპიტნისა და მეზღვაურებისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების იდენტიფიცირება. თბილისმა მოსკოვისგან უკანონო დაკავების ბრალდების უარყოფაც მოითხოვა.

თუმცა, მოსკოვი თავისი სიტყვების უარყოფას სულაც არ აპირებს. მტკიცედ არის განწყობილი სოხუმიც, სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა: "როგორ უნდა ველაპარაკოთ დღეს საქართველოს ამ ხელისუფლებას, როდესაც ტანკერი, რომელიც ჩვენსკენ ბენზინით დატვირთული მოდიოდა, დააკავეს? ჩვენ ასეთი ბანდიტიზმით ვერ დავკავდებით. აქამდე მეკობრეები სომალში იყვნენ, ახლა საქართველოშიც გამოჩნდნენ". გაღფშმა პირობა დადო, რომ აფხაზეთს ამასთან ბრძოლის შესაძლებლობა აქვს.

თავის მხრივ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ასეთი პოლიტიკა არც ევროკავშირის და არც თურქეთის ინტერესებში არ შედის. "დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ისინი მაინც გონს მოვლენ და აღარ იცეკვებენ ქართველების დაკრულზე. ისინი სავსებით ადეკვატურ პოლიტიკოსებს მოუსმენენ",- თქვა მან.

თუმცა ზოგი ექსპერტის აზრით, თბილისი მიზანმიმართულად მიდის ასეთი პოლიტიკური კურსით. ახლანდელ ქართულ ხელისუფლებას პროვოკაციების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. "უნდა მოიძებნოს საგარეო საფრთხე და მას მიეწეროს ყველა პრობლემა,- აღნიშნავს ექსპერტი ვიქტორ ლიტოვკინი.- არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის რეჟიმი სპეციალურად ცდილობს მიაღწიოს შურისძიების დარტყმას თავის გემებზე, როგორც აფხაზეთის ისე რუსეთის მხრიდან, რათა დაიჩივლოს, რომ კვლავ "პატარებს ურტყამენ" და დაცვა თხოვოს ამერიკას".

რაც არ უნდა იყოს, ახლა საქართველოს თურქეთისთვის ოუწევს განმარტებების მიცემა. ისიც სულაც არ არის ფაქტი, რომ ტანკერის საქმეში ახალი დეტალები არ გამოჩნდება.

(ფოტო: Scanpix )

 

არტიომ გორბუნოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100