RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სახიფათო გამოცდილების მქონე ამერიკელი კურატორი კავკასიაში ჩამობრძანდა

16.09.2009  |  11:00

3984.jpegსაქართველოში ჩამობრძანდა ა.შ.ს-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მეთიუ ბრაიზას შემცვლელი. წყნარი, მაგრამ ძალიან გაბედული ქალბატონი ტინა, ძალიან მოკლედ შეჭრილის ვარცხნილობით და მამაკაცისათვის შესაფერისი გვარით - კეიდანოვი (Tina S. Kaidanow, ან კაიდენაუ). ამიერიდან ის ა.შ.შ-ს ინტერესებს გაატარებს კავკასიაში. მის დანიშნვას პიკანტურობას ის ფაქტიც მატებს, რომ ადრე ის კოსოვოს ამერიკულ მისიაში მუშაობდა, სადაც სერბეთის ხელისუფლებისგან იცავდა ამ მხარის დამოუკიდებლობას.

თბილისში ტინა კეიდენაუ ჩამოსვლისთანავე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს გრიგოლ ვაშაძესა და სახელმწიფო მიონისტრს რეინტეგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილს, როგორ დააზუსტა „როსბალტ"-მა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდაგილის ალექსანდრე ნალბანდოვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ზედაპირულად იქნა განხილული სტრატეგიული პარტნიორობის ქართულ-ამერიკული ქარტიის რეალიზეაცია და სხვადასხვა დოკუმენტები საერთაშორისო ორგანიზაციებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ერთადერთი დეტალურად განხილული საკითხი - კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის თემატიკა, რომელიც 17 სექტემბერს შედგება.

იმ ორი დღის განმავლობაში, სწორედ ამდენი ხანი აპირებს კაიდენაუ საქართველოს დედაქალაქში გაჩერებას, მის გეგმებშია შეხვდეს, ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური პროცესების ყველა მონაწილეს. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები საპარლამენტო და რადიკალ არასაპარლამენტო ოპზოიციასთანც.

ვიზიტის პირველივე დღეს შედგა ორმოცწუთიანი რანდევუ „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერ ირაკლი ალსანიასთან. საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა, რომ კაიდენაუს გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო გარემოს და საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით, იტყობინება სს GHN. „მე ასევე ვისაუბრე მედიისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ამასთან ერთად იმ საფრთხეებზე, რომლებიც შექმნილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ",- თქვა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ. მისი სიტყვებით, საუბარი შეეხო კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასაც. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის მოადგილისაგან ოპოზიციურმა ლიდერმა იმის დასტური მიიღო, რომ თბილისისა და ვაშინგტონის ორმხრივ ურთიერთობებში დემოკრატიული რეფორმები პრიორიტეტული იქნება.

შემდეგ სასტუმრო „თბილისი მერიოტში" ტინა კაიდენაუ, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვდა პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს. სტუმარს კომენტარი არ გაუკეთებია, ექს-სპიკერმა კი განაცხადა, რომ ახლახანს დანიშნულ ამერიკელს უკვე საკმარისი ინფორმაცია აქვს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ორმა ქალბატონმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს. „ მე ვთქვი, რომ დაპირებული დემოკრატიული ტალღების ნაცვლად, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხრივ უკეთესობისაკენ არაფერი შეცვლილა. მე ვიმედოვნებ, რომ ა.შ.შ მოსთხოვს საქართველოს ხელისუფლებას მიცემული დაპირებების შერულებას",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კაიდენაუმ ა.შ.შ-ს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე მეთიუ ბრაიზა შეცვალა, რომელიც ამიერიდან ამერიკის ელჩი იქნება აზერბაიჯანში. თავად ტინას, საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე ნალბანდოვმა, უწოდა „ გამოცდილი დიპლომატი, რომელიც კარგად ერკვევა ჩვენი რეგიონის პრობლემატიკაში და კარგად იცის კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემებიც". ზოგიერთი ექსპერტი მას ახასიათებს, როგორც „მშვიდ, მაგრამ ძალიან ეფექტურ პოლიტიკოსად".

ამასობაში კი, სწორედ მისი პროფესიონალური გამოცდილება იწვევს ინტერესს, ახალ სამუშაო ადგილზე სრულიად საწინააღმდეგო ამოცანების გამო. მანამდე ტინა კაიდენაუ ა.შ.შ-ს პირველი ელჩი იყო კოსოვოში, უფრო ადრე კი, სამი წლის განმავლობაში სარაევოში, ამერიკული მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. თავისთავდ, ადრე მის ამოცანა იყო დახმარებოდა კოსოვოს, სერბეთისაგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ახლა, საქართველოს დასახმარებლად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებისათვის, ის ვალდებული იქნება, პირიქით ებრძოლოს სეპარატიზმს და დახუჭოს თვალები ოსებისა და აფხაზების გენოციდის ფაქტებზე.

სახელმწიფოებთან დაკავშირებული პრობლემები". - აღნიშნა ამ საკითხთან დმან ასევე ავტომატურად აიღო საკუთარ თავზე ბრაიზას ფუნქცია მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეობა ყარაბახის კონფლიქტის დასარეგულირებლად. აზერბაიჯანში ზოგიერთი ადამიანი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ტინამ შესაძლოა მხარი დაუჭოროს სომეხ სეპარატისტებს. „კაიდენაუს აქვს ამგვარ რეგიონში მუშაობის გამოცდილება, სადაც მსოფილო საზოგადოება მივიდა დასკვნამდე იმის შესახებ, რომ საჭიროა საერთაშორისო წესების წინააღმდეგ წასვლა იმისთვის, რომ გადაწყდეს არაღიარებულ აკავშირებით „კავკასიის ინსტიტუტის" დირექტორმა ალექსანდრე ისკანდარიანმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100