RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

თბილისი და სუხუმი: უკანასკნელ ზღვართან

09.09.2009  |  16:57

3912.jpegსიტუაცია აფხაზეთის ნაპირებთან განსაკუთებულად დაიძაბა. თბილისი აცხადებს, რომ მომავალშიც დააკავებს აფხაზეთისაკენ მიმავალ გემებს. სოხუმში კი იმუქრებიან მეკობრეობის გამო ქართული გემების ჩაძირვით. ბრიუსელის მოწოდება ორივე მხარის მიმართ თავი შეიკავონ საომარი სახის განცხადებებისაგან და პრობლემები მოლაპარაკებების საშუალებით გადაწყვიტონ, უდაბნოსა შინა მღაღადებლის ხმას წააგავს. ამასობაში კი მეზობლებს შორის მორიგი დაპირისპირება ღრმავდება. საბაბი შესაძლოა ენგურ ჰესის მფლობელობა გახდეს. თანაც, აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თქმით, სოხუმს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს საქართველოსთან.

ენგურ ჰესის მომავალთან დაკავშირებით, დიდი ხანია თავს იტეხენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსების, უკანასკნელნი უშედეგეოდ დაეძებენ კომპრომისს. თბილისში ამ ჰიდროელექტროსადგურს თავიანთ საკუთრებად თვლიან, ისევე როგორც მთელს აფხაზეთს - საქართველოს ტერიტორიად. ამასობაში, აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გუშინ „გაზეტა. რუ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მომავალში რუსეთმა მიიღოს მონაწილეობა ენგურ ჰესის ექსპლუატაციაში.

მაგარამ ჟურნალისტის შეკითხვაზე: შესაძალო რეკონსტრუქციის შემდეგ ენგურ ჰესი გადავა თუ არა რუსეთის საკუთრებაში, სერგეი ბაღაფშმა უპასუხა: „ის აფხაზეთის საკუთრებაში დარჩება. შესაძლოა სხვადასხვა ვარიანტები: არსებობს ერთობლივი საწარმო - ერთობლივი ექსპლუატაციით; არის ვარიანტი როდესაც ჩვენ შეგვიძლია მართვაში გადავჩეთ რამოდენიმე წლით, როგორც ახლა ვმუშაობთ ჩვენს რკინიგზასთან დაკავშირებით. ეს ნორმალური ვარიანტია. ეს არ არის გაყიდვა და ბალანსიდან, ბალანსზე გადაცემა - ეს ერთობლივი ექსპლუატაციაა. გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით ჩვენ „ინტერ რაო ეეს"-თან ჯერ ვერ მოვილაპარაკეთ. ჩვენ გვაქვს წინასწარი შეთანხმება, რომელზადაც ამჟამად მუშაობენ და ასწორებენ მას. არსებოსბ გარკვეული გაუგებრობა და განსხავებული აზრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია".

ბაღაფშმა არ გამორიცხა საქართველოსთან რაიმე იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერა ენგურ ჰესთან დაკავშირებით. ამასთან ერთად მან აღნიშნა: „სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებასთან - პოლიტიკუღტანაც და იმათთანაც ვინც ენერგეტიკაში მუშაობს, - დღესდღეობით რაღაცის განხილვა შეუძლებელია. იდერა რომ აფხაზეთი ეს საქართველოა, ჩვენი აღიარების შემდეგაც კი, მათთვის იდეა-ფიქსია, ის მათ შემეცნებაში ზალიან ღრმად ზის და სამწუხაროდ კიდევ დიდი ხანი იჯდება, სამწუხაროდ. ამის გამო ზარალდება ყველა და დაზარალდება ენერგეტიკაც".

