RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვინ აგებს პასუხს მოწამლული ჭიათურლების გამო?

22.09.2009  |  10:18

4042.jpegორგანიზაცია „ექიმთა კავშირი" საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, დაიცვან ეკოლოგია ქალაქ ჭიათურაში. გამოკვლევებმა აჩვენეს ადამიანების საერთო მდგომარეობის გაუარესება მარგანეცით მოწამვლისას. საწარმო, რომელიც დაკავებული იყო მოპოვებებით საბადოებზე, გაკოტრდა. ამასთან ერთად, მეპატრონის მოძებნა ეკონომიკის სამინისტრომ ვერ შეძლო. სახელმწიფო კი არ ჩქარობს პასუხიუსმგებლობის აღებას, ჭიათურის შემოგარენში გარემო პირობების გაფუჭებაზე.

ქალაქ ჭიათურის და გარშმო სოფლების მაცხოვრებლები, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების გახშირებას უჩივიან. ეს სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება: მხოლოდ 2007 წელს გამოვლენილი იქნა დების 7 ათასნახევარი შემთხვევა. ყველაზე გავრცელებულია მკერდის,ფილტვების, მუცლის და საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. როგორც გაარკვიეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმების კავშირის" მკვლევარებმამ კიბოს იწვევს მარგანეცით გამდიდრებული საბადოების საწარმოო ნარჩებები. ამით არის დაბინძურებული მდინარე ყვირილა და დიდი რაოდენობით ქიმიური ელემენტია სასმელ წყალშიც.

როგორც „კავკაზ-პრესს"-ი იტყობინება, „ექიმების კავშირი" ამ პრობლემასთან დაკავშირებით აპირებს გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს მიმართოს, რომელიც ამ თანამდებობაზე გასული წლის პირველი ნოემბრიდანაა დანიშნული. აგვისტოში ორგანიზაციამ უკვე განიხილა ეკოლოგიური და სანიტარული პრობლემები რეეგიონის ხელმძღვანელობასთან, იტყობინება GHN. თუმცა არც კონკრეტული მოქმედებები და არც კონკრეტული წინადადებები ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყოლია.

როგორც ჯორჯოათაიმსს მოუთხრო ეკონომიკურმა ექსპერტმა დიტრიხ მიულერმა, ჭიათურის საბადოებზე არ იყნებენ გამწმენდ მოწყობილობებს, იქ დაძველებული ტექნიკა გამოიყენება. ერთერთმა ბლოგერმა საკუთარი შტაბეჭდილებები ასე აღწერა:"აქ საბადოს წერაქვითა და ნიჩბით მოიპოვებენ!!! შახტები - ეს ბნელი ჯოჯოხეთია. წყლის დინებებით ჟანგიან კონსტრუქციებს შორის. მე გაოცებული ვარ, თუ კიდევ როგორ მუშაობს ყველაფერი ეს - არაფერი ამგვარი ცხოვრებაში არ მინახავს! უფანჯრო შენობაში, რომელსაც ადგილ ადგილ ჩამონგრეული ჭერი და იატაკი აქვს, ვიღაც ადამიანის მსგავსი კონცენტრატს აწარმოებს!".

მიულერმა განმარტა, რომ სამრეწველო ნარჩენები იქვე ახლოს ინახება და შემდგომ ნალექთან ერთად ნიადაგში და მდინარეში იპარება, საბოლოო ჯამში კი სასმელ წყალში ხვდება. მისი სიტყვებით, მაცხოვრებლები უკვე არაერთხელ უჩიოდნენ ცუდ ეკოლოგიურ პირობებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამაზე რეაგირებას არ ახდენდა და არ აფინანსებდა ჭიათურაში ბუნების დაცვით ღონისძიებებს.

თეორიულად, გარემოს გაწმენდითი სამუშაოების დაკისრება სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის" ხელმძღვანელობაზეც შეიძლებოდა, რომელიც აწარმოებდა საბადოების დამუშავებას. მაგრამ ამის გაკეთება კიდევ უფრო პრობლემატური გახდა. გასულ წელს საწარმოო ბანკროტად აღიარეს. ვერც პენსიონრებმა და ვერც მუშებმა ვერ შეძლეს კუთვნილი თანხების გამოთხოვნა, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტრომ მეპაქტრონეები ვერ იპოვნა.

2005 წელს საბადოს დამუშავებაზე ლიცენზია, რომელიც საბჭოთაკავსჲრის მარგანეცის ექსპორტის დიდ ნაწილს უზრუნველყოფდა 60-იან 80-იან წლებში, სურდა ხელში ჩაეგდო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძეს ვიქტორ პინჩუკს. თუმცა აუქციონში რუსულმა კომპანია „ავრაზჰოლდინგმა" გაიმარჯვა. გარკვეული დროის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ აქტივების რენტაბელობა პროგნოზირებადზე დაბალი გამოდგა და კომპანია ჭიათურიდან წავიდა.

უკანასკნელად საწარმოო „ჭიათურმანგანეცი" ზესტაფონის „ფერო"-სთან და ვარციხის ჰესთან ერთად 2007 წელს მიეყიდა კომპანია Georgian Manganese ბრიტანული კომპანიის Stemcor-ის შვილობილი კომპანია. ქართული წარმოების სამი გიგანტის ფასმა 132 მილიონი დოლარი შეადგინა, იტყობინება metalltorg.ru. მყიდველმა პირობა დადო, რომ მათში კიდევ 100 მილიონი დოლარის ინვსტირებას მოახდენდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ „ჭიათურმარგანეცი" გაკოტრდა. ხელისუფლებამ კი, ვერ შეძლო კომპანიის მფლობელთა, პოვნა, რომელთათვისაც უნდა წარედგინათ საჩივარი სახელფასო და საპენსიო გადასახედების დავალიანებასთან დაკავშირებით.

კომპანია „მანგანუმ ჯორჯია" რომელიც წარმოებას მართავდა, აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი არც Georgian Manganese, არც Stemcor. ნინო გუჯარიძე ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო „კომერსანტს" მოუთხრო , რომ ეკოლოგებს ეჭვი Stemcor-თან დაკავშირებით მაშინათვე გაუჩნდათ, ვინაიდან ეს კომპანია ადრე მხოლოდ გაყიდვებით იყო დაკავებული და არა წიაღისეულის მოპოვებით. „გაყიდვიდან მეორე წელს გამოიკვეთა ალიანსი Stemcor-სა და უკრაინულ კომპანიას „პრივატ-გრუპს" შორის. ეს კომპანია მსოფილოში მარგანეცის მთელი ოდენობის თითქმის 50 პროცენტზე მეტს ფლობს".- განმარტა ექსპერტმა.

ამა წლის მარტში ქრისტიან-დემოკრატებმა ხელისუფლებისაგან მოითხოვეს „ჭიათურმარგანეცის" გაკოტრების მმართველის დავით კაკაბაძის მოძებნა, ვინაიდან აქციონრებმა და თავად მუშებმა, ვერ იპოვნეს ის ბუნებაში. იტყობინება სააგენტო „ბიზნეს საქართველო". ივლისში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც კი, სახალხოდ აღიარა ეკონომიკური კრიზისის არსებობა და მანგანეცის საბადოდან მუშების დათხოვნაზე ისაუბრა.

ასე, რომ ჭიათურლების ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს გარდა არავინ არ იზრუნებს. მაგრამ სამწუხაროდ მთავრობა თვითრეკლამის მიზნითაც კი არ კიდებს ამ საქმეს ხელს.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100