RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ამერიკული ბაზები საქართველოში „მიდიან“? როგორ მოიქცევა რუსეთი?

24.09.2009  |  16:09

4079.jpegსაქართველოში 2015 წელს ამერიკული სამხედრო ობიექტები გამოჩნდება. გაზეთ „რეზონანსის" მონაცემებით, პროექტს ლობირებს კონგრესმენ-რესპუბლიკელთა ჯგუფი და აშშ-შ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი. რამდენად რეალურია ეს? ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება ქართულ-რუსული და რუსულ-ამერიკული ურთიერთობები? GeorgiaTimes-სის კორესპონდენტმა კომეტარისათვის მიმართა ორივე ქვეყნის ექსპერტებს.

ქართულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბაზების მშენებლობა - ორი სახმელეთო და ერთი საზღვაო - 2014 წელს დაიწყება და 2015-ში დასრულდება. პროექტი 25 ათასიანი ამერიკული კონტიგენტის განთავსებას ითვალისწინებს, იტყობინება გაზეთი რეზონანსი წყაროზე დაყრდნობით, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. სავარაუდოდ, სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა გასულ ორშაბათს ნიუ-იორკში სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შემდგარ შეხვედრაზე.

საქართველო მხოლოდ მოხარული იქნება თავისთან ამერიკელების ნახვის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ოფიციალური თბილისი უკანასკნელ წლებში ყველაფერს აკეთებს რათა ვაშინგტონს დაუახლოვდეს და მოსკოვს აწყენინოს. თუმცა, მოვლენების ამგვარი განვითარება, შემდგომი წინააღმდეგობის ტალღას გამოიწვევს და თანაც არამარტო თბილისში. ხოლო მოსკოვისა და ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულ „გადატვირთვას" აშკარა პრობლემები შეექმნება. უნდა აღინიშნოს, რუსეთი არასოდეს არ მალავდა, რომ წინააღმდეგია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების. ყველაზე მეტად მას ამერიკელი სამხდროების გამოჩენა აწუხებს საკუთარ საზღვრებთან.

სწორედ ამიტომ, თავის დროზე ხელი ვერ მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მესამე ქვეყნების ბაზების განლაგების შეუძლებლობის შესახებ პუნქტი დაფიქსირებული ყოფილიყო ამ დოკუმენტში. საქართველო საპასუხოდ, ამბობდა რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს დადგენილი ფორმატი და ყოველგვარი შესწორებების შეტანა დაუშვებელია. მაგრამ ზეპირის დაპირების მისაცემად მზად არის. სამწუხაროდ, როგორც ცნობილია პოლიტიკაში სიტყვების არავის სჯერა. ურთიერთდაპირისპირების აპოგეას მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებმა გასული წლის აგვისტში მიაღწია. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოს მერე, თბილისისა და ვაშინგტონის თანამშრომლობა მხოლოდამხოლოდ გამყარდა.

9 იანვარს საქართველოსა და აშშ-ს წარმომადგენლებმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ ასევე სამართლებრივ სფეროს და რა თქმა უნდა სამხედროს. ბაზების განთავსების შესახებ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები. სენატორი-რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი ამ დოკუმენტზე ხელის მოწერამდე ცოტა ხნით ადრე რუს ჟურნალისტებს გაესაუბრა, რომლებიც არწმუნებდა: აშშ-ს ამგვარი მისწრაფება არ აქვს. ქართველი სპიკერი დავით ბაქრაძეც არწმუნებდა მოსახლეობას: ქარტიაში არაფერია ნათქვამი ამერიკული ბაზების საქართველოში განთვასების შესახებ, აშშ-ს სამხედრო ბაზები საქართველოში არ იქნება.

თუმცა ლეიბორისტები მაშინვე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება „მზად არის აშშ-ს რამოდენიმე ათასი გექტარი მიწა გადსცეს საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნაში სამხედრო ბაზების განსათავსებლად. 90 წლის ვადით და უსასყიდლოდ". ლეიბორისტთა ეჭვები ჯერ არ დადასტურებულა. მაგრამ უკვე თებერვალში „დამოუკიდებელი გაზეთი" წერდა, რომ მაღალი თანამდებობის მქონე ქრთული წყაროს მტკიცებით, თბილისი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება სადაც განიხილავენ საპორტო ქალაქ ფოთში და მარნეულში სამხედრო ბაზების განთავსების საკითხს. უკანასკნელი დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზეა.

მაშინ ოფიციალური თბილისი ამსათან დაკავშირებით აცხადებდა, რომ აშშ-ს ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება განთავსებული და რომ ახლო წარსულში ამერიკული სამხედრო დელეგაციის ვიზიტისას ეს საკითხი არ ყოფილა განხილული. ასე განუცხადეს „ინტერფაქს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში. ქართულ გაზეთში ახლანდელ პუბლიკაციას, ჯერ ოფიციალური პირების კომენტარი არ მოჰყოლია.

მხოლოდ იმის აღნიშნვაა შესაძლებელი, რომ ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის ჩარჩოებში უკვე ჩატარდა რიგი შეხვედრები. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მიხეილ სააკაშვილს დაპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმა გაგრძელონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარება. სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ დასავლურ პრესაში არაფერია ნათქვამი.

რამდენად რეალურია ამერიკელი სამხდროების გამოჩენა კავკასიაში? ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება არამარტო ქართუ-რუსული, არამედ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები? ამის შესახებ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველ და რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი მარკედონოვი:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100