RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოში კანარგოს ნავთობის კვალი

14.09.2009  |  15:42

3960.jpegსამართალდამცავებმა კვალავ წამოჭრეს საკითხი, ამერუკული კომაპნიის „კანარგოს ჯორჯიას" მხრიდან, საქართველოს საგარეჯოს რაიონის მცხოვრბლებისათვის კომპრენსაციების გადახდის შესახებ. ხუთი წლის წინანადელი ნავთობის დაღვრა, აქამდე აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, სასამართლო კი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის აზრით არ აწარმოებს გამოძიებას მიუკერძოებლად. თავად კომპანიაში „ჯორჯიათაიმს"-ს განუცხადეს, რომ მზად არიან ჩაატარონ მეორადი ეკოლოგიური ექსპერტიზა და არანაირ ზეწოლას არ ახდენენ სასამართლო ორგანოებზე.

ამ დღეებში საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარა, იმ ადამიანების ბედის შესახებ, ვინც ნავთობის კორპორაცია „კანარგო ჯორჯიას" მსხვერპლი გახდა, იტყობინება GHN. ცენტრის შემსრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა იმის მტკიცებულება წარმოადგინა, რომ 2004 წლის 10 სექტემბრის ავარიის შედეგად ნინოწმინდის ნავთობის ჭაბურღილზე რამოდენიმე ათასი გექტარი ტყე განადგურდა, დაბინძურდა სამსმელი წყალი და ნიადაგი. შემდგომ საგარეჯოში მკვეთრად გაიზარდა ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი, მოიმატა სიკვდილიანობამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, საგარეჯოელების უფლებებს იცავს სასამართლოში. მაგრამ, როგორც აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი, უკანასკნელი სასამართო დადგენილება ახალი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ნავთობის ჭაბურღილზე ავრიის ფაქტზე, საქმიდან დაიკარგა. უფლებათა დამცველთა თქმით, ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე.

ავრია ნინოწმინდის საბადოზე, სადაც ამერიკული კომპანია კანარგო მუშაობს, საქართველოსთვის მსხვილ ეკოლოგიურ უბედურებად იქცა. ნავთობი და გაზი განსაკუთებით მაღალი წნევის ჭავლით მოედინებოდა ნომერ 100 ჭაბურღილიდან. ძლიერმა ქარმა გაავრცელა გაზი და ნავთობი, მათ შორის ორი სოფლის მიმართულებით - ნინოწმინდა და წყაროსთავი. ადგილობრივი მაცხოვრებლები იტყობინებიან, რომ ნავთობის წვიმა ორნახევარი დღე გრძელდებოდა, ვიდრე ბოლოსდაბოლოს, მესამე დღეს კომპანიამ შესძლო ნავთობის შეჩერება.

კატასტროფიდან ერთი თვის შემდეგ ჭაბურღილზე, ექსპერტებმა გამოიკვლიეს უბედურების მიზეზი და გამოიტანეს დასკვნა იმის შესახებ, რომ დანაშაულიში ბრალი არ მიუძღვით მბურღავებს. ავარია გამოიწვია კონტროლისათვის დაუქვემდებარებლმა და გაუთვალისწინებელმა პროცესებმა, რომლებიც ღრმად მიწაში მიმდინარეობდა, უშუალოდ ჭაბურღილი 100-ის ქვეშ.

თუმცა ქართული მასმედია იყობინებოდა, რომ „კანარგო ჯორჯია" ნავთობის მოპოვებისათვის იყენებს ძველ საბჭოთა მანქანებს, რომლებიც თავისთავადაც საფრთხეს წარმოადგენენ.

ნავთობის ამოფრქვევამ დააზინა დაახლოებით 30 გექტარი ტყე. აქედან სამი მთლიანად განადგურდა, როგორც ამტკიცებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. თავად ადგილობრივებს, სამი დღის განმავლობაში ჰქონდა გაზით მოწამვლის სიმპტომები. სასმელი წყალი დაბინძურებული იყო, ასე რომ ადამიანები იძულებულნი იყვნენ მეზობელი სოფლებიდან სხვადსხვა ჭურჭლით მოეტანათ სასმელი წყალი.

