RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული ოპოზიცია: ვინ ვისთან ერთად და ვის წინააღმდეგ

22.09.2009  |  21:37

4057.jpegქართული ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს აახლებს/ მერიაში შეტანილია განაცხადი 28 სექტემბერს მიტინგების გამართვის თაობაზე. დაპირების მიხედვით ქუჩაში გამოვა დაახლოებით 50 ათასი ადამიან. თუმცა ოპოზიციურ მოღვაწეთა უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა: ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სტრატეგიების შემუშავების პროცესში არიან. გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს. რაზე ისაუბრეს ყოფილმა მოწინააღმდეგეებმა? ჩვენი კორესპონდენტი ამის გარკვევას ცდილობდა.

ოპოზიციის ლიდერთა საიდუმლო შეხვედრის შემდეგ წერდა ქართული გაზეთი "ალია". ის ყერდნობა პეტრე მამრაძის განცხადებებს. "განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევა",- აღნიშნა მამრაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი, რომელშიც არ არსებობს ერთობა, შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად: საპრეზიდენტო დემოკრატიული მართვის მომხრეები, საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნის მსურველები და მონარქისტების მცირე რაოდენობა. მონარქიის აღდგენა სურთ ტრადიციონალისტებსა და პარტიას "თავისუფლება", რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობს.

რამდენიმე წლის წინ ილია მეორის მიერ გამოთქმულ ამ ინიციატივას მაში ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. აქ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილიც ამის მომხრე იყო. ის იმასაც კი ვარაუდობდა, რომ მონარქიულ მმართველობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაც კი ექნებოდა.

არანაკლებ პოპულარულია საპარლამენტო რესპუბლიკის დამყარების იდეაც. თუკი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ვენდობით, რომელიც ჩაატარა ყოველკვირეულმა გაზეთმა "კვირის პალიტრა", საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მისაღებ ფორმად საპარლამენტო მმართველობას თვლის. ამას მარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილი და ზურაბ ნოღაიდელი.

სხვა ოპოზიციური პარტიები ძირითადად საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეები არიან. ყველა ითხოვს სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. ახლანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ქმნიან ბლოკებს, ალიანსებს, მაგრამ გაერთიანება და ერთიანი ლიდერის არჩევა უკვე რამდენი წელია არ ძალუძთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არნახულ აქტიურობას იჩენს ზურაბ ნოღაიდელი.

შემოდგომის დასაწყისში ის დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც ატარებდა შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში. შემდეგ გაემართა კიევში ქართულ დიასპორასთან შესახვედრად, სადაც გააკეთა რამდენიმე ხმამაღალი განცხადება. "შემოდგომისთვის ჩვენ ვამზადებთ საპროტესტო აქციებს, რათა მივაღწიოთ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. აქცენტი არ უნდა გაკეთდეს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლაზე. იმიტომ რომ, აშკარაა: სააკაშვილი შევარდნაძე არ არის, ის არ წავა ასე ადვილად და არ დაიწყებს მემუარების წერას",- განაცხადა მან.

მოქმედი პრეზიდენტი კრიტიკით ნოღაიდელი ახლა თითქმის ყოველდღე გამოდის. თუმცა აქამდე არ გამოირჩეოდა დიდი აქტიურობით. მისი პარტია ბოლო წუთამდე ფიქრობდა აპრილში შეერთებოდა თუ არა აქციებს. მან პირველმა განაცხადა საზაფხულო ტაიმ-აუტის შესახებ. თუმცა ნოღაიდელი აქტივებში შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან ჯერ კიდევ წლის დასაწყისში წარმოადგინა ეკონომიკური პროგრამა, ჯარის რეფორმირებისა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგების პროექტი. "ალიანსი საქართველოსთვის" კი აცხადებდა, რომ თავის პროგრამას მხოლოდ სექტემბერში გამოაქვეყნებდა.

რაზე შეიძლებოდა ესაუბრათ ნოღაიდელსა და ლეიბორისტების ლიდერს? ნათელაშვილისა და ნოღაიდელის დიალოგის ფაქტი არანაირად იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ის, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში აკრიტიკებდნენ ერთმანეთს. ნათელაშვილი მწარე სიტყვებს არ ინანებდა ნოღაიდელის პრემიერ მინისტრობის დროს. ამ უაკანსკნელის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ არც ისე ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლეიბორისტები აცხადებდნენ, რომ "ზურაბ ნოღაიდელს არ აქვს არანაირი მორალური უფლება იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი". ისინი ამტიცებდნენ, რომ "ნოღაიდელმა უნდა აგოს პასუხი ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის გამო". ლეიბორისტების გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ნოღაიდელმა "დააგროვა უდიდესი სიმდიდრე, რომელსაც ახლა მის მიერ შექმნილი პარტიისთვის იყენებს".

კომენტარებისთვის ჩვენმა კორესპონდენტმა თავად შატბერაშვილს მიმართა:

-ჩვენ არავისთან არ ვაპირებთ ბლოკში გაერთიანებას,- აცხადებდა ის.- დიახ, ჩვენ ვატარებთ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის ნოღაიდელის პარტიასთანაც. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებში ჩვენი აზრები ემთხვევა, ჩვენ ახლაც ოპონენტებად ვრჩებით. საქმე ისაა, რომ როდესაც ის პრემიერ მინისტრი იყო, ის გახდა სააკაშვილის ბევრი ბოროტების თანამონაწილე. ის, რაც ნოღაიდელისთვისა და ბურჯანაძისთვის არის ცნობილი, საზოგადოებამ არ იცის, თუმცა ისინი დუმილს ინარჩუნებენ.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ მათთან თანამშრომლობას. ოპოზიციონერებოს უმეტესობა სააკაშვილის ყოფილი მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ისინი გამოეყვნენ ხელისუფლებას, ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად ბევრი საკითხის განხილვისთვის. თუკი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციაში გადმოვა, მასთანაც მზად ვიქნებით სასაუბროდ. ყველა ოპოზიციონერს ერთი მიზანი აქვს - სააკაშვილის ჩამოშორება ხელისუფლებისგან.

-ოპოზიციური სპექტრის რომელი პარტიებია ყველაზე ახლოს ლეიბორისტებთან აზრების მიხედვით?

-ჩვენ სახელმწიფო წყობის ახალი პროგრამა გვაქვს, რომელის ასევე ეხება ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის წარმოებას. ჩვენთვის უფრო მახლობლები არიან მემარცხენენ პარტიები, თუმცა მაინც მარტოხელა მოთამაშეება ვრჩებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100