საქართველოს მასმედია უკვე გაჰკივის, რომ „ენგურ- ჰესმა" შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის ბედი გაიზიაროს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის რკინიგზა რუსეთის მართვის ქვეშ გადავიდა 10 წლის ვადით. ამავდროულად კი, სწორედ ენგურ ჰესის გარშემო შექმნილი სიტუაცია გახდა საბაბი ურთიერთობების გარკვევისა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ენგურ ჰესი ერთერთი უმსხვილესია კავკასიაში. თავად ჰიდრო მოწყობილობა საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული, სამარტავი პულტი და სმანქანო დარბაზი კი აფხაზეთში. იქვე არის განლაგებული ვარდნილები და წყალსაცავი, საიდანაც წყალი მიეწოდება. აი რატომ არის აუცილებელი კასკადის სრულფასოვანი ექსპლუატაციისათვის ორივე მხარის თანამშრომლობა. ენგურ ჰესზე გამომაუშავებული ენერგიის ნახევარზე მეტს საქართველო მოიხმარს. დანარჩენი აფხაზეთში და რუსეთის სამხრეთ რეგიონებზე მიდის.

მემორანდუმი რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა გასული ცხრა თვის განმავლობაში არ გამოქვეყნდა. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ბრალდებათა შინაარსი ამგვარია: ჩვენ წავაგეთ ომი, ახლა კი, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონისა, რუსული კომპანიის ხელში გადავა საქართველოს სტრატეგიული ობიექტი. ოპოზიციურ ძალებს შორის აღშფოთების ტალღა აგორდა. პოსუხისმგებლობისაკენ არა მარტი ენერგეტიკის მინისტრს მოუწოდეს, რომელმაც მემორანდუმს ხელი მოაწერა, არამედ მიხეილ სააკაშვილსაც. თანაც ორივეს სასამართლოში მიჩემით დაემუქრნენ.

მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა ხეთაგურმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სავალდებულოდ ცათვალა აღენიშნა: „ენგურ ჰესის აქციების 100 პროცენტი, ახლაც საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება". თუმცა სოხუმში დარწმუნებულნი არიან რომ ენგურ ჰესი - ეს აფხაზეთის საკუთრებაა. უკანაკსკნელ ინტერვიუში აფხაზეთის პრეზიდენტმა ყურადღების აქცენტირება მოახდინა ამაზე. ასე რომ ეს მოცემული ენერგეტიკული ობიექტი თავისუფლად შეიძლება მორიგი ტანხმოებისა და ურთიერთობების მწვავე გარცევის საბაბი გახდეს თბილისსა და სოხუმს შორის.

ამასთან ერთად სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რო აფხაზეთს ისევე როგორც სამხრეთ ოსეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ. აფხაზეთის ამის სესახებ საკითხს დააყენებს მაშინ როდესაც საზღვრის დემარკაცია ჩატარდება. ჯერჯერობით კი ის არ აპირებს ამ პრეტენზიების გახმაურებას. „ჩვენ ამ საკითხს წამოვწევთ მაშინ, როდესაც დემარკაციის შესახებ დადგება საკითხი. ძირითადად გალის რაიონის საზღვრის მონაკვეთზე. არსებობს ისტორიული დოკუმენტები, რომ აქ იყო ოდინდელი ჩვენი ტერიტორიები. მაგრამ სანამ ამის სრო არ არის, ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის წამოწევას".-განაცხადა ბაღაფშმა.

ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით თავს იკავებს კომენტარფებისაგან ბაღაფში ინტერვიუსთან დაკავსირებით. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ საქართველოს ვიცე სპიკერმა პაატა დავითაიამ მოუწოდა საქართველო პრემიერ მ ინისტრ ნიკა გილაურს განსაკუთრებულ პირად კონტროლზე აიყვანოს ენგურ ჰესის საკითხი. რათა ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის პროვოკაციულ ქმედებას რუსეთის მხრიდან. თბილისის პოზიცია ცნობილია: თბილისი ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს, რუსეთთან ბრძოლაში. გუშინ რეინტეგრაციის დარგში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ვერ მიაღწევს საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100