მოსახლეობა საპროტესტო აქციებს ატარებდა და ამტკიცბდა, რომ დაბინძურების შემდეგ მათ გაუჩნდათ წყლულოვანი გამონაყარი, სასუნთქი გზების ალერგია, მხედველობის დაქვეითება და ჯანმრთელობის საერათო მდგომარეობის გაუარესება. ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სტიქიური უბედურების შემდეგ, სამ სოფეს გაუჩნდა სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც „ჯორჯიათაიმისის" კორესპონდენტს განუცხად „კანარგო ჯორჯიას" კონსულტანტმა სოსო ცაბაძემ, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო რათა ავრიის შედეგები გაებათილებინა: შეაჩერა ნავთობი, ტექნიკის მობილიზება მოახდინა. მაგრამ შემდგომში მთავრი როლი საკუთარ თავზე დამზღვევამ კომპანიამ აიღო. სწორედ ის აფინანსეფდა დასასუფთავებელ სამუშაოებს, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, აფასებდა ზარალს და აწარმოებდა კომპენსაციების გადახდას. ავრიის შედეგების გასაბათილებლად, მოწვეულნი იყვნენ ნავთობის მოპოვებაზე სპეცილაიზირებული უცხოური კომპანიები. კიდევ ერთი ფირმა დაკავებული იყო ადმიანების ჯამრთელობისათვის საფრთხეების შეფასებით.

ცაბაძის სიტყვებით ეკოლოგიური ექსპერტიზა ნახევარი წელი გრძელდებოდა. კომისიის დასკვნამ 200 გვერდზე მეტი შეადგინა. ეს რეზულტატები უმალ იქნა გადადგზავნილი ხელისუფლების რამოდენიმე სტრუქტურაში: სამინისტრო, ადგილობრივი მმართველობა, ჯანდაცვის დეპარტამენტი და ომბუდსმენის აპარატი.

წყალში ნამდვილად იქნა აღმოჩენილი ორგანული შენაერთები, ადასტურებს ცაბაძე. „მაგრამ ჩვენ მთლიანად მოვახდინეთ ზარალის კომპენსაცია. მაცხოვრებლებს საერთო ჯამში სადაზღვეო კომპანიამ 980 ათასი დოლარი გადაუხადა",- აღნიშნა მან.

ატმოსფეროში დაფიქსირებული იქნა ნორმასთან შედარებით სამჯერ უფრო მაღალი ნავთობის შემცველობა. „თუმცა რუსთაველის პროსპექტზე ის ნორმაზე მაღალი ხუთჯერ უფრო მეტად არის. ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მოსახლეობა მიჩვეულია სუფთა ჰაერს და შესაძლოა, რომ ზოგიერთს გამწვავებოდა ასთმა და სხვა დაავადებები. მაგრამ ჩვენ სამედიცინო კომისიის ორგანიზებაც მოვახდინეთ, დავაფინანსეთ დაზარალებულთა მკურნალობა და მედიკამნეტებით უზრუნველვყავით, გავეცით სადაზღვეო პოლისები - 4000-ზე მეტი, მთელი რაიონის მოსახლეობისთვის",- მოგვიყვა კომპანიის კონსულტანტმა. მისი სიტყვებით, ამ პოლისებით, ნახევარი წლის განმავლობაში ვინც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მათგან არცერთი არ იყო ჭაბორღილზე კატასტროფის შედეგად დაავადებული. ცაბაძემ განგვიმარტა, რომ მეტანი და ნავთობი, რომელიც ატმოსფეროში, წყალში და ნიადაგში მოხვდა, არც ისე ტოქსიკური ნივთიერებებია.

„კანარგო ჯორჯია"-ამ ასევე საბაზრო ფასად შეისყიდა ყურძნის და სხვა ხილის მოსავალი, ტექნიკურ სპირტად გადასამუშავებლად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100