RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართველი ჟურნალისტები უცხო მხარეში უკეთესად გრძნობენ თავს

18.09.2009  |  09:48

4013.jpegსაქართველოს უახლეს ისტორიაში ჟურნალისტიკას განსაკუთრებული როლი აქვს. „მეოთხე ხელისუფლება" - ყველა პოლიტიკური რყევის მონაწილეა. 2003 წელს „რუსთავი-2" -მაშინ ოპოზიციური ტელეარხი „ვარდების რევოლუციის" მაცნე გახდა. 2007 წელს ტელეარხ „იმედი"-ს დარბევამ დაუდო საპროტესტო აქციებს დასაბამი. მას შედეგ ხელისუფლების მიერ მასმედიის შევიწროვების შესახებ საჩივრები არ წყდება. მაგრამ სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა ამჟამად ნაკლებად წარმატებულია. ოპოზიციური არხები პრაქტიკულად არ არსებობს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, აღარ გამოჩნდება ქართულ ეთერში. ის ლონდონში მიემგზავრება.

რამოდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ტელევიზიაში დაიხურა პოპულარული პროგრამა „პოლიტიკური კვირა". ამ პროგრამის წამყვანთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი, დოკუმენტში არსებული იურიდიული უზუსტობები გახდა, როგორც არხის ხელმძღვანელობა იუწყება, იტყობინება გაზეთი „ვზგლიადი". ოპოზიციური და დამოუკიდებელი დამკვირვებლები თვლიან, რომ ეს მხოლოდ საბაბია. პროგრამა პრაქტიკულად ერთადერთი იყო საერთო ნაციონალურ ტელეარხებზე, სადაც პირდაპირი ეთერი ჰქონდა ოპოზიციას. ამიერიდან ოპოზიცია საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას მხოლოდ პატარ ტელეარხებზე შეძლებს „კავკასია" და „მაესტრო", რომლებიც რეგიონებისათვის პრაქტიკულად მიუწვდომელია.

ინგა გრიგოლიამ მაშინ, თავი შეიკავა რაიმე სახის კომენტარისგან. ბოლოს და ბოლოს მას შეეძლო საკუთარი პროექტი სხვა არხისთვის შეეთავაზებინა. ადრე, 2008 წელს ხომ დაიხურა ქართულ ტელეარხ „რუსთავი-2"-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ „ფრაიმ-თაიმ"-ი, რომელიც მას მიჰყავდა. ოფიციალური ვერსიით, თოქ-შოუ ფინანსური მიზეზებით დაიხურა. „ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ ქართულ მედიას ასეთი პრობლემები შეექმნებოდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს",- აცხადებდა მაშინ ინგა გრიგოლია. მან „კატასტროფული" უწოდა საქართველოში მასმედიის თავისუფლების მდგომარეობას.

დღეს ინგამ განაცხადა, რომ აქტიური ჟურნალისტიკიდან მიდის და ოქტომბერში ლონდონში გამგზავრებას გეგმავს. მართალია, ჯერჯერობით ნახევარი წლით. მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის დახურვის მიზეზი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის გიორგი ჭანტურიას მიერ შემოთავაზებული კონტრაქტი. „მთავაზობდნენ, რომ მე გავმხადრიყავი (საზოგადოებრივი მაუწყებლის) თანამშრომელი, მაგრამ მე უარი ვთქვი ამაზე. მე არ ვეთანხმებოდი პირველი არხის სტანდარტულ პოილიტიკას, როდესაც გადაცემას ვაკეთებდი სხვა სტუდიაში, ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, თუ როგორ უნდა აღმოვჩნდე ამ ჯაჭვში".- ინგა გრიგოლიას ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.

არხის გენერალური დირექტორი კი ამტკიცებს, რომ გადაცემის დახურვის შესახებ, გამოცემა „პრაიმ- თაიმში" დაბეჭდილ ინგა გრიგოლიას ინტერვიუდან შეიტყო. „მე დღეს გავიგე ინგას ინტერვიუდან, რომ ის აღარ აპიორებს ჩვენთან თანამშრომლობას. მე მქონდა მასთან საუბარი მის გადაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე მქონდა თანამშრომლობის სურვილი და მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება. როგორც ჩანს მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ჩათვალა საჭიროდ. ეს მისი არჩევანია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „პოლიტიკური კვირა" ჩემი გადაწყვეტილებით არ დახურულა".- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

თუმცა აშკარაა, რომ საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტური კადრები ტოვებენ. ან ოპოზიციური მოძრაობით იმედგაცრუებულნი, ან მასედიის ინტენსიური შევიწროვების გამო, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო ინგა გრიგოლიამაც. შარშან ის წლის საუკეთესო ჟურნალისტად აღიარეს. გამოკითხვა ყოველკვირეულმა გამოცემა „კვირის პალიტრამ" ჩაატარა. მანამდე მან პირველი არხის გენერალური დირექტორი მოადგილის პოსტი დატოვა. ამგვარად გამოხატა ჟურნალისტმა მასედიაზე ზეწოლის გამო პროტესტი.

მაშინ ის აპირებდა პირდაპირ ეთერში გაეშვა ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ ჩაფიქრებულის განხორციელება ვერ შეძლო, პირველი არხის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო. როგორც აღინიშნა ტელარხის დირექციის სპეციალურ განცხადებაში, ისინი არ პაირებენ ეთერის დათმობას იმ პირებისათვის, რომელთა წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და წამოყენებულია ბრალდება. ოქრუაშვილის გარდა ამ „არასასურველ პირთა" სიაში აღმოჩნდნენ: უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე და პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი.

უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა რომ გრიგოლია ყოველთვის იყო სიტყვის თავისუფლების მომხრე და დამცველი, მან გააკრიტიკა ოპოზიციის გადაწყვეტილება ტელევიზიის ბლოკირების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო GHN-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ არ იზარებს ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ. გრიგოლიას თქმით, ჟურნალისტებს უნდა მისცენ მუშაობის საშუალება. მიუხედავად კონკრეტული მასმედიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, ჟურნალისტებზე თავდასხმა დაუშვებელია.

„ჟურნალსიტმა ყველაფერი უნდა გააშუქოს. არ შეიძლება ინფორმაციის დაფარვა. ყველაფერი უნდა მიიტანო მაყურებლამდე, მსმენელამდე და მკთხველამდე. მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ არანაირად არ ვიზიარებ იმას რაც ხდება. არ ვიზიარებ ჟურნალისტების შეფერხების ფაქტს. მოსწონს თუ არა ვინმეს პირველი არხი, მაგრამ მე არ ვიზიარებ მის ჟურნალისტებზე თავდასხმას"- საკუთარი კრედო ჩამოაყალიბა ინგა გრიგოლიამ. ივნისში, პირველი არხის წარმომადგენლებიდან მან ერთადერთმა მოაწერა ხელი ვიცე პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100