RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ტეფტის „ნამსახურობის ნუსხა“

10.09.2009  |  09:46

3919.jpegამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულმა ელჩმა საქართველოში, საბოლოოდ დაასრულა საკუთარი მისია. 8 სექტემბერს ამოიწურა ჯონ ტეფტის 4 წლისნი უფლებამოსილების ვადა. ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო ქვეყნის ხელისუფლება ამერიკის ინტერესების სამსახურში გადაეყვანა, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხების საზიანოდ.

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ტეფტი ტოვებს საქართველოს. ამ ქვეყანაში მოღვაწეობის ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნამ არა მარტო შეწყვიტა დემოკრატიზაციისაკენ მოძრაობა, არამედ ავტორიტარიზმისაკენაც კი გადაიხარა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენად ამ ხნის განმავლობაში იქცა თბილისის მიერ ცხინვალზე თვადასხმის შედეგად, ოსური და აფხაზური ტერიტორიების დაკარგვა. ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინიტრაციამ ა.შ.შ-ს მხარდაჭერის საფუძველზე გადაწყვიტა, ჯონ ტეფტის უშუალო მონაწილეობით.

ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს მშვენივრად ესმის, რომ ქვეყნის ნგრევამდე საქართველო, მისი ხელისუფლების ანტირუსულმა და ამავდროულად პროამერიკულმა კურსმა მიიყვანა. თუმცა ამერიკას საქართველოში დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები, რომელბიც საკუთარ თავს „ა.შ.შ-ს მეგობრების კლუბს" უწოდებენ. ამ ორგანიზაციამ გასულ პარასკევს ძველთაძველ ქალაქ მცხეთაში ტეფტთან დასამშვიდობებელი საღამო მოაწყო. საღამოს საქართველოში აკრედიტირებული სხვა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, მთავრობის წევრებისა და პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა ამავე დღეს დააჯილდოვა ამერიკის ელჩი წმინდა გიორგის ორდენით საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული დამსახურებებისათვის და შეტანილი წვლილისთვის. „ჩემის აზრით ტეფტი საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ნაწილი გახდა. არანაკლები წვლილი შეიტანა მისმა მეუღლემაც".- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარიელა ტეფტი პირადად ხელმძღვანელობდა ა.შ.შ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID)-ის სამედიცინო-დემოგრაფიულ გამოკვლევებს საქართველოში. გუშინ, 7 სექტემბერს, შეჯამებული იქნა ამ სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოები, იტყობინება სს GHN. როგორც გაირკვა, დედათა რელური სიკვდილიანობა მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ამ რანგის დიპლომატი, ამით უნდა ამაყობდეს",- დაასკვნა დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს მიხეილ სააკაშვილმა, მხდველობაში ქონდა ან საკუთარი ქვეყანა, რომელშიც გამოგზავნეს ამ დონის პროფესიონალი, ან კიდევ ა.შ.შ მათი შეუდარებელი ცოდნით, საკუთარი ქვეყნის ინტერესები გაიტანონ დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

ქართველებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ, თუ ვაშინგტონის ბრძანებით, რომელიც ტეფტმა გაახმოვანა, 2006 წლის ზამთარში ქვეყნის ხელისუფლებამ, როგორ თქვა უარი, ირანთან გაზის დარგში თანამშრომლობაზე. მაშინ რუსეთიდან გაზის მოწოდება შეწყვეტილი იყო გაზსადენებზე „ჩრდილო კავკასია -ამიერკავკასია"-ზე და „ოზდოკ- თბილისზე" აფეთქების გამო. მიხეილ სააკაშვილმა კონტრაქტები გააფორმა ირანული გაზის მოწოდებაზე და თავიდან ამ სიახლეს ა.შ.შ-ში გაგებით მოეკიდნენ. მაგრამ მალევე ტეფტმა თბილისური გაზეთისათვის „კვირის პალიტრა" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მეთიუ ბრაიზას სიტყვები იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი არ იქნება წინააღმდეგი თუ თბილისი ირანულ გაზს გამოიყენებს კრიზისის დასაძლევად, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

„ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ იმას, რომ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, როდესაც აფეთქების გამო საქართველო ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ირანიდან შესაძლებელი გახდა მცირე რაოდენობის საწვავის შემოტანა. მაგრამ გძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ირანსა და საქართველოს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა ელჩმა. ამით მან გაანადგურა საქართველოს გეგმები მოეპოვებინა რუსეთისაგან, სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობ.

ამ გაზაფხულ-ზაფხულს ოპოზიციისა და ხელისუფლების გაცხარებული დაპირისპირების დროს ჯონ ტეფტმა ერთპიროვნულად მმართველი ელიტის მხარე დაიჭირა, მიუხედავად დიპლომატიური კორპუსის დაპირებისა არ ჩარეულიყვნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში. ამ ფაქტს, ელჩის პოზიციასთან დაკავშირებით მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა საპროტესტო აქციების რამოდენიმე ლიდერი. ექს-მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ განაცხადა:" ა.შ.შ-ს ელჩს ჯონ ტეფტს საქართველო არ უყვარს. ვაშინგტონს სურს სააკაშვილი მსუქანი მატლივით სატყუარად გამოიყენოს, რათა რუსეთის საქმე გაჩარხოს, თავისთვის კი სარფიანად გაიკვლიოს გზა ახალი ტერიტორიებისაკენ, დემოკრატიული პერტნიორობის გასაფართოებლად. საქართველოს ბედი კი არავის ადარდებს". პარტია „ ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე ელჩს არაადეკვატური უწოდა და ჯორჯიათაიმსის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტეფტი - ბუშის ადმინისტრაციის უკანასკნელი წარმომადგენელია საქართველოში და პოლიტიკური ლოგიკის მიხედვით, მისი შეცვლა გარდაუვალია.

საქართველოს აყვავების საქმეში ტეფტის წვლილი, რაღათქმაუნდა საეჭვოა, მაგრამ იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ ა.შ.შ ნამდვილად უწევს ამ ქვეყანას ეკონომიკურ მხარდაჭერას. ზუსტად დაჯილდოების დღეს ამერიკის ელჩმა მონაწილეობა მიიღო ყაზბეგში ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიაში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ეს იმ 18 ობიექტთაგანია, რომელთა მშნებლობა და რემონტი გათვალისწონებულია საქართველოს საზღვრების უსაფრთხოებისა გამყარების პროგრამით. ამ პროგრამას ა.შ.შ-ს მთავრობა აფინანსებს, აღნიშნავს სს GHN. მხოლოდ ყაზბეგის საკონტროლო გამშვები პუნქტის აღმართვაზე 2,4 მილიონი დოლარი იქნა დახარჯული. მშენებლობას ამერიკის სამხედრო ინჟინრების კორპუსი ხელმძღვანელობდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100