RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილი არჩევნებისთვის ემზადება

17.09.2009  |  17:52

4008.jpegსაქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მწვავე ფაზამ გადაიარა. მიუხედავად მზადებაში მყოფი საპროტესტო აქციებისა დაიწყო არჩევენბისთვი მზადება. კონსტიტუციის მიხედვით ვადა 2013 წელს იწურება. დაპირისპირებაში გამარჯვების გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლოზუნგიც გაახმოვანა - "საქმე ლაპარაკის პარალელურად". იმავე დღეს მთავრობამ პარლამენტს ანგარიში ჩააბარა პროგრამისა "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშ". თუმცა ჯერჯერობით საქმე და ლაპარაკი ნამდვილად იყოფა...

ქართული ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლების შეცვლას მშვიდობიანი გზით აპირებს. შესაბამისად ხელისუფლებისთვის ბრძოლისა და არჩევნებში მონაწილეობის სხვა მექანიზმი ჯერ არ აქვთ მოფიქრებული. უბედურება ის არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ვერც სტატეგიაზე და ვერც წინა საარჩევნო ლოზუნგზე.

მიხეილ სააკაშვილს კი ყველაფერი მზად აქვს. გუშინ მან გახსნა ახალი ეექტროსადგური, რომელიც თურქეთს უკავშირდება და განაცხადა, რომ ამით გამოირიცხება საქართველოს უშუქოდ დარჩენის შანსები. მან გაიხსენა 2006 წლის იანვარი, როდესაც ვითომდა რუსეთუს გამო საქართველოში ენერგეტიკული პრობლემები შეიქმნა. "მაშინ მე ხალხს დავპირდი, რომ არასოდეს დავუშვებდი, რომ ჩვენი ბავშვები იმის გამო გაყინულიყვნენ, რომ ჩვენ შუქი ან გაზი გაგვითიშეს, ჩვენ არასოდეს მივცემთ ენერგეტიკულ ბაზარზე ერთ მოთამაშეს გვიკარნახოს ეკონომიკური ან პოლიტიკური თამაშის საკუთარი წესები",- განაცხადა სააკაშვილმა.

მანამ სანამ სააკაშვილი პრეს-კონფერენციაზე გამოდიოდა, სადგურზე ახალი ანძა დაამონტაჟეს. "ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო ლოზუნგის ვარიაცია. სანამ მე ვლაპარაკობდი საქმეც გაკეთდა",- განაცხადა მან. თუმცა სააკაშვილის ყველა წინა დაპირება ბუტაფორიის მაგვარია.

2008 წელს, როდესაც ის იძულებული გახდა დაენიშნა ვადამდეი არჩევნები, მისი წინასაარჩევნი კამპანია ტარდებოდა ლოზუნგით "საქართველო სიღარიბის გარეშე". სააკაშვილის პროგრამის მეორე პუნქტი კი ისევე როგორც 2003 წელს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

რადგანაც სიღარიბესთან ბრძოლა არც ისე ეგექტურად ტარდებოდა, უმუშევრობის დონე კი ხელისუფლების დაპირებულ არც ერთ დირექტივას არ ემთხვეოდა სააკაშვილმა 2008 წელს გადაწყვიტა შეესრულებინა თავისი მთავარი დაპირება - დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი. რეზულტატი კარგად ცნობილია.

რაც შეეხება სიღარიბესთან ბრძოლას ეს კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს. გასულ 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა ომი გამოუცხადა სიღარიბეს, მიღებული იყო უპრეცედენტო ზომები. უცბად აღმოჩნდა. რომ საკასო აპარატების დადგმა სულაც არ იყო აუცილებელი ყველა მოვაჭრისთვის, ისევე როგორც არ აღმოჩნდა აუცილებელი ლტოლვოლების გამოსახლება საცხოვრებლებიდან და ა.შ. მიზერულად გაზარდეს ხელფასები და პენსიები. ხელგაშლილად იძლეოდნენ დაპირებებს, შეშას, მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს, გაზისა და ელექტროენერგისს ვაუჩერებს. შადრევნები და საქანელებიც კი დაივიწყეს.

უმუშევრობის პრობლემის გადაჭრისთვის ბოლშევიკური მეთოდებს იყენებდნენ. მეწარმეებს მისცეს დირექტივები, რომ სასწრაფოდ დაესაქმებინათ მოქალაქეები.

როგორია დღევანდელი საქართველო? ობიექტურები რომ ვიყოთ მოვიყვანთ ქართველი ეკონომისტის ციტატას: "იმპორტერი-მომხმარებელი ქვეყნის ეკონომიკრი მდგომარეობა, რომელშიც იმპორტი 3,5ჯერ აღემატება ექსპორტს, უმუშევრობა რეალურად შეადგენს 27-30 პროცენტს, საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტში შეადგენს მთელი შემოსავლების მხოლოდ 24%-ს. ჯერჯერობით ნარჩუნდება ეკონომიკის ასეთი მდგომარეობა და მოსახლეობის დასაქმება საგანგაშო დონეზეა, მეწარმეობის გაფართოების საკითხები ძალიან ნელა წყდება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო ვალი ბოლო წლის განმავლობაში გაიზარდა 60%-ით. თუმცა ხელისუფლება ამ შემოდგომაზე პირველად ახორციელებს გასვლით "ხელისუფლების ანგარიშებს". თავისი წარმატებების შესახებ მათ უკვე მოუთხრეს თბილისს, რუსთავსა და თელავს, სადაც ადგილი ჰქონდა თეატრალიზლირებულ შოუს. გადასატან ტრიბუნასთან დაამონტაჟეს "ზაპოროჟეცი", "გაზ-24", "ოპელი" და ახალთახალი "მერსედესის" კაბრიოლეტი. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკის დინამიკის დმეონსტრირებისთვის იყო საჭირო. საქმე ის არის, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს მე-11 ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ადვილია ბიზნესის წარმოება.

კახეთის მაცხოვრებლებმა დაიწყეს მსჯელობა: როგორ დაეკავშირებინათ რეიტინგები და ყურძნისა და ვაშლის მიზერული ვაშლები ერთმანეთთან. მოკლედ, თუკი რამე არ გამოდის, სააკაშვილმა იცის ვინც არის დამნაშავე - რა თქმა უნდა, რუსეთი.

იმავე დღეს, როდესაც სააკაშვილმა ახალი წინასაარჩევნო ლოზუნგი გაახმოვანა, საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა ანგარიში სიღარიბის დაძლევის პროგრამის შესახებ. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, დასკვნაში საუბარია, რომ გამუდმებით ხდებოდა რეაგირება ხან აფხაზეთის, ხან რუსეთის და ხანაც სამხრეთ ოსეთის მხრიდან წამოსულ პროვოკაციებზე.

ასე რომ იმაში, რომ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ ასრულებულა, დამნაშავე რუსეთია. ჯერ კიდევ 2006 წელს რუსეთის მაშინდელმა თავდაცვის მინსტრმა სერგეი ივანოვმა აღნიშნა: "საერთოდ, ამ ბოლო ხანებში საქართველოს მხრიდან მხოლოდ ისტერიკას და პროვოკაციებს ვხედავთ რუსეთის მისამართოთ. ყველაფერი რაც საქართველოში ცუდი ხდება რუსეთის ნახელავია".

მას შემდეგ საქართველოში არაფერი შეცვლილა. გრძელდება უშედეგო ბრძოლა სიღარიბესთან, უმუშევრობასთან და კვლავ თეატრალიზირებულ პიარ-კამპანიებს აქვს ადგილი. ისღა დაგვრჩენია ვიმარჩიელოთ, თუ რა პროგრამით წარდგებიან ოპოზიციური ლიდერები. შეძლებენ ისინი სააკაშვილის რეჟიმის დაძლევას საქმით და არა სიტყვებით?

